დავით ქლიბაძე: "ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ კახი ასათიანის მკვლელობის საქმის გამოძიებით თუ არ დაინტერესდებოდნენ, მართლაც არ მეგონა"
ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ კახი ასათიანის მკვლელობის საქმის გამოძიებით თუ არ დაინტერესდებოდნენ, მართლაც არ მეგონა. თანაც სად - საქართველოში?.. ფეხბურთით და გამორჩეული ფეხბურთელების პატივისცემით და სიყვარულით თავს ყოველთვის რომ იწონებდნენ.

თუმცა, ათი წლის წინ ყვავილების ქვეყანა რევოლუციისათვის ემზადებოდა, მერე კი მონაპოვრის შესანარჩუნებლად იბრძოდა... კახი ასათიანის სახელს კი მაინც არაფერი დაჰკლებია!

მის გამოჩენას დიდ ფეხბურთში მოუთმენლად მოელოდნენ თბილისელი გულშემატკივრები, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტელევიზიამ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო 60-იანი წლების ნორჩი დინამოელის იმ თაობაზე, რომელშიც კახი ასათიანი და მერაბ გიგინეიშვილი გამოირჩეოდნენ.

ჩვენი "დინამოს" ტრადიციულად ყველაზე უხერხული მეტოქე მოსკოვის "დინამო" იყო და როცა 1966 წლის ჩემპიონატის მატჩის პირველივე წუთებში დაშავებული თანაგუნდელის ნაცვლად შემოსულმა კახი ასათიანმა გოლი გაიტანა და ის შეხვედრა 2:0 მოვიგეთ, დებიუტანტზე უკვე მთელი საქართველო ალაპარაკდა.

უფროსმა პარტნიორებმა, განსაკუთრებით კი, შოთა იამანიძემ და მიხეილ მესხმა, მაშინვე დააფასეს ტალანტი - დახვეწილი ტექნიკა, ზუსტი, დროული, მრავალფეროვანი პასი, კომბინაციური თამაშის იშვიათი ალღო და კახი ასათიანს არც გასჭირვებია ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება, რასაც ძალიან მალე საკავშირო მასშტაბით აღიარება მოჰყვა.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ ქართველ ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირებში უთამაშიათ - კახი ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო და სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა...

ამ ათეული წლების განმავლობაში მე არაერთხელ შევეცადე, ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა პიროვნებისადმი, რომელიც დიდი ფეხბურთელი და სპორტული მოღვაწე, ღირსეული ქართველი გახლდათ. სწორედ ამიტომ აღარ გავიმეორებ მრავალჯერ ნათქვამს, თუმცა მაინც შეგახსენებთ: ვინც არა ჰგავს კახაბერსა... და მათი რაოდენობის დაზუსტებას თქვენ მოგანდობთ...

დავით ქლიბაძე

www.gff.ge

vep1963
ბატონო დავით რაოდენ მიმძიმს ამის თქმა მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ სწორედ რომ ღირსეული ქართველების ბრალია საქართველოს ასეთი მდგომარეობა და მათ შორის სამწუხაროდ კახი ასათიანის სახელიცაა
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
თავადაც ხვდება, რომ უშანსოდაა - პიმბლეტის რეაქცია თოფურიას ნოკაუტზე [VIDEO]
[VIDEO] "ძველი მეგობრების" ნაკლებად გულთბილი შეხვედრა ოქტაგონზე
[VIDEO] ნოკაუტი პირველივე რაუნდში - თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია!
საკლუბო მუნდიალზე "ჩელსიმ" "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
რომელი პოზიციიდან შეუტევს "კვარა" მესის გუნდს და როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
Geo Team: არაბიძემ "ულსანი" დატოვა
პსჟ-ში რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს ერიდებიან - არჩევანის საფონოვსა და ზაბარნის შორის გაკეთება მოუწევთ
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი - იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!