ვიქტორმა "ატლეტიკო" წაგებისგან იხსნა
"ატლეტიკო მინეიროსთან" გამართული ორივე მეოთხედფინალის ბოლო წამები "ტიხუანასთვის" კოშმარული გამოდგა. პირველ შეხვედრაში, როდესაც მასპინძლები 2:1-ს იგებდნენ, "ატლეტიკომ" ანგარიში 92-ე წუთზე გაათანაბრა (ლუანი), საპასუხო მატჩში კი 93-ე წუთზე, მექსიკელებმა 11-მეტრიანის გატანა ვერ შეძლეს.

მატჩის ანტიგმირი დუვიერ რიასკოსი გახდა, გმირის მანტია კი ვიქტორმა მოირგო - მეკარე თავისგან მარჯვნივ გადახტა, მაგრამ ცენტრში დარტყმული ბურთის მოგერიება ფეხით მაინც მოახერხა, საკუთარი გუნდი სასწაულებრივად იხსნა და 1/2 ფინალში გაიყვანა. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ პენალტი, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო ვითარებაში დაინიშნა და ამიტომაც იყო, რომ რიასკოსის დარტყმის შემდეგ, "ატლეტიკოს" ფეხბურთელთა დიდი ნაწილი არა მეკარისკენ, არამედ მსაჯისკენ გაიქცა. საბოლოოდ, მატჩის დასრულების შემდეგ, რევერმა წითელი ბარათიც მიიღო და ის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

თავად მატჩზე კი სათქმელი ბევრი არაფერია. თავიდან, დაწინაურება სტუმრებმა მოახერხეს - გოლი სწორედ რიასკოსმა გაიტანა. ამის შემდეგ, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და 41-ე წუთზე ანგარიშიც გათანაბრდა - რონალდინიომ სტადარტული შეასრულა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას რევერმა დაასწრო, 1:1. სხვათა შორის, 28 წლის მცველმა ლიბერტადორესზე უკვე მეორე გოლი გაიტანა, სულ კი წელს მის ანგარიშზე 7 ბურთია (5 შტატის პირველობაზე).

მოკლედ, გოლები იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, ვინც საბოლოოდ უარყოფითი საქციელით გამოირჩა. მასპინძლებს გოლის გატანის შანსები ამის მერეც ჰქონდათ, თუმცა დაცვაში არც "ტიხუანა" დამდგარა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ, 1:1 და "ატლეტიკო" მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც არგენტინულ "ნიუელს ოლდ ბოისს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 3 ივლისს არგენტინაში გაიმართება, საპასუხო კი 10 ივლისს. იმავე დღეებში ითამაშებენ "სანტა ფე" და "ოლიმპია", პირველი თამაში პარაგვაიში ჩატარდება, ერთი კვირის მერე კი კოლუმბიაში.

ლიბერტადორესის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი

ატლ. მინეირო-ტიხუანა 1:1 (2:2)

გოლები: 0:1 რიასკოსი (26), 1:1 რევერი (41)

ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მარკოს როჩა (77. ჟოსუე), რევერი, ლეონარდო სილვა, რიჩარლისონი - ლეანდრო დონიზეტი, პიერი - ბერნარდი (66. ლუანი), რონალდინიო, დიეგო ტარდელი - ჟო (88. ალეკსანდრო).

ტიხუანა (5-3-2): საუსედო - ხ. ნუნიესი, პ. აგილარი, განდოლფი, ო. ორტისი (46. ფ. მარტინესი), ე. კასტილიო - ფ. არსე, პელერანო, რ. რუისი (82. დ. მარკესი) - ა. მორენო (62. პისენო), რიასკოსი.

გამოუყენებელი პენალტი: რიასკოსი (90+3. ტიხუანა)

გაძევება: რევერი (90+5. ატლეტიკო მინეირო)

ბომბარდირები: 6 - დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო), ჟო (ატლეტიკო მინეირო); 5 - ფრედი ბარეირო (ოლიმპია), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრიან როდრიგესი (უაჩიპატო), ხუან მანუელ სალგეირო (ოლიმპია), იგნასიო სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: საოცარი პენალტების სერია

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჰალკმა 1 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 6კგ დაიკლო [VIDEO]
ჰალკმა 1 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 6კგ დაიკლო [VIDEO]
ბრაზილიელთა დამაჯერებელი სტარტი
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
რონალდინიოს ტიტული უნდა
სერია A. I ტური: ნეიმარის ბოლო მატჩი და მესის დეიდაშვილის გოლი
ბრაზილია. სერია A. XX ტური: მოულოდნელობის გარეშე
ამხანაგური მატჩები: როცა მესი, ნეიმარი და სუარესი არაფერში გჭირდება [VIDEO]
კვირა ციფრებში: სერიები, წითლები და ჰეთ თრიქები
ჰალკმა 7,2 მილიონ ევროდ პირადი თვითმფრინავი შეიძინა
[VIDEO] 39 წლის ჰალკმა საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა - "ატლეტიკო მინეირომ" კოპა სუდამერიკანაზე "გოდოი კრუზი" დაამარცხა
ნეიმარმა ნაკრებში ვარჯიშზე უმნიშვნელო ტრავმა მიიღო
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ-ᓐᓠᓒᓔᓜᓢᓘᓜᓐ 2:0: ᓛᓔᓡᓘ, ᓘᓡᓬᓐᓕᓚᓔ ᓞᓔᓜᓐᓚᓢᓘᓡ ᓒᓐᓢᓐᓜᓐ! [VIDEO]