5 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" მორიგი საკონტროლო მატჩი ითამაშა
5 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" მორიგი საკონტროლო მატჩი ითამაშა. ვალდას ივანაუსკასის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე რუსეთის პირველი ლიგის ბინადარი, ბელგოროდის "სალუტი" იყო. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

"დილას" სასტარტო შემადგენლობა: იკსტენსი, ალადაშვილი, თოთაძე, კვახაძე, ჯიშკარიანი, გვალია, მაისურაძე, არზიანი, კახელიშვილი, ლეონარდო, ჟუნიორი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: აბურჯანია, მოდებაძე, ილურიძე, ლობე და არაბული.

როგორც "დილას" ვებგვერდი იუწყება, პირველ ტაიმში გიორგი კახელიშვილის შორეული დარტყმა ძელმა აისხლიტა, დამატებაზე კი ლეონარდომ ვერ გაისწორა მიზანი.

რუსები 54-ე წუთზე დაწინაურდნენ, კახელიშვილმა კი ანგარიში 70-ე წუთზე გაათანაბრა.

"სალუტი" ჩვიდმეტგუნდა პირველ ლიგაში მე-15 ადგილზეა, თუმცა რუსეთის რანგით მეორე დივიზიონი ურიგო ლიგა არ უნდა იყოს, იქ ხომ ბევრი ისეთი ფეხბურთელია, პრემიერლიგაში რომ აქვს ნათამაშები.

ორი ფრე, ერთი მოგება - ამ დროისთვის ასეთია "დილას" მონაგარი თურქულ შეკრებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე-20 ტური დაიწყო: ორი მატჩი, ორი ფრე
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
ოფიციალურად - შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
"ჩელსიმ" მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა
კონფლიქტი ამოწურულია - ტერ შტეგენი დათმობაზე წავიდა და კაპიტნის სამკლაური დაუბრუნეს
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
შევალიე უკვე პარიზშია - სად მიდის დონარუმა?
ქოჩორაშვილი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - "სპორტინგმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
L'Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ - "სენტ-ეტიენმა" მათ კარი გამოუკეტა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
საქმე სერიოზულადაა - "რეალი" პსჟ-ს შემტევის გამოსყიდვას გეგმავს
პსჟ-ს ტრანსფერი 67 მილიონი დაუჯდება და ახალწვეულს უდინეში წარადგენს
ჩაკვეტაძე "უოტფორდს" პირველ ტურში ვერ დაეხმარება
მამაცაშვილმა შვედეთში გუნდი შეიცვალა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
გირასიმ "ალ-ჰილალში" გადასვლაზე და მაღალ ხელფასზე უარი განაცხადა
UEFA-მ რუსულ კლუბებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 10 მილიონ ევროზე მეტი ჩაურიცხა