22 ნოემბერს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა
22 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

არჩევნებში ხმის მიცემის მქონე 22 დელეგატიდან 20 გამოცხადდა და ხელბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩია.

არჩევნებს დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე თამაზ თევზაძე, ვინც დამსწრე დელეგატებს და ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და ახალი პრეზიდენტის არჩევამდე დარბაზი დატოვეს.

21 ნოემბრამდე ფედერაციის პერეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოდა - ვახტანგ მეიფარიანი, ზურაბ კაკაბაძე და ზაზა კალანდაძე, თუმცა არჩევნების წინა დღეს ორმა კანდიდატმა - ვახტანგ მეიფარიანმა და ზაზა კალანდაძემ კანდიდატურა მოხსნა, პრეზიდენტობის დარჩენილ კანდიდატს ზურაბ კაკაბაძეს კი 20 დელეგატიდან მხარი 19-მა დაუჭირა.

არჩეულმა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტებად იმედო ფხაკაძის, ვახტანგ მეიფარიანის და ელიზბარ არსენაშვილის დამტკიცება ითხოვა, რაზეც დელეგატებისგან მხარდაჭერა მიიღო.

დამტკიცებულ იქნა ახალი გენერალური მდივანიც - ეს თანამდებობა ქეთევან კობერიძემ დაიკავა.

ასევე, ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად დამტკიცდა ჯემალ ცერცავაძე და აღმასკომის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ლაშა სალუქვაძე, რომელიც ძირითადად მედიასთან ურთიერთობის კუთხით იმუშავებს.

აირჩიეს 20 დეკემბერს ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე წარსადგენი კანდიდატიც - ხელბურთის ფედერაციის სახელით არჩევნებს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე გააკეთებს.

msy.gov.ge

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
"ლიონი" აპელაციას შეიტანს - რომელმა კლუბმა შეიძლება დაიკავოს ლიგა 1-ში მისი ადგილი
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
ოფიციალურად - მიქაუტაძის "ლიონი" ლიგა 2-ში დააქვეითეს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ხელშეუხებელია - პსჟ-ს ბარკოლა არ ეთმობა
"კოპენჰაგენმა" გოჩოლეიშვილის ნაცვლად პსჟ-ს ფეხბურთელი დაიმატა
დონარუმა: უნდა დავამარცხოთ - მესის ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები აშშ-ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს