ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევრო 2020 - ალბათ თურქეთს, ევრო 2016 (U17) - აზერბაიჯანს. საქართველოს?

ევრო 2020 - ალბათ თურქეთს, ევრო 2016 (U17) - აზერბაიჯანს. საქართველოს?

საქართველომ და აზერბაიჯანმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადზე დაილაპარაკეს
"სტამბულში გამართულ აღმასკომზე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების საგანაცხადო პროცესი დაიწყო. უკვე გაწერილია ტურნირის ჩატარების კრიტერიუმებიც", - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინიმ.

ტურნირის ჩატარების კრიტერიუმებს უეფა მასში გაწევრიანებულ 53-ივე ეროვნულ ფედერაციას 26 მარტს გაუგზავნის და ეს მოთხოვნები უეფას რეგლამენტში აისახება. თუმცა აქედანვე არის ცნობილი, რომ ევრო 2020-ზე 24 გუნდი ითამაშებს, მასპინძელ ქვეყანას (ან ქვეყნებს) კი, მინიმუმ, 9 ტოპ-კლასის სტადიონი უნდა ჰქონდეს.

დაინტერესებულ მხარეებს 2 თვეში შეუძლიათ მოთხოვნების გაცნობა და კანდიდატურის (თუ კანდიდატურების) წამოყენება, ანუ 15 მაისამდე. ამის შემდეგ კი უეფა მსურველ ქვეყნებში გარანტიების შეგროვებას დაიწყებს.

ინფანტინის თქმით, უეფა ევრო 2020-ის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადებსაც მიიღებს, რადგან ტურნირების ასე ჩატარების დადებითი გამოცდილება არსებობს. 2013-14 წლების მიჯნაზე კი მასპინძელი ქვეყანაც გაირკვევა.

საქართველო ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის სურვილს აზერბაიჯანთან ერთად გამოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის მიღებას მხარი ერთობლივად უკვე ოფიციალურად დაუჭირეს ჰოლანდიამ და ბელგიამ, რუმინეთ-ბულგარეთმა, ჩეხეთ-სლოვაკეთმა, ბოსნია-ხორვატია-სერბეთმა და ირლანდია-შოტლანდია-უელსმა. აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში გამოსვლისას სურვილი გამოთქვა მიხეილ სააკაშვილმაც, რომლის თქმითაც, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ განაცხადს შეიტანენ. 22 მარტს სტამბულში თურქეთის ამბიცია ოფიციალურად დაადასტურა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.

უეფა-ს 36-ე კონგრესს საქართველოდან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რეზო არველაძე ესწრებიან. მათ აზერბაიჯანულ მხარესთან ევრო 2020-ის ერთობლივი მასპინძლობის საკითხზე ილაპარაკეს. ამას გარდა, კონსულტაციები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის წამომადგენლებთანაც.

ამასობაში კი იმავე სტამბულში უეფას აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა, რომ 17-წლამდელთა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი უმასპინძლებს.

საქართველო დიდი ხანია, ევროპის ჩემპიონთა, ევროპის ლიგისა და ასაკობრივი ნაკრებების ჩემპიონატის მასპინძლობაზე პრეტენზიას სიტყვიერად აცხადებს. პირველად ეს თემა 2000 წელს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით პეტრიაშვილმა წამოსწია, მაგრამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა და თემა დაიხურა.

შემდეგ უკვე საკითხი ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ წამოაყენა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ საქართველოს 17 ან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს.

ჩვენთვის უცნობია, ამ ინიციატივას რა გაგრძელება მოჰყვა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო დღემდე მსგავსი საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობასთან ახლოსაც არ ყოფილა. ეს უფლება კი აზერბაიჯანმა მიიღო, რასაც ჩვენს მეზობლებს გულწრფელად ვულოცავთ. ბოლო ათი წელიწადია, მათ ფეხბურთში უზარმაზარი თანხები დააბანდეს და პროგრესიც აქვთ, ანუ ეს აღიარება და უფლება დაიმსახურეს.

ბოლო დროს დიდი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაზე სპორტულ ფედერაციებს საქართველოს ხელისუფლებაც აქეზებს. ასე იყო ჭადრაკში, თბილისი უმასპინძლებს წყალბურთში ევროპის 2014 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 2015 წელს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს და 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს ჭიდაობაში.

მაგრამ საფეხბურთო ტურნირების მასპინძელ ქვეყანას გაცილებით მკაცრი კრიტერიუმებით არჩევენ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, აგრეთვე ინფრასტრუქტურის სამინისტროებში აცხადებენ, რომ საქართველო საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობისთვის სამზადისს უეფა-ს კონგრესის შემდეგ დაიწყებს.

სპორტულმა ინფრასტრუქტურამ მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს, ყველა სახელმწიფო უწყებამ კოორდინირებულად უნდა იმუშაოს. უეფა ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის მთავარ მოთხოვნად პროექტში სახელმწიფოს მაქსიმალურ ჩართვას ითხოვს, რადგან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი არა მხოლოდ სპორტული, არამედ ქვეყნის ინფრასტრუქტურაც. ევროპული სტანდარტების სტადიონების მშენებლობისთვის კი დიდძალი თანხებია საჭირო.

ძნელი სათქმელია, სად მოიძებნება უზარმაზარი თანხები, მასპინძლობის პრეტენზია რეალური საქმეებით რომ განვამტკიცოთ, მაგრამ იქნებ ამ მცდელობების შედეგად ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მაინც დაგვრჩეს, რადგან ამისთვის შედარებით ნაკლები მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო.

ბოლოს: ევრო 2020-ის მასპინძლობის ფავორიტი რომ თურქეთია, უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის მიერ კონგრესზე გაკეთებული ღია მხარდაჭერაც მეტყველებს:

"თურქეთმა ევრო-2016-ისთვის ძალიან მშვენიერი განაცხადი წარადგინა, მაგრამ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საფრანგეთმა მიიღო. თუ სტამბული 2020 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლებას ვერ მიიღებს, მაშინ პირადად მე ევრო 2020-ის თურქეთში გამართვას დავუჭერ მხარს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zaza

საქარტველოს არაფერი

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"

ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში

"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა

"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს

[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა

აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა

[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...

გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?

ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!

ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა

[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"

[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა

ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო

შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი

"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს

"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა

ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...