"ტორპედოს" ამიერიდან ჟერარდ სარაგოსა მულეტი და ალბერტო ბეროკალ კორეა გაწვრთნიან, რომლებმაც გასული სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" გაატარეს
"ტორპედოსა" და გია გეგუჩაძის გზები გაიყარა - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინათ გახდა ცნობილი. ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის კიდევ უფრო გაახალგაზრდავება გადაწყვიტა და ესპანელი მთავარი მწვრთნელი მოიწვია.

"ტორპედოს" ამიერიდან ჟერარდ სარაგოსა მულეტი და ალბერტო ბეროკალ კორეა გაწვრთნიან, რომლებმაც გასული სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" გაატარეს.

"ტორპედო" აქცენტს იმ ფეხბურთელებზე გააკეთებს, რომლებმაც შარშან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიაღწიეს. ფეხბურთელთა უმეტესობას იმერული კლუბი "ლოკომოტივიდან" დაიმატებს. კონტრაქტები ასევე გაუფორმდებათ გორის "დილასა" და საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს.

28 მაისს "ტორპედოს" სპონსორის, კომპანია "ვისოლის" ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წინაშე "ტორპედოს" პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე და გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარსდგნენ.

ლევან ფხაკაძე:

- უპირველესად, ჟურნალისტებს დიდ მადლობას გიხდით იმ ინტერესისა და დამოკიდებულებისთვის, რაც "ტორპედოს" მიმართ გაგაჩნიათ.

როგორც იცით, უკვე სამი წელიწადია, რაც ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ და ლეგენდარულ ქართულ კლუბზე ვზრუნავთ. მიგვაჩნია, რომ კლუბი ყოველწლიურად პროგრესირებს. შესაძლოა, გასულ სეზონში უფრო მეტი ამბიცია გვქონდა, მაგრამ ზედიზედ მეორედ საპრიზო სამეულში მოხვედრა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება წარმატებად მიგვაჩნია.

ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, როგორ უნდა გაგრძელებულიყო "ტორპედოს" განვითარების პროცესი და გუნდის კიდევ უფრო გაახალგაზრდავება დავისახეთ მიზნად. "ტორპედოს" მოთამაშეთა საშუალო ასაკი 22 წელი იქნება, რაც იდეალურ ასაკად მიგვაჩნია მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევისთვის.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას ესპანური სამწვრთნელო შტაბისა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი ჩვენი 17-წლამდელებით შევძლებთ. ამ თაობამ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. ამ ბიჭებს ნდობა და თანადგომა სჭირდებათ, მათი კარიერისთვის უმაღლეს ლიგაში თამაში აუცილებელია...

უახლოეს დღეებში კონტრაქტს გავუფორმებთ იმ გუნდის 12-13 ფეხბურთელს. ამავდროულად, "ტორპედოში" დარჩება იმ ფეხბურთელთა ნაწილი, რომლებიც გუნდის ღირსებას გასულ სეზონში იცავდნენ. იმედი გვაქვს, სასარგებლო და შედეგიანი შერწყმა გამოვა. მოკლედ, საკმაოდ ძირეულ ცვლილებებს ვახორციელებთ და მიგვაჩნია, რომ ეს სწორი გზაა.

ახალწვეულების პრეზენტაციას ორი კვირის ფარგლებში მოვაწყობთ. დასაკარგი დრო არ გვაქვს, შეკრება და ევროტურნირები კარსაა მომდგარი.

დიდ მადლობას გადავუხდი გია გეგუჩაძეს, რომელმაც "ტორპედოსთვის" ძალიან ბევრი რამ გააკეთა. იგი საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია და ძალიან ვაფასებთ მის მიერ გაწეულ შრომას. გიასთან ერთად, მადლიერებით ვემშვიდობებით მის ასისტენტებს, დავით ჯანელიძესა და გურამ ასპინძელაშვილს და სამომავლო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ.

- ევროთასებზე წარმატების რა შანსი გაქვთ?

- იქიდან გამომდინარე, რომ არაერთ ძველ ფეხბურთელს ვინარჩუნებთ, იმედი გვაქვს, რომ გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზი ევროპის ლიგაზეც მოგვიტანს შედეგს.

- ვასილ მაისურაძესთან ხომ არ აპირებთ თანამშრომლობას?

- მასთანაც და გიორგი დევდარიანთანაც კონსულტაციების სახით მჭიდრო კონტაქტი გვექნება, შემდგომში კი არაფერია გამორიცხული.

გია გეგუჩაძე:

- ჩემთვის დიდი პატივი იყო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართულ კლუბში მუშაობა. ჩემი და ჩემი სამწვრთნელო შტაბის სახელით მადლობას ვუხდი "ტორპედოს" ხელმძღვანელებს, ამის საშუალება რომ მოგვცეს.

ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი იყო, რამაც უდიდესი გამოცდილება შემძინა.

დიდი მადლობა "ტორპედოს" გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდს ყოველთვის, ნებისმიერ ვითარებასა და ამინდში ერთგულად ედგნენ მხარში. გულში ხინჯად მრჩება, რომ "ტორპედოსთან" ერთად უფრო მეტ წარმატებას ვერ მივაღწიე...

ჩემთვის სრულიად გასაგებია კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და მას მივესალმები. "ტორპედოს" წარმატებებს ვუსურვებ.

- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- ჯერჯერობით, ვერაფერს. ჯერ დავისვენებ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს

გია გეგუჩაძე ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა?

გიორგი პაპიაშვილი: ტყუილია, "ვისოლი" ქუთაისის "ტორპედოდან" არ მიდის!

ქუთაისის "ტორპედო" გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს

gizo
და ნაკრებში მხოლოდ ერთეულები ხვდებიან და ვერ გავიგე მარტო ნაკრების ბავშვებით უნდა შენდებოდეს გუნდი იქნებ სხვა ვინმემ მერე მოუმატა თამაშს ან პირიქით იმ ნაკრების რომელიმემ გაუკლო ამაზე ხომ არავინ ფიქრობს და მერე უნდატ ბოლოს კარგი ეროვნული ნაკრები და სედეგებს ქეცბაიას თხოვენ, პრობლემა კი უფრო გრმაა და ეს ბავშვთა პეხბურთია სადაც ყველაპერი ზირიტადად მაინც ნაცნობობით და ჩაწყობებით მიდის , ქართულ პეხბურთს რამე თუ ეშველება საერთოდ???
nia
და ვინც არ სარგებლობს მაისურაძის 17 წლამდელტა ნაკრების წევრის სახელიტ ყველა ის ახალგაზრდა და ყველა ის ფეხბურთელი უნდა ჩამოვწეროთ ტუ რაშია საქმე მიდიტ მაშინ მარტო ერტგუნდიანი ჩემპიონატი ჩაატარეტ და სახელად დაარქვით მაისურაძის ლეგენდარული 17 წლამდელთა ნაკრები და ეგაა
reso
ფეგბურტი რაა,სხვაგან ხო აცკობილები ვარტ,,
vendeta
ძალიან მახარებს რომ იმ 17 წლამდელთა ლეგენდარული გუნდიდან გადაჰყყავთ ფეხბურთელები სწორი საქციელია ეს ისეთი გუნდი იყო რომლის დაშლაც არამც და არამც არ შეიძლება
ramo
როდის ვიძახდი, ფხაკაძეებისგან არაფერი გამოვა თქო. სულ მოკლეს ქუთაისური ფეხბურთი.
qosa
ეგეთი პროექტები ბევრი გვინახავს, მაგრამ მაქედან როგორც წესი არაფერი არ გამოდის. ტორპედო ევროპაზე წელსაც შეგვარცხვენს, ხოლო მომავალ წელს საპრიზოზეც ვერ გავა. ფულის კეთება ახალგაზრდების ხარჯზე უნდათ.
martali
წარმატება უსურვოთ ტორპედოს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
ქუთაისის მერია: გუნდი არ დაზარალდება!
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ვინ იცის, რამდენი ტალანტი დაგვიკარგავს...
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივი" ავსტრიაში "ქასიმფაშასთან" დამარცხდა
მამუკა კვარაცხელია: ყრილობას ეს წინადადებები მოეწონა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ᜐ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ქუთაისის "ტორპედომ" ჟერარდ სარაგოსასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლევან ფხაკაძე: გულშემატკივრების გულისწყრომას გაგებით ვხვდებით