ხოსე რობერტო გიმარაეში, იგივე ზე რობერტო, ის უიშვიათესი მწვრთნელია, რომელმაც გუნდს სამი ოლიმპიადა მოაგებინა
ხოსე რობერტო გიმარაეში, იგივე ზე რობერტო, ის უიშვიათესი მწვრთნელია, რომელმაც გუნდს სამი ოლიმპიადა მოაგებინა.

მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიის კაცთა ნაკრებმა 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა, 2008 და 2012 წლებში კი ქალებს მოაგებინა, შესაბამისად, პეკინსა და ლონდონში. ეს უნიკალური მიღწევაა.

"ის უდიდესი მწვრთნელია, მე ვიტყოდი, რომ მსგავსი ფენომენალური მიღწევა არავის აქვს. უნიჭიერესი და უჭკვიანესი სპეციალისტია" - აღფრთოვანებას ვერ მალავდა თავისი დამრიგებლით ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფრენბურთელი ფერნანდა ფერეირა.

სამხრეთამერიკელებმა ლონდონის ოლიმპიადის ფინალში პატარა გმირობა ჩაიდინეს. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან პირველ სეტში სამარცხვინოდ წაგების (11:25) შემდეგ მხოლოდ გამოუსწორებელ ოპტიმისტს თუ ექნებოდა იმის იმედი, რომ ბრაზილიელები მატჩის სადავეებს ხელში აიღებდნენ და ამერიკელებს უშასოდ დატოვებდნენ.

მეორე სეტი ახალი დაწყებული იყო, როცა ზე რობერტომ წუთშესვენება მოითხოვა. ძნელი სათქმელია, რას ეუბნებოდა ის თავის შეგირდებს, თუმცა გარკვევით გავიგონე, რომ ტაისა ორჯერ ახსენა. ეს ფრენბურთელი ბრაზილიელთა შორის ყველაზე მაღალია და წესით, გუნდის ლიდერობაც უნდა ეტვირთა.

მოხდა პირიქით, ტაისა ყველაზე პასიური იყო. სამაგიეროდ, საგრძნობლად გააქტიურდნენ შეილა კასტრო, ჟაკლინ კარვალო, ფერნანდა გარაი და ფაბიანა ოლივეირა.

ამერიკელებს დაბნეულობა დაეტყოთ, ვეღარ ხვდებოდნენ, რომელი ბრაზილიელი დაასრულებდა შეტევას.

ამასთან, ზე რობერტოს შეგირდებმა ბლოკზეც გააძლიერეს თამაში და მეტოქეს ყველა უპირატესობა გააუვნებელყვეს. შედეგმაც არ დააყოვნა. ბრაზილიის ნაკრებმა ზედიზედ სამი სეტი დამაჯერებლად მოიგო 25:17, 25:20, 25:17 და ჩემპიონობა დამსახურებულად იზეიმა.

ზე რობერტო, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "შესანიშნავი გრძნობაა, საოცარია. შარშან ამერიკელებთან ყველა მატჩი წავაგეთ. ფინალის წინ ფავორიტები სწორედ ისინი იყვნენ, მაგრამ ჩემმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანეთ.

ბრაზილიაში ფეხბურთი სპორტის სახეობა არ არის - ის რელიგიაა. ასე რომ, ფრენბურთი ჩვენს ქვეყანაში სპორტის ნომერ პირველი სახეობაა. სამწუხაროა, რომ ფეხბურთელებმა მექსიკასთან წააგეს, თუმცა ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვებით ქომაგები მაინც გავახარეთ".

საინტერესო ბრძოლა გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩშიც, სადაც ბრინჯაოს მედალში ერთმანეთს აზიელები - იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები ეცილებოდნენ. კორეელთა ლიდერის, ტურნირის საუკეთესო ფრენბურთელის, კიმ იონ კუნგის გარჯამ შედეგი არ გამოიღო და სამ სეტში გამარჯვება იაპონის ეროვნულ გუნდს დარჩა - 25:22, 26:24, 25:21.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ზე რობერტოს ისევ კაცთა ნაკრებში დაბრუნება მოუწევს. ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ მეორედ გაუშვა ხელიდან ოქროს მედლის მოპოვების შანსი. ოთხი წლის წინათ, პეკინში სამხრეთამერიკელებმა აშშ-ის ნაკრებთან წააგეს.

ამჯერად ამერიკელები ნახევარფინალშიც ვერ გავიდნენ და თითქოს ბრაზილიელებს წინ ვეღარავინ უნდა დადგომოდათ.

ფინალური მატჩი რუსეთის ნაკრებთან მათ შესანიშნავად დაიწყეს და ორი სეტი ისე მოიგეს, მეტოქეს წარმატების მიღწევის იოტისოდენა შანსი არ ჰქონია - 25:19, 25:20.

ამის მერე ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა და რუსების გუნდმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გმირობა ჩაიდინა. მესამე სეტი ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა და როდესაც ანგარიში 25 ქულას გადასცდა, უკეთ სწორედ რუსები გაისარჯნენ და სეტებში ანგარიში ერთ ქულამდე შეამცირეს - 29:27.

სწორედ ამ მომენტში მოხდა გარდატეხა. რუსებმა ირწმუნეს, რომ მრისხანე მეტოქის დამარცხება შესაძლებელია. ბრაზილიელები კი პირიქით, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ითრგუნებოდნენ.

მეოთხე სეტი რუსებმა უკვე დამაჯერებლად მოიგეს 25:22 და გადამწყვეტ ტაიბრეიკზე შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს - 15:9. ყველაზე შედეგიანი დიმიტრი მუსერსკი იყო 31 ქულით.

ბრინჯაოს მედალი იტალიის ნაკრების წილხვედრი გახდა. ოთხი წლის წინათ, პეკინში მათ მესამე ადგილისთვის ბრძოლა ამჟამინდელ ჩემპიონებთან, რუსეთის გუნდთან დათმეს. ამჯერად კი ბულგარელებს ოთხ სეტში მოუგეს - 25:19, 23:25, 25:22, 25:20.

ქალები

მე-3 ადგილისთვის

იაპონია-ს. კორეა 3-0 (25:22, 26:24, 25:21)

ფინალი

ბრაზილია-აშშ 3-1 (11:25, 25:17, 25:20, 25:17)

კაცები

მე-3 ადგილისთვის

ბულგარეთი-იტალია 1-3 (19:25, 25:23, 22:25, 20:25)

ფინალი

რუსეთი-ბრაზილია 3-2 (19:25, 20:25, 29:27, 25:22, 15:9)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად