ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმ 29 მორაგბის ვინაობა გააცხადა, რომლებიც ივნისის ტესტებზე "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ სამჯერ ითამაშებენ
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ იმ 29 მორაგბის ვინაობა გააცხადა, რომლებიც ივნისის ტესტებზე ახალ ზელანდიაში "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ სამჯერ ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის სრული სია, რადგან რამდენიმე პოზიცია კიდნიმ ვაკანტურად გამოაცხადა.

"სამყურებს" დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ლიდერი, შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში წლეულს პირველად ითამაშებს. ის ახალ ზელანდიაში ჩვეულ, კაპიტნის ამპლუაში წარდგება. გუნდში სამი დებიუტანტია: დეკლან ფიცპატრიკი, მაიკლ შერი და საიმონ ზებო.

ოდრისკოლი და კომპანია პირველ მატჩს "ოლ ბლექსთან" ოქლენში, "ედენ პარკზე" 9 ივნისს გამართავს. მეორე თამაში ქრაისთჩერჩში 16 ივნისს "რაგბი ლიგა პარკზე" ჩატარდება. ერთი კვირის თავზე კი "სამყურები" მასპინძლებს ჰემილთონში ბოლოჯერ გაეჯიბრება. დაპირისპირების ადგილი "ვაიკატო სთედიუმი" იქნება.

ირლანდიის ნაკრები

შერკინება: რორი ბესტი, სტივენ ფერისი, დეკლან ფიცპატრიკი, დენ ტოი (ოთხივე - ალსტერი), შონ კრონინი, კაინ ჰილი, ჯიმი ჰისლიპი, შონ ობარიანი, მაიკ როსი (ხუთივე - ლენსტერი), დონჩა ოკალაჰანი, პიტერ ომაჰონი, დონჩა რაიანი, მაიკ შერი (ოთხივე - მანსტერი).

უკანა ხაზი: დარენ კევი, ენდრიუ ტრიმბლი (ორივე - ალსტერი), გორდონ დარსი, რობ კირნი, ფერგიუს მაკფოდენი, ბრაიან ოდრისკოლი, ევან რედანი, ჯონათან სექსტონი (ექვსივე - ლენსტერი), ქის ირლზი, კონორ მურეი, რონან ოგარა, საიმონ ზებო (ოთხივე - მანსტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
"ლიონი" აპელაციას შეიტანს - რომელმა კლუბმა შეიძლება დაიკავოს ლიგა 1-ში მისი ადგილი
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
ოფიციალურად - მიქაუტაძის "ლიონი" ლიგა 2-ში დააქვეითეს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ხელშეუხებელია - პსჟ-ს ბარკოლა არ ეთმობა
"კოპენჰაგენმა" გოჩოლეიშვილის ნაცვლად პსჟ-ს ფეხბურთელი დაიმატა
დონარუმა: უნდა დავამარცხოთ - მესის ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები აშშ-ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს