კარლ ფროჩმა მიკელ კესლერი დაამარცხა
გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა მეორე საშუალო წონაში გაიმართა - ლონდონში IBF-ის ჩემპიონი, ბრიტანელი კარლ ფროჩი WBA-ს ტიტულის მფლობელს, დანიელ მიკელ კესლერს ხვდებოდა.

სამი წლის წინ ეს მოკრივეები Super Six-ის ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ მსაჯებმა უპირატესობა კესლერს მიანიჭეს. ახლა პირიქით მოხდა - სამივე არბიტრმა ფროჩის მხარე დაიჭირა, რაც სავსებით კანონზომიერი იყო.

ფროჩიც და კესლერიც გამოირჩევიან მოკრივეთა საერთო მასისგან - ისინი დადებითი მამაკაცის იმიჯს ფლობენ: ძლიერებიც არიან და ამასთან, არააგრესიულებიც. ერთხელ ფროჩს პრესკონფერენციაზე ზედმეტი მოუვიდა და ჟურნალისტებთან შემდეგ შეხვედრაზე მოიხადა ბოდიში. ეს ჟესტი ბევრ რამეზე მეტყველებს.

ბრძოლა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო (მათ ერთმანეთი სამი წლის წინ დაზვერეს). პირველ წუთებში კესლერი უფრო აქტიური ჩანდა, მაგრამ შემდეგ ფროჩმა მარცხენა გვერდითი და მარჯვენა პირდაპირი დარტყმა შეასრულა და ჩაახშო დანიელის აქტიურობა. ამის შემდეგ ბრიტანელი თავისი საფირმო ჯებით მოქმედებდა და ამის დახმარებით, მისთვის კომფორტული დისტანცია დააყენა.

მომდევნო ორ რაუნდშიც დაახლოებით იგივე ხდებოდა: ფროჩი ჯებით მუშაობდა და პერიოდულად დარტყმების სერიებსაც მიმართავდა. კესლერი პასუხობდა, თუმცა ნაკლებად და უხარისხოდ. ასე რომ, ბრძოლის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო.

მაგრამ დანიელმა მეოთხე რაუნდში მოიპოვა ინიციატივა და შემდეგ სამწუთეულში მარჯვენა პირდაპირი და მარცხენა გვერდითი დარტყმების კომბინაცია გამოუვიდა. ფროჩის ადგილას შედარებით სუსტი მეტოქე რომ ყოფილიყო, ბრძოლა დასრულებული იქნებოდა, მაგრამ ბრიტანელს წარბიც არ შეუხრია. იგივე კომბინაცია გაიმეორა დანიელმა მეექვსე რაუნდში, თუმცა ფროჩმა მოახერხა უფრო ხშირი და ზუსტი პასუხი.

მეშვიდე რაუნდში შეტევების მორიგი გაცვლა იყო - იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა რაუნდებში, თუმცა ფროჩი კვლავაც უფრო ძლიერი მოჩანდა. განსაკუთრებით გაუჭირდა კესლერს ბრიტანელის სამმაგი დარტყმის შემდეგ, თუმცა ფროჩის უპირატესობა არც ერთ მომენტში არ ყოფილა უდიდესი. იგივე სურათი ვიხილეთ მერვე რაუნდში. სამაგიეროდ, მეცხრეში კესლერმა აშკარად აჯობა მეტოქეს.

მეათე რაუნდში მასპინძელს მეორე სუნთქვა გაეხსნა. მართალია, კესლერმა უფრო აქტიურად დაიწყო, მაგრამ ფროჩმა ორივე ხელით შეტევა შეაგება, შემდეგ კი მარცხენა გვერდითმა დარტყმამ მიაღწია მიზანს, რასაც სერია და ინიციატივის დაბრუნება მოჰყვა.

მე-11 რაუნდში დანიელი ოდნავ უკეთესი იყო, მაგრამ იმ მომენტისთვის ჩანდა, რომ ფროჩი იგებდა შეხვედრას. ბოლო 3-წუთეულში ორმხრივი იერიშები ვნახეთ, წერტილი კი ფროჩმა დასვა კარგი სერიით, თუმცა კესლერმა აქაც გაუძლო.

როცა ბრიტანელი გამარჯვებულად გამოაცხადეს, კესლერი მას ტაშს უკრავდა. WBA-ს წესებით, ფროჩი, რომელიც ახლა ორ ტიტულს ფლობს, ამ ვერსიით სუპერჩემპიონად გამოცხადდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კრივის სამყაროში მეტოქეები დარიგებულია

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
სრული სიგიჟე - იამალის სანაცვლოდ წარმოუდგენელ თანხას იხდიან
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია