მოდით, ერთად გადავხედოთ სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სპორტის ამ სახეობაზე
ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელსაც მილიონობით ქომაგი ჰყავს.

მრგვალი ბურთის ოსტატებმა ამ თამაშით ჩვენი საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი "დააავადეს" - დაწყებული უბრალო მუშიდან, დამთავრებული მსოფლიოში აღიარებული გენიოსებით.

მოდით, ერთად გადავხედოთ სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სპორტის ამ სახეობაზე. ზოგი მათგანი საინტერესოა, ზოგი სასაცილო, ზოგიც კი ორივე ერთად...

დავიწყოთ ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელით: ალან შირერმა ერთხელ, აი, ასეთი ფილოსოფიური ფრაზა წარმოთქვა: "წარუმატებლად მოემზადეთ? - მოემზადეთ წარუმატებლობისთვის". ვერაფერს იტყვი, სიტყვების მშვენიერი თამაშია.

ფეხბურთი ინტელექტუალებსაც უყვარდათ. მაგალითად, ჟან პოლ სარტრმა ერთხელ იხუმრა: "ფეხბურთში ყველაფერი მოწინააღმდეგე გუნდის არსებობს გამო არის გართულებული".

ოსკარ უაილდი: "ფეხბურთი კარგი თამაშია უხეში გოგონებისთვის, მაგრამ არა დელიკატური ბიჭებისთვის" - უაილდი თავის სტიქიაში იყო.

"მექანიკური ფორთოხლის" ავტორი ენტონი ბერჯისი ფეხბურთზე აი, ასე იყო შეყვარებული: "როგორც ბიბლიაში წერია: ხუთი დღე სამუშაოსთვისაა, მეშვიდე ღმერთის, აი, მეექვსე დღე კი ფეხბურთისთვის არის".

ურუგვაელმა ჟურნალისტმა ედუარგო გალეანომ საკმაოდ საინტერესო თეზისი ჩამოაყალიბა: "ცხოვრების განმავლობაში კაცმა შეიძლება შეიცვალოს ცოლი, პოლიტიკური პარტია ან რელიგია, მაგრამ ის ვერასდროს შეიცვლის საყვარელ საფეხბურთო გუნდს".

ალბერ კამიუსთვის კი ფეხბურთი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა: "ყველაფერი, რაც მე ადამიანის მორალურობასა და პასუხისმგებლობაზე ვიცი, ფეხბურთიდან ვისწავლე".

"1984"-ის და "ცხოველთა ფერმის" ავტორი ჯორჯ ორუელი კი სანაკრებო ფეხბურთს სხვა ჭრილში განიხილავდა: "საერთაშორისო (სანაკრებო) ფეხბურთი ომის გაგრძელებაა, უბრალოდ, სხვა საშუალებებით".

საფეხბურთო სამყაროში, ენამახვილობაში ცოტა ვინმე თუ გაეჯიბრებოდა ბილ შენკლის. ლეგენდარული "ლივერპულის" ლეგენდარულ მწვრთნელს "ევერტონის" დაცინვა უყვარდა: "როდესაც საქმე არ მაქვს, ჩემპიონატის ცხრილის ბოლოში ვიყურები, რომ ვნახო, "ევერტონი" რას შვრება".

"ამ ქალაქს ორი დიდი გუნდი ჰყავს: "ლივერპული" და "ლივერპულის" რეზერვები" - ესეც ბილ შენკლის ნათქვამია.

ისევ შენკლი: "ზოგი ამბობს, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია... რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანია".

"ლივერპულის" ლეგენდაზე არანაკლებ "ხუმარა", კიდევ ერთი ლეგენდა, ჯორჯ ბესტი იყო. მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" 7-იანი ალკოჰოლურ სასმელებთან "მეგობრობდა", რაც მას საბოლოოდ მძიმედ დაუჯდა, თუმცა სანამ ცოცხალი იყო, ჯორჯი ამ საკითხზე მუდამ ხუმრობდა: "1969 წელს მე ქალებს და ალკოჰოლს თავი დავანებე... ეს იყო ყველაზე საშინელი 20 წუთი ჩემს ცხოვრებაში".

"მე მხოლოდ მაშინ არ ვსვამ, როდესაც მძინავს"- ესეც ჯორჯ ბესტის კიდევ ერთი ნათქვამი.

ალკოჰოლის თემის გარდა, ბესტი სხვა საკითხებზეც ხუმრობდა. აი, მაგალითად: "ერთხელ მე ვუთხარი "გაზას" (პოლ გასკონი), რომ მისი IQ იმაზე დაბალი იყო, ვიდრე მისი ნომერი მაისურზე, მან კი მკითხა: "რა არის IQ?"

"იუნაიტედის" კიდევ ერთი ლეგენდარული 7-იანი ბესტზე: "სამოთხეში, პირველივე ვარჯიშის დროს, ჯორჯ ბესტმა თავის მარჯვენა ფლანგზე თავბრუ დაახვია ღმერთს, რომელიც მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ძალიან მინდა, რომ მან საკუთარ გუნდში ჩემთვის ერთი ადგილი შეინახოს... ბესტმა, რა თქმა უნდა და არა ღმერთმა". ვერ მიხვდით, ამას ვინ იტყოდა?

აი, მისი მეორე გამოთქმაც: "საუკეთესო მომენტი ჩემს კარიერაში? ეგეთი ბევრი მქონდა, მაგრამ ყველაზე უკეთ მაინც ის დღე მახსენდება, როდესაც იმ ტიპს ტრიბუნაზე წიხლი ჩავარტყი". მგონი, გასაგებია, ვინც არის და რა ინციდენტზეც საუბრობს.

თუ მაინც ვერ მიხვდით, გეტყვით, რომ ეს ერიკ კანტონა გახლავთ და "უიმბლდონის" ქომაგისთვის წიხლის ჩარტყმაზე საუბრობს, რომლის შემდეგაც ფრანგმა 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ისე, სხვათა შორის, კანტონა ჯერ კიდევ 19 წლის იყო, როდესაც საფრანგეთში თამაშის დროს, მატჩის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის ერთბაშად 7 ფეხბურთელს საჩხუბრად ეცა - ამ შვიდიდან 3 საავადმყოფოში მოხვდა, ოთხმა კი გაქცევა მოასწრო.

იოჰან კრუიფს იტალიელების სათამაშო სტილი არ უყვარს, რაც მის ამ ნათქვამშიც ჩანს: "იტალიელები ვერ მოგიგებენ, მაგრამ შენ შეიძლება წააგო მათთან".

"ბარსელონას" ყოფილ ფორვარდ ხრისტო სტოიჩკოვს კი მადრიდის "რეალის" ატანა არ ჰქონდა: "მადრიდის "რეალის" გაგონებაზეც კი ღებინება მინდება".

"რეალი" და "ბარსა" ვახსენეთ და ორივეში ნათამაშები რონალდო რომ არ გავიხსენოთ, არაფრით შეიძლება, მით უმეტეს, რომ მან ერთხელ ლეგენდარული ფრაზე წარმოთქვა. დაუკვირდით, რამხელა აზრი დევს მის ამ ნათქვამში. მაშ ასე, რონალდო: "ჩვენ წავაგეთ იმიტომ, რომ ვერ მოვიგეთ"...

არიგო საკი რონალდოზე გაცილებით ჭკვიანი რომ არის, მის შემდეგ ნათქვამშიც ჩანს. მოგეხსენებათ, არიგო წარუმატებელი ფეხბურთელი იყო და ამას მუდამ ახსენებდნენ, რაზეც გენიალურმა მწვრთნელმა შემდეგი უპასუხა: "აუცილებელი არ არის კარგი ცხენი იყო, კარგი ჟოკეი რომ გახდე".

და ბოლოს, ალბათ საუკეთესო ფრაზა, რომელიც ოდესმე წარმოთქმულა გლაზგოს დერბის დასახასიათებლად: "ათეისტის გლაზგოური დეფინიცია: ტიპი, რომელიც მიდის "რეინჯერსი"-"სელტიკის" თამაშზე, იმისთვის, რომ უყუროს ფეხბურთს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიგი
ნელ-ნელა მივეჩვიე და მშვენიერი დიზაინია, არ შეცვალოთ.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ფეხბურთის წესებში ცვლილებები ძალაში შევიდა - რა იცვლება ფეხბურთში?
გასაოცარი საფეხბურთო სამყარო გრენლანდიაში [PHOTO]
კარგი ამბავი მსოფლიო ფეხბურთისთვის - ჩინეთში ხელფასების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრეს
მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენას მთების გადადგმა შეუძლია - წინასამატჩო მოთელვა
კურიოზი - გულშემატკივრის გატანილ გოლს ვერავინ მიხვდა [VIDEO]
პირველად 1981 წლის შემდეგ - ირანში ქალებს მატჩზე დასწრების უფლება მისცეს [PHOTO]
ჩინური "ოლ სტარი", რომლის ნახვა აუცილებლად ღირს [VIDEO]