საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური. VII-XII ადგილები
მატჩი იმ ტელესერიალებს წააგავდა, რომლებიც მაყურებელს საინტერესოს არაფერს სთავაზობს და მხოლოდ სერიების დასასრულს აქვს ცოტათი დაძაბული ფონი.

ასე იყო "ფაზისზეც" - თუ არ ჩავთვლით ტაიმების მიწურულს ცოტათი გამოცოცხლებას, მაყურებელს აშკარად მოსაწყენად ჰქონდა საქმე.

არადა, ბოლო ტურებში ზედიზედ მოგებული თამაშების გამო მატჩს ინტრიგა ნამდვილად არ აკლდა: პირველ ეტაპზე მოუგებელმა ფოთელებმა ზედიზედ ორჯერ იმარჯვეს, ხოლო ბათუმელებმა სულაც სამივე მოიგეს.

ერთმა თეორიული შანსი მიიღო, ხოლო მეორემ რეალური - გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად. შესაბამისად, ორივეს მოგება სჭირდებოდა ამ შანსების გასამტკიცებლად.

თავიდანვე ეტყობოდათ სტუმრებს, რომ აქცენტს სწრაფ გოლზე გადაიტანდნენ, თუმცა პირველი ხიფათისმაგვარი მათ მხოლოდ ტაიმის შუაში შექმნეს, როცა სანდრო გურულის მახვილგონივრული გადაცემა კარენ მაკარიანმა საგოლედ ვერ "ჩაკეტა".

აქამდეც და შემდეგაც ტაიმის ბოლომდე მასპინძლებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ და ერთხელაც ვერ დაემუქრნენ სტუმართა კარს.

თითქოს ტაიმი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, რადგან ბოლოსკენ არც ერთი გუნდი აღარ აქტიურობდა, მაგრამ კოლხთა მორიგი უხეირო შეტევის შემდეგ ალეკო კოშკაძემ კარგად მოძებნა ბესიკ ჩიმაკაძე, რომელმაც თამაშგარეს შექმნისას მცველებს შეცდომა დააშვებინა და მიხეილ ხარშილაძესთან პირისპირ შეყრილმა ტაიმის მანძილზე მიღებული ერთადერთი შანსი გოლად აქცია, 1:0.

კოლხთა გამოცდილმა დამრიგებელმა შეცვლებით სცადა თავისი გუნდის თამაშის გამოსწორება და გაუმართლა კიდეც - შეცვლაზე შესულმა გიორგი ბუხაიძემ კარგად ისარგებლა სტუმარი მცველების შეცდომით და ირაკლი მოისწრაფეშვილის მიერ მოწოდებული კუთხური ბადეში გაახვია.

ამის შემდეგ ფოთელთა ლეგიონერ როსინის დარტყმული ხიფათად რიკოშეტმა აქცია, თუმცა ბათუმელთა სასიხარულოდ, ბურთი ბადეს ზემოდან დაეცა. საპასუხო შეტევისას კი უკვე გურულის დარტყმული წავიდა რიკოშეტით და ამჯერად ბურთი "კოლხეთის" კარს გვერდიდან მოხვდა.

ეს იყო და ეს. ტაიმის ბოლოსკენ ბათუმელები კი გააქტიურდნენ, მაგრამ აქედან შედეგი ვერ ნახეს. ამ დროისთვის მასპინძლები 10 მოთამაშით იყვნენ მოედანზე, რადგან შეცვლაზე შესულმა ლევან გულუამ 3 წუთში აბდულა ბასლეჰლოს (სირიელმა არბიტრმა შეხვედრა თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა) ორი ყვითელი ბარათი "დასტყუა" - პირველ შემთხვევაში მეტოქის საჯარიმოში ხელით თამაშისთვის, როცა ფოთელებს მეტისმეტად სახიფათო ეპიზოდის შექმნა შეეძლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
მიქაუტაძის "ლიონი" ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის შვილს იმატებს
საქართველოს U16 ნაკრებმა ლატვიაში უკრაინა 95:80 დაამარცხა
"მინდა თოფურიაზე შური ვიძიო" - მაქს ჰოლოუეი
დავით ნოზაძემ და ჯაბა ბაქრაძემ ფიბა-ს FECC-ის სამწვრთნელო პროგრამის სერტიფიკატები მიიღეს
"სპორტინგი" დიოკერეშის შემცვლელს ესპანეთის ჩემპიონატიდან იმატებს
"სრული უაზრობაა, მის განცხადებას არ ვეთანხმები" - მაჰრეზი რონალდოს მოსაზრებაზე
"ერთად ვთამაშობთ, ერთად ვანათებთ!" - სკოპიე 2025 დაიწყო
განშორება ახლოვდება - "გალათასარაი" ოსიმენს "ნაპოლისგან" გამოისყიდის
U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა
Record: ქოჩორაშვილი ბუნებით ლიდერია და ყველა გააკვირვა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
მადრიდის "რეალს" ახალი კაპიტანი ჰყავს
სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
"ნაპოლიში" სწორედ ამიტომ გადმოვედი" - დე ბრუინმა ჟურნალისტებთან თავის არჩევანზე ისაუბრა