ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი ედიშერაშვილი: ალბათ, მე უფრო მინდოდა ფინალის მოგება...

გიორგი ედიშერაშვილი: ალბათ, მე უფრო მინდოდა ფინალის მოგება...

ევროპის ჩემპიონატზე გიორგის ოქრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩვენი ნაკრებისთვის
წლევანდელი სეზონი გიორგი ედიშერაშვილისთვის (55) უჩვეულოდ კარგად დაიწყო - მარტის ბოლოს თბილისში ევროპის ჩემპიონი გახდა, რითაც ეროვნულ ნაკრებში საკუთარი ანგარიში გახსნა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში უმჩატეს წონაში ბოლო წლებში ყოველთვის გვქონდა წარმატებები და სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდება. არადა, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ზედა წონაში გადასვლის შემდეგ აქ ვაკუუმის გაჩენის საშიშროება იყო.

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და ედიშერაშვილმა დაგვაჯერა, ლიდერობას მომავალშიც გასწევს. ამის იმედს ათლეტის ჭიდაობის ხარისხი, ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებელი გამოსვლა გვაძლევს.

მისი ჭიდაობა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რადგან მართლაც მაღალ დონეზე იასპარეზა. როგორი საქმეა - მას ნაკრებში უმთავრეს შეჯიბრებაზე მედალიც არ ჰქონდა მოპოვებული, პირდაპირ ოქროთი დაიწყო.

გთავაზობთ ინტერვიუს ევროპის ახალ ჩემპიონთან.

- როგორი შეგრძნებაა ევროპის ჩემპიონობა, რა შეცვალა ამ წარმატებამ?

- ცხოვრება ისევ ისეთია. უბრალოდ, ახლა ორიენტირი უფრო მეტ შედეგზეა აღებული. ცხადია, გაიზარდა საკუთარი ძალების რწმენა, ხალხის, საზოგადოების დამოკიდებულება სხვანაირი გახდა, მაგრამ ცხოვრებისეულად ჩემში არაფერი შეცვლილა.

- ევროპის ჩემპიონატამდე რას გეგმავდით, იყო ამხელა წარმატების მოლოდინი თუ უფრო ნაკლებ შედეგზე ფიქრობდით?

- იგეგმებოდა გამარჯვება. არ ვფიქრობდი, რომ რომელიმე შეხვედრა უნდა წამეგო. განწყობაც სათანადო იყო და ღვთის წყალობით, მოვიგე კიდეც.

- შარშანაც თითქმის ყველა ტურნირზე მედალოსანი გახდით, მაგრამ ჩემპიონობამდე ყოველთვის გაკლდებოდათ ცოტა რაღაც. რა შეიცვალა ბოლო ერთ წელიწადში, რამაც ასეთი შედეგი მოიტანა?

- ვფიქრობ, უფრო მეტი მონდომების ხარჯზე და თან დავიჯერე, რომ გამარჯვება შემიძლია, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შესაძლებელია.

მანამდე ამას ვერ ვავლენდი ბოლომდე - ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. თან ძლიერი კონკურენტიც მყავდა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ეს ყველაფერი ერთად აღებული მოქმედებდა შედეგზე, მაინც მეორე ნომერი ვიყავი. ბოლო თვეებში შეიცვალა ვარჯიშები, სტილი, მონდომება, განწყობა და კარგად მიდის ყველაფერი.

- ანუ, გამოდის, რომ ხინჩეგაშვილის ახალ წონაში გადასვლამ მოგცათ სტიმული, რადგან ნაკრების კარი გაგეხსნათ?

- შეიძლება, მთლად ასეც არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, როგორი განწყობითაც ახლა მოვემზადე, როგორი შემართებაც ახლა მქონდა, ადრე არასოდეს ყოფილა. ვფიქრობ, ეს გახდა ჩემი მარცხის მიზეზი თუნდაც იმავე საქართველოს პირველობებზე. წლეულს ყველაფერი სხვანაირად იყო.

- ევროპის პირველობიდან რომელ შეხვედრას გამოარჩევ?

- ცხადია - ფინალს. ბელარუსი ვლადისლავ ანდრეევი თავიდანვე უმთავრეს კონკურენტად მიმაჩნდა და საბედნიეროდ, ფინალამდე ავცდით ერთმანეთს. მასთან ადრე ვარ ნაჭიდავები და მაშინ მომიგო. ეს იყო ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე, ოღონდ იმ დროს რუსეთის სახელით გამოდიოდა.

- ალბათ, მასთან შესახვედრად განსაკუთრებული გეგმით ემზადებოდით და ფინალშიც საგანგებო დავალებით გახვიდოდით.

- განსაკუთრებული გეგმა და დავალება არ მქონია. განწყობილი ვიყავი საბრძოლველად და რაც შემეძლო, ის შემესრულებინა. დავალება ეს იყო - მთელი შემართება ჩამედო შეხვედრაში.

- ცალკეულ კონკურენტებზე თუ გქონდათ ნამუშევარი?

- კი. აზერბაიჯანელი იაშარ ალიევი და რუსი არტემ გებეკოვი ვიცოდი, ვინც იყვნენ - ტურნირებზე ორივეს შევხვდი და მოვუგე. თუმცა ძლიერები არიან. თან ორივე ჩემს ჯგუფში მოხვდა, მაგრამ უკვე ვიცოდი, მათთან როგორ სტილში უნდა მეჭიდავა. აი, ბელარუსს კი დიდი ხანია არ შევხვედროდი და მის სტილს არ ვიცნობდი.

- როგორ მიგაჩნიათ, რის ხარჯზე მოიგეთ ფინალი?

- ალბათ, მე უფრო მინდოდა მოგება, ძალიან მოვიწადინე და ამის ხარჯზე გავიმარჯვე.

- ცხადია, მოგება მასაც ძალიან უნდოდა, რასაც თუნდაც ის პროტესტი ადასტურებს... თან, კარგი მომზადებაც გამოავლინეთ, როცა ერთი-ორჯერ კარგად ამოუძვერით მეტოქეს. მათ შორის - იმ საკამათო ეპიზოდშიც...

- ქულაც რომ დავკარგე, მაშინაც არ მიფიქრია წაგებაზე. იმ მომენტშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი.

- ბოლო ქულა საკამათო გახდა. თქვენი აზრით, ჰქონდა ანდრეევს პროტესტის საფუძველი?

- მაშინ ფეხი არ დამიდია ლეიბზე, პირველი ის დაეცა მუცელზე ზონის გარეთ და მერე - მე. მსაჯებმა გადაახვიეს და ნახეს ყველაფერი, ამიტომ არ შეცვალეს გადაწყვეტილება. მე რომ ფეხი მოკეცილი არ მქონოდა და დამედო ლეიბზე, ეკუთვნოდა ქულა. თან, გასვლისას მუხლებზეც იდგა. გასაგებია, რომ მოგება მასაც უნდოდა და განაწყენდა.

Video

გიორგი ედიშერაშვილმა საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა

- მოგილოცათ გამარჯვება?

- არა, არ მოსულა. როგორც გითხარით, ის რუსია და მაინცდამაინც კარგი დამოკიდებულება არ აქვს, თუმცა ჩემთვის სულ ერთია.

- წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც ბევრად დიდი კონკურენცია იქნება. იქ ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტებად?

- რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი ჯამალ ოთარსულთანოვი, ირანელი მსოფლიოს რამდენიმეგზის მედალოსანი ჰასან რაჰიმი, იაპონელი ოლიმპიური პრიზიორი შინიჩი იამოტო და ჩრდილოკორეელი ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი კიონგ იანგი. ამ ოთხეულს მივიჩნევ ყველაზე ძლიერებად, ამათ შემდეგ კი ბელარუსი და სხვები მოდიან. მაგალითად, ირანელმა მსოფლიოს თასზე ანდრეევს თავისუფლად მოუგო. თუმცა რაჰიმისთან მეც მიჭიდავია და ვაჯობე.

- მწვრთნელები რას ამბობენ, რაში გჭირდება გაძლიერება?

- მეუბნებიან, რომ არ უნდა მოვეშვა და რომ პირიქით - ახლა მჭირდება გაძლიერება, რადგან ჩემ წინააღმდეგ ყველა უფრო მობილიზებული გამოვა. ამიტომ უფრო მეტად უნდა მოინდომო, უფრო მობილიზებული იყო, მიღწეული რომ შეინარჩუნოო. თავის დროზე ისინიც სპორტსმენები იყვნენ და თავისი გამოცდილებით ასე მირჩევენ.

- ჭიდაობა რატომ აირჩიეთ, გქონდათ სხვა გატაცება?

- ფეხბურთი კი მიყვარს, მაგრამ არ მიცდია ვარჯიში. ჭიდაობაში შემთხვევით მოვხვდი - ვიცოდი, დარბაზი სადაც იყო და ერთ დღესაც მე და ჩემი მეგობარი მივედით. მაშინ 10 წლის ვიყავი და ლერი ძაგანიასთან აღმოვჩნდი. მის ხელში მოვიგე ჭაბუკებში ევროპის პირველობა. ძალიან კარგი მწვრთნელია, მეგობრული, ადამიანური პიროვნება, რომელიც კარგად გიხსნის ილეთებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ედიშერაშვილი: გამარჯვებას ქართველების ქომაგობით მივაღწიე

ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ედიშერაშვილის მოულოდნელი ოქრო

ჭიდაობა. საქართველოს ნაკრებები: წარმატება ხარვეზების ფონზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს

თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს

ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია

"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს

"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს

"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება

"გალათასარაიმ" მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ

"სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ კონტრაქტის ეს პუნქტი ვიცოდით" - "პარი ნიჟნი ნოვგოროდმა" "ორბის" უპასუხა

დავითაშვილს პრემიერ ლიგური ვარიანტი გამოუჩნდა - ზურიკო ცნობილ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს

როდის დაბრუნდება ალისონი და იქნება თუ არა მზად უახლოესი შეხვედრებისთვის - "ლივერპულის" მწვრთნელის პასუხი