სფფ-ის გავრცელებული ცნობით, ყოფილი დინამოელი რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი 20 ივნისს ღამე გულის შეტევით გარდაიცვალა.

რამაზ შენგელია 1957 წელს, ქუთაისში დაიბადა. 1973-76 წლებში, ის ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში ასპარეზობდა. 1977 წლიდან კი, ის თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი გოლებიც გაიტანა.

სწორედ, თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. რაც მთავარია, რამაზ შენგელია იყო 1981 წლის 13 მაისის - ევროპის თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორი ქართული კლუბის გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი.

საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, ქართველმა თავდამსხმელმა 26 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ევროტურნირებზე კი, 37 მატჩში 19 გოლი. 1978 და 1981 წლებში, რამაზ შენგელია საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 1981 წელს, 23 გატანილი გოლით ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

1981 წელსვე, "ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთის" ყოველწლიურ გამოკითხვაში, შენგელია საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-7 ადგილზე გავიდა.

რამაზ შენგელია სამართლიანად ითვლებოდა თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. მას არაერთი გამორჩეული თვისება ჰქონდა - გოლის საოცარი ალღო, საჭირო მომენტში შესაფერის ადგილზე ყოფნის უნარი... როგორც მისი თანამედროვენი ამბობენ, შენგელიას თამაშმა, მისმა განუმეორებელმა სტილმა გარკვეულწილად შეცვალა და გააფართოვა საგოლე მომენტებზე ტრადიციული შეხედულებები.

რამაზ შენგელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული საფეხბურთო ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს რამაზ შენგელიას ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

სფფ-ის პრესსამსახური

j
gmertma acxonos
david67
უჰ, გული დამეწვა. რამდენი სიამოვნება მოუნიჭებია რამაზს ხალხისთვის, საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ძალიან სამწუხაროა.თანაც ასეთი ახალგაზრდა.
nikoloz
უსამძიმრებ პირველ რიგში ოჯახს და სრულიად საქართველოს.
zura
დიდი კაცი იყო,დიდი ადამიანი,საქართველოს ვუსამძიმრებ:((
ვანო ნადირაძე
გული დამწყდა ძალიან! ღმერთმა გაანათლოს მისი სული... :((((
ჯონი
გვიყვარდი და გვეყვარები, როგორც ადამიანი და უდიდესი ფეხბურთელი.
NODO
გაანათლოს მისი სულმი ღმეთმა;;; დიდი ფეხბურთელი იყო და ამასთანავე დიდი ქართველიიი!!!!
maxo
რამაზი იყო საუკეთესო თავდამსხმელი იმ დროს,რომელსაც შეიძენდა ევროპის ყველა საუკეთესო გუნდი,რომ ყოფილიკო მაგის ნება საბჭოთა კავშირში.ღმერთმა აცხონოს მისი სული.
geno
ღმერთმა გაანათლოს თქვენი სული ბატონო რამაზ. თქვენი თამაში არ მახსოვს 22 წლის ვარ, მაგრამ გამიგია და მინახავს ტელევიზორში. ძალიან დამწყდა გული, ცრემლები წამომივიდა. პატივისცემით
მალხაზ ბოლქვაძე
ერთერთი საუკეთესო ქართველი... ბედნიერება იყო თბილისის "დინამო" 1977-82 და რამაზი მშვენება მისი...
მერაბი
რა მოულოდნელი და სამწუხარო ცნობაა.ძალიან,ძალიან მეწყინა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს რამაზ შენგელიას სული. უდიდესი სამძიმარი მის ახლობლებსა და ნათესავებს.
koki
წუხელ,წეროვანში აგარაკზე,ტრომბით გარდაიცვალა.
zako
ღმერთმა აცხონოს. რა მოუვიდა ასე უეცრად. გთხოვთ დაწეროთ გარდაიცვალების მიზეზი, როდის და სად იქნება პანაშვიდები.
sano
დაწერეთ როდისაა ბატონი რამაზის გასვენება,ან თუ მოხდება პანაშვიდი დინამოს სტადიონზე
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება