უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი გზა შეაჯამა და მზადების გეგმებზე ისაუბრა
საჩხერის "ჩიხურა" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე განვლილ გზას აჯამებს და სეზონისთვის მზადების გეგმებს გვიმხელს.

- უპირველესად, უმაღლეს ლიგაში გადასვლას გილოცავთ...

- მე ის მახარებს, რომ პირველ ლიგაშიც პირველ ადგილზე გავედით და პლეი აუტშიც. ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. საინტერესო და დაძაბული თამაშები გვქონდა და მიხარია, ამ სირთულეების გადალახვა რომ შევძელით.

- ცხადია, ჯერ ცვლილებები გვაინტერესებს - ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ მეკარე რევაზ თევდორაძე ბაქოს "ინტერში" გადავიდა...

- მოთამაშეთა 70 პროცენტს კონტრაქტი დაუსრულდა და სხვა კლუბში გადასვლა შეუძლია, მაგრამ, თევდორაძის გარდა, ჯერ წასვლას არავინ ჩქარობს.

თევდორაძემ გვითხრა, რომ გასინჯვაზე მიდიოდა. კარგი ადამიანი და სპორტსმენია, გუნდს უმაღლესში დაბრუნებაში დაეხმარა და რადგან ბაქოში უკეთესი პირობები შესთავაზეს, გზა უნდა დავულოცოთ.

- შემადგენლობას გააძლიერებთ?

- ჯერ თავად უნდა გადავწყვიტოთ, რა გუნდს ჩამოვაყალიბებთ, რა მიზნები გვექნება და კონტრაქტებსაც აქედან გამომდინარე გავაფორმებთ. ეს საკითხი მალე გადაწყდება. თუმცა მონახაზი გვაქვს, ვინ დავიმატოთ და ვინ გავუშვათ. მიზანი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება. გავძლიერდებით თუ ასპარეზობას დღევანდელი ბიუჯეტით გავაგრძელებთ, ფინანსურ საკითხებზეა დამოკიდებული და ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

- იმედია, "ჩიხურას" ფინანსურად არ გაუჭირდება...

- ჩვენთან ფინანსური პრობლემა არც ყოფილა, მაგრამ "ჩიხურას" არც "სიონზე" მეტი ბიუჯეტი ჰქონდა და არც "სპარტაკზე". მთავარია, თანხა ეფექტურად და აზრიანად გამოიყენო.

- ახალ სეზონში საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე ითამაშებთ თუ ბაზაზე, სადაც ხელოვნურსაფარიანი მოედანია?

- ჩვენი სურვილია, სოფელ ივანწმინდაში ვითამაშოთ, რადგან იქ არის ძალიან კარგი ხარისხის ბალახისსაფარიანი მოედანი. იქ განახლდება გასახდელები, მსაჯთა და დამკვირვებელთა ოთახები; ტრიბუნები ისედაც არის, მაგრამ ახლა სტუმართა და პრეს-ლოჟის დამატება გვინდა და მიმაჩნია, რომ იქ თამაში სასიამოვნო იქნება.

დარწმუნებული ვარ, კომფორტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტადიონი უმაღლესი ლიგისთვის მისაღებია და მატჩების მასპინძლობის უფლებას მოგვცემენ.

- შეკრებას სად გაივლით?

- ჯერ შეკრება არ დაგვიგეგმია, რადგან ყრილობამდე ზუსტად არ ვიცოდით, უმაღლეს ლიგაში რამდენი გუნდი ითამაშებდა და აქედან გამომდინარე, მოსამზადებელი ეტაპი ვერ დავგეგმეთ.

ახლა უკვე ვიცით, 12-გუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდება და შეკრებას ამის მიხედვით დავგეგმავთ. თუმცა კვლავაც მიმაჩნია, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატი უფრო მისაღები იქნებოდა.

სოსო ფრუიძე: ჩვენი მიზანი ბიუჯეტზეა დამოკიდებული (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
"ლივერპულის" დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ
პარტეის 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალი წარედგინა
[VIDEO] როცა სიტყვები ზედმეტია - რუბენ ნევეშისა და ჟოაო კანსელოს რეაქცია ჟოტასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!