ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე ირლანდიელებმა ქართველები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, მშვიდად და აუღელვებლად გაანადგურეს
განსაკუთრებული შედეგებით საქართველოს ნაკრები ვერასდროს დაიკვეხნიდა და გამონაკლისი არც თემურ ქეცბაიას გაწვრთნილები ყოფილან, მაგრამ თუკი აქამდე ჩვენი ეროვნული გუნდი, როგორც წესი, მეტოქეს მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობას უწევდა და ბრძოლაში მარცხდებოდა, ახლა საქმე უკვე სხვაგვარად იყო - ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე ირლანდიელებმა ქართველები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, მშვიდად და აუღელვებლად გაანადგურეს.

რასაკვირველია, ძნელია, კაცნაკლულ გუნდს მოსთხოვო, მეტოქეს სათანადოდ გაუმკლავდეს, მაგრამ ამდენი კოლექტიური თუ ინდივიდუალური შეცდომა მაინც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენს დღევანდელ ნაკრებს რაიმე სერიოზულის მიღწევის პოტენციალი, უბრალოდ, არ გააჩნია.

აბა, სხვა რა უნდა თქვა გუნდზე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მეტოქის კარის ჩარჩოში ერთხელ ვერ დაარტყამს?!

იხილეთ ვიდეო

სხვათა შორის, არც წითელი ბარათი ყოფილა კონტექსტიდან ამოვარდნილი - გიორგი ლორიას გაძევება ხომ აურაცხელი უხეში შეცდომიდან ერთ-ერთს მოჰყვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ძალიან ძნელია, გადმოსცე ის უპერსპექტივობის განცდა, რაც საქართველოს ნაკრების თამაშის ხილვისას გეუფლება და არც იმას აქვს დიდი აზრი, ამ უსიამოვნო საღამოს პერიპეტიები დაწვრილებით გაახსენო ქართველ გულშემატკივრებს, რომლებმაც მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საკუთარი თვალით იხილეს, თუმცა შეხვედრის უმთავრესი ეპიზოდები მაინც აღვიდგინოთ.

ქეცბაიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზევე თქვა, რომ საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემა არ შეიცვლებოდა. სანაკრებო სიაში ერთადერთი ფორვარდი, ნიკოლოზ გელაშვილია და სასტარტო შემადგენლობაშიც ის მოხვდა; ქართული დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგები, შესაბამისად, უჩა ლობჟანიძემ და დავით კვირკველიამ გაამაგრეს, ცენტრში კი ზურაბ ხიზანიშვილისა და აკაკი ხუბუტიას დუეტი მოქმედებდა; საყრდენებად მურთაზ დაუშვილი და ჯაბა კანკავა ვიხილეთ, შემტევ ნახევარმცველად - ჯანო ანანიძე, მარცხენა შემტევად ალექსანდრე კობახიძე, ხოლო გურამ კაშიამ ამჯერად კიდევ ერთ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარჯვენა ნახევარმცველად დაიწყო თამაში.

განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩვენს დაცვაში არსებული ქაოსია. არადა, ცოტა ხნის წინ ეს რგოლი საქართველოს ნაკრებში ყველაზე საიმედო იყო. მე-14 წუთზე შეინ ლონგმა ხუბუტიასა და ხიზანიშვილის შეუთანხმებელი ქმედებით ისარგებლა და სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა ანგარიშის გახსნა გიორგი ლორიამ არ დაანება.

სამწუხაროდ, ამ ეპიზოდში ლორიამ გუნდი პირველად და უკანასკნელად გადაარჩინა. მე-20 წუთზე ლობჟანიძის შეცდომით მეკარესთან პირისპირ ლონგი აღმოჩნდა და ლორიას ისღა დარჩენოდა, საჯარიმოს მისადგომებთან ირლანდიელი თავდამსხმელი აკრძალული ხერხით შეეჩერებინა. მსგავსი ეპიზოდები წითელი ბარათით ფასდება და ამჯერადაც ასე მოხდა.

ასე მიეცა სანაკრებო დებიუტის საშუალება ომარ მიგინეიშვილს, რომელსაც მოედანზე ადგილი ანანიძემ დაუთმო და ამით საქართველოს ნაკრების ისედაც მწირი შემტევი პოტენციალი, ფაქტობრივად, ნულამდე დაეცა. ფაქტია, რომ მიგინეიშვილს საქართველოს ნაკრების კარში გასულ გოლებში ბრალი სხვებზე ნაკლებად მიუძღვის.

ირლანდიელები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ. ჯარიმას უმეთვალყურეოდ დატოვებული რიჩარდ კიო გამოეხმაურა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა კიდევ გაგვიტანეს და საქმეც მოგვიმთავრეს. საიმონ კოქსმა ფლანგური ჩაწოდების შემდეგ თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

დარჩენილ დროში ქართველებს ისღა დარჩენოდათ, როგორმე უფრო დიდი ანგარიშით არწაგება მოეხერხებინათ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა რობი კინმა არც ამის შანსი დაგვიტოვა. აშშ-ში მოასპარეზე სახელოვანმა ვეტერანმა თავდამსხმელმა ირლანდიის ნაკრებში 2 ივნისს 125-ე მატჩი ჩაატარა და "სამყურების" მაისურით რიგით 55-ე და 56-ე გოლები გაიტანა.

ასე უსახურად და გულსატკენად ჩაიარა საქართველოს ნაკრების მორიგმა სპარინგმა. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რომ დიდი საფეხბურთო ფორუმების ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე ფიქრი დღეისთვის სრული უტოპიაა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველი ჭაბუკები, რომლებიც უკვე სტაბილურად გადიან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, წლების შემდეგ ეროვნულ ნაკრებსაც წინ წასწევენ; ამჟამინდელი რეალობა კი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და დიპლომატიის, "თუ"-სა და "მაგრამ"-ის გარეშე რომ ვთქვათ, ასეთია - 2 ივნისს დუბლინის "ავივაზე" ვიხილეთ გუნდი, რომელსაც მომავალი არ გააჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირლანდია-საქართველო 4:0 - თემურის და მისი რაზმის დუბლინური რბევა

автандил
батоно темур чамоикванет натурализебули бразилиелеби да нахавт ра магари накреби гвеколеба амат киде иарон курортебзе тави ро моаквт пеле марадонат
3d
რა განერვიულებთ? დაიკიდეთ რა, სულ ცალ ფეხზე კიდიათ ამათ ყვეყნის პრესტიჟი, ხოდა დავდგეთ და საქართველოს გაფარჩაკებაზე დავდოთ ხოლმე , უეჭველი კუშია :):):), ნერვები მაინც აღარ მოგვეშლება, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
leo
ტალანტები რტული ფსიქიკის და ხასიატის ხალხია მიტ უმეტეს ფეხბურტელები ვისაც შეუდზლია ამ ხალხტან საერტო ენის გამონახვა და საქმეში გამოყენება ის დანიშნეტ ამ ქეცბაიას ფეხბურტელებტან ურტიერტობა უჭირს.და ნაკრებში იმას უDზახის ვინც კარგად იქცევა.
kote
რა ხუბუტია რის ხიზანიშვილი და ტარგამაძე გაჩერდით რაა. ერთი ნათელი წერტილი არაა ნაკრებში. დამისახელეთ ერთი ფეხბურთელი ვისაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ელემენტალური პასის კეთება არ იციან. ეგეთი სასწაული სიჩმორე არსად მინახავს, ფუი ბლიად
gia
ჩემო ლევან, ჭაბუკები კი გადიან სტაბილურად მაგრამ ხომკ კარგად იცი რომ მერე რაღაც ემართებათ და ისევ ეგეთ პორნოგრაფიას თამაშობენ? ქართული ფეხბურთის ხსნა სხვა რამეშია და ის სხვა რამე უნდა ვეძებოთ მიზეზად. ამ საწყლებს რომ ვუყურებ ელემენტარული კლასი არ გააჩნიათ. მკერდზე ბურთის მიღება არ იციან ამათ რა უნდა ელაპარაკო. ერთხელ კარში რომ ვერ დაარტყავ რა ფეხბურთზეა საუბარი. ეს ქეცბაია რაც მოვიდა სულ ჩაკლა ნაკრები. შეტევა დამავიწყდა რანაირია ბლინ.
extra
შეეშვით ამ დედა აფეთქებულ ფეხბურთს რაც მანდ ფული იხარჯება ყველა სპორტის სახეობას ეყოფა. კარლ ცაისის დედა რომ ვერ მოგვიგეს.წარმოიდგინეთ დინამოს ის თამაში რომ წაეგო ამდენი პრეტენზია საფეხბურტო ქვეყანაზეობაზე არ იქნებოდა ყველას გონია რომ უბრალოდ არ გვიმართლებს, მეტი არაფერი, ტამაში რომ არ ვიცით მერე რა ,ზა ტო რა ფეხბურთელები გვყავდა.
daviti
gio-gio გამაგებინე ერთი ასეთი უვარგისი და უუნარო ნაკრებში რა ნამუსით იღებს ქეცბაია თვეში 209 500 ლარს ხელფასს?წლიაურად ეს თანხა 2 514 000-ია,უზნეობა არა დაქცეული რომ,გვაქვს მთელი საფეხბურთო მეურნეობა,სულ ღაფავს უსახსრობით ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული ეროვნული ჩემპიონატით დამთავრებული,ამხელა ხელფასს იღებდე კაცი?და იმასაც არ კადრულობდე ირლანდიასთან ლამის მეორე გუნდთან სამარცხვინო თამაშის შემდეგ განმარტება გააკეთო რა მოხდა და ბოდიშის მაგვარი მოუხადო გულშემატკივარს?
temuri
ქეცბაიას ან არ აქვს ფეხბურთელების არჩევის უკეთესი ვარიანტი ან შესაზლო ვარიანტებიდან უკეთესს ვერ არჩევს.ვფიქრობ უფრო პირველი ვარაუდია სწორი
ვივო
ახალგაზრდული ნაკრები ორი კაცით იყვნენ ნაკლული და 9 კაცით 2 გოლის გატანა მოახერხეს. - აი ასე უნდა თამაში როცა გუნდს შეუძლია. ეს კიდე გუნდი კი არა, ნამდვილი ბანდა იყო. და საერთოდ, რა ეტყობოდა ამ გუნდს თუ თამაშობდა საერთოდ რამეს
dato
რა კველაპერს ხიზანაზე ტეხავტ დანარცენები ხო ხაზავენ
gela
ვეთანხმები გიოს, ქეცბაია ვერ ასწავლის ბურთის ართმევას და პასის გაკეთებას,დაგვიანებულია..უსუსტესი ნაკრები გვყავს არსებობის ისტორიაში,ბურთის დაჭერაც კი უჭირთ.....ყურადრება ახალგაზრდებს..
amo_14
თამაშზე მეტათ ლანძგვა რო ვიცით ეგააა ჩვენი პრობლემა. ქეცბაია მეცოდება მართლა გულით ცდილობს რაგაცას დაამსგავსოს ნაკრები ზოგი სირი კი აგინებს თამაშს რატო ვერ იგებსო კაი რა. ეგ კაცი წავა მარა ჩვენ და ჩვენ ფეგბურთელებს არ გვეშველება არფერი სანამ გვერდით სწადიონზე არ დავუდგებით ერთმანეთს
albisileste
სამარცხვინო გუნდი გვყავს მაგრამ ქეცბაია რო ჯორივით ჯიუტია ეგეც ფაქტია.. კვირკველიას რა უნდა ნაკრებში ან ხუბუტიას? და კიდევ ბევრს.. შე დალოცვილო დააყენე რა კაშია დაცვაში რა დაგვაწყვიტე ნერვები.. ამ უსახურ ნაკრებს კიდევ არევა უნდა დააყენე რა ყველა თავის ადგილზე რას პროფესორობ ...
zura
19 წლამდელებიო რომ დაიჩემეთ ესენიც ვინც დგეს ტამაშობს ეროვნულში ასევე იყვნენ გაპიარებული და ხედავთ ეგერ შედეგს, ამათი ავადმყოფობაა ტავში ავარდნა და მიგცეულით არიან მუდამ კმაყოფილები, ნუ გაიგიჯეთ თავი ამ 10 წლამდელებით, დავაცადოთ ვნახოთ თუ იქნებიან გირსი ეროვნული ნაკრების თორემ ისტორიები სულ მეორდება ამას ვერ ატყობტ?
სამაგრალო
ხობის კოლხეტი უკეტ ტამაწობს ვიდრე ტემურიას ნაკრები.
XXX
რა გინდათ კაი შედეგია, მე უარესს ველოდი, ისე ეს გუნდი აქ ღირს ნერვიულობის გირსად
gio-gio
რატომ არ ჯდება კომენტარი
gio-gio
რა შუაშია ქეცბაია.ბრმები ხომ არ ხართ.პასს ესენი ვერ აკეთებენ და კარში ბურთს ვერ ურტყავენ.რაა ქეცბაია ეუბნებათ რომ მეტოქეს ჩააბარეთ ბურთიო.ქეცბაია ხომ ვერ ასწავლით ეხლა ფეხბურთის თამაშს.ამათ ერთად რომ დაუყენო მაურინიო,ჰეიკენსი და გვარდიოლა მაინც არაფერი ეშველებათ.ან რომელიმე თუ თამაშობს ნორმალურ გუნდში.ესეთი სუსტი ფეხბურთელები საქართველოს ჯერ არ ყოლია.ისევ მომავალი თაობის იმედზე უნდა ვიყვეთ.
MARADONA
მოკვდა ქართული ფეხბურთი უკვე დიდი ხანია.ბუტკაშია ბუტკაში...
koko
კარგად გაიხსენეთ პირველი ტაიმი. ვისი შეცდომების გამო მოხდა ყველაფერი, ვინ რა გააკეთა პირველ ბურთზე. ძალიან გავს გაყიდვას. ვიღაცამ ქეცბა გაყიდა.
Zura
ხიზანა რომ მოედანზეა უკვე ერტ ბურტს ვაგებტ ტავიდანვე
ქართული ფეხბურთი
წადი შვილო სახლში
GIA
მოაშორეთ ქეცბაია. ის ჯერ კიდე ნაცების გადმონაშთია.
OPT
"ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იბრძოლეს თუ შეიძლება ასე ითქვას თავიანთი ჯიგარი ჩადეს და წავაგეთ სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა 10 კაცით დავრჩით 21 წუთზე კაცი გაგვიგდეს რამაც იქონია გავლენა თუ შეიძლება ასეითქვას თამაშის შედეგზე . მე მინდა მოედანზე მყავდეს გუნდი და არა იქ ერთი კაცი რომელიც დაიწყებს თავის გამოჩენას"
ialakin
სრული 000000000000000000000000000000!!!!
ialakin
ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ ნაკრებში!!! უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის რომ ის ვთქვა რაც მსურს!!!! სრული 00000000000000000000000000000000000000
ilo
როგორ დავიჯერო რომ, ხიზანიშვილი თომაშვილს ჯობია?
ilo
ყველაფერს თავი დავანებოთ, ქეცბაია ხო *** მაგრამ,, ქეცბაიაზე *** ზოგ-ზოგი ფეხბურთელები არიან, დავაკვირდეთ რეებს აკეთებენ :@:@:@
ramo
მე მგონი ქეცბაიას გაუჩალიჩეს. ლელოც ხომ არ არის შეკრული? რატო წინა წერილი არ დაბეჭდეს?
Dato
მოვითხოვოთ ქეცბაიას გაშვება !!! მწვრთნელის გარდა ყველაფერია,საერთოდ არ შესტკივა გული ქართულ ფეხბურთზე, თან უნამუსო ხო ხედავ *** ხარ , დაახვიე რა ,სხვას მიეცი შანსი რომ ლაფიდან ამოიყვანოს ნაკრები , მაგრამ ფულის ხამია!!!
Dato
მოვითხოვოთ ქეცბაიას გაშვება !!! მწვრთნელის გარდა ყველაფერია,საერთოდ არ შესტკივა გული ქართულ ფეხბურთზე, თან უნამუსო ხო ხედავ *** ხარ , დაახვიე რა ,სხვას მიეცი შანსი რომ ლაფიდან ამოიყვანოს ნაკრები , მაგრამ ფულის ხამია!!!
reso
დამაწკდა ნერვები,ბიჯები არ იბრცვიან ეს ხიზანა მოაცილეტ,,ვინ დაგვწკევლა ასე ,,გული მისკდება ნერვიულობისგან,,
ramo
ისე ქეცბაიას სპეციალნად ხომ არ გაუჩალიჩეს ფეხბურთელებმა? იმენნა პასს აძლევდნენ ირლანდიელებს. ესენი ფეხბურთელად არ ვარგიან, მაგრამ კაცობაც არ აქვთ. ასე რომ არ გამიკვირდება.
ramo
მასე გვქონდა დევდარიანი 17-იანეის იმედი, მაგრამ ჯერ ჯერობით რომელმა გაამართლა? ბავშვთა და ახალგზრდათა ტრენერების დონე არის ნოლი.
Toma
წაეყვანა 19 წლამდელებიდან 4-5 ფეხბურთელი.მაგათ მაინც ნახავდა ვინმე.მიკვირს თემურისგან თვითონ ხომ ათამაშებდნენ 19 რომ იყო? დროს ვკარგავთ
lasha
მწვრთნელი ვერ მიაღწევს მოთამაშეების სტაბილურობას, არც მოთამაშის შეცდომებია მწვრთნელის ბრალი. კი ბატონო, გვყავდა ანანიძე, რომელიც 16 წლის ასაკში ფენომენად შერაცხეს, ჭანტურია, რომელიც ჯერ ბარსას ახალგაზრდულში იყო, მერე ჩელსისაში, ბოლოს ვიტესში ამოყო თავი და ისიც მგონი ვიტესელი ქართველების დახმარებით, თორემ შეიძლება მანდაც ვერ მოხვედრილიყო... ყენიაზე, მჭედლიძეზე და კიდევ ბევრზე აღარაფერს ვამბობ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ამ ბიჭებს მიზნად არა აქვთ, რომ გამოვიდნენ იმაზე მეტნი, ვიდრე დღეს არიან... კაი, მოიგეს პატარებმა 9 კაცით, გაიბრწყინეს ევროპაში, მაგრამ რა მომავალი აქვთ მერე? ალბათ უმეტესობას თვეში 2-3 ათასი და დინამოში თამაში დააკმაყოფილებს, ნუ უკრაინაში თუ წავიდნენ და რომელიმე მეტალურგში ან მეტალისტში ითამაშეს, ეს ალბათ კარიერის პიკი იქნება... სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი ბავშვების ფიზიკურად გაზრდაზეც და ფსიქოლოგიაზეც. ბურთის გორაობა და ნიჭიერის იარლიყი არაა მარტო საკმარისი.
giorgi
კაცო, საიდან იკვებება ქართული ეროვნული ნაკრები? სრულიად კორუმპირებული და გაყიდული ქართული გუნდებიდან და ეროვნული ჩემპიონატიდან. დაალაგეთ რა ეს ჩემპიონატი და იქნება მერე ინვესტიციებიც ჩაიდოს და დონეც ამაღლდეს...
zviad migineishvili
საქართველოს შველა მომავალშია მომავალშიიიიიიი 19 წლამდელებს მივხედოტ და არ გავაფუჭოთ ეგენი მაინც ითამაშებენ მაღალი დონის ფეხბურთს
zviad migineishvili
საქართველოს შველა არის მომავალი მომავალი და კიდე მომავალიიიიიიიიიიიი 19 წლამდელებს მივხედოთ ჯობია მგლები გვეზრდებიან
Zviad
საქართველოს ხსნა მხოლოდ მომავალშიააააააააა მომავალ თაობას მივხედოთ 19 წლამდელებს მივხედოთ და არ გავაფუჭოთ ერთად-ერთი გამოსავალი ესაა ჩემის აზრიით!
murtalo
წადი რა შე უნამუსო!
Qartveli!
MEშშI - შენ ძმაო სხვა თამაშს უყურებდი? ხუბუტიაა კია რა ხიზანიშვილია ნაკრბიდან გასაგდები,ჩმორები *** !!!
TONI
ubralod sircxvilia ukvee......ise chanda titqos irlandiis gundshi meore nomrebi kiara eqstra klasis motamasheebi tamashobdnen....gcxvenodet qartvelo pexburtelebo...
eh
"გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს" ჟურნალისტი სიმართლეს უნდა ამბობდეს და არა მსგავს სტატიებს წერდეს თქვენ თქვენ საქმეს მიხედეტ და ნაკრებსაც მიხედავენ მესმის რომ ცუდად ითამაშეს მაგრამ რა ქნან ! შეიკალით ახლა?! გამომივიდნენ საქმის მცოდნენი ეს ვითომ სპორტული ჟურნალისტები
messi
ეს კაცი მართლა ვირია რა.. დააყენე რა კაშია დაცვის ცენტრში .. ეს ხუბუტია მოგვაშორე რა ან უთავდასხმელოდ თამაში რა უბედურებაა..
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
ამხ. მატჩები: ინგლისმა ავსტრალიას მოუგო, ირლანდია ჰოლანდიას დაუზავდა [VIDEO]
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
იტალიელი მწვრთნელები ფოკუსში: ჰკითხეთ კლაუდიო რანიერის!
ზურა ხიზანიშვილის გადაცემა "სპორტალში" [VIDEO]
ირლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, რობი კინმა კარიერა დაასრულა
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
პირველად 21-ე საუკუნეში - 1992 წლის შემდეგ ტრაპატონის გუნდის შედეგი მოტას "იუვენტუსმაც" გაიმეორა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღი დებიუტანტები: ალან შირერიდან ისლამ სლიმანიმდე
ამხანაგური მატჩები: ლეგენდები მიდიან
ქართველების წინააღმდეგ ირლანდიას შეინ ლონგი უკაპიტნებს
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ჯოვანი ტრაპატონი: იტალია სწორი გზით მიდის
ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
კარლო ანჩელოტი: "ბაიერნში" რევოლუციის მოსაწყობად არ მოვსულვარ
რობი კინი ინგლისურ გუნდს ჩაიბარებს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს
მოურინიოს ზამთრის პირველი ასრულებული სურვილი
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ჟოზე მოურინიო: მსაჯობით "ვესტ ბრომვიჩი" კი არა ჩვენ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო [VIDEO]
ლეგენდა - ყველაზე დიდი "სამყურა"
ვიდალი თუ ხიზანა? - "ბარსელონას" ფეხბურთელმა "ხიზანას სასწაული თამაში" გაიმეორა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის მომგებები ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში - შემდეგი ზიდანია?
ტიმ შერვუდი: მეტოქე თავდადებით გვებრძოდა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ჯოვანი ტრაპატონი: სამ გუნდზე ვფიქრობ...
ტრანსფერ ONLINE: 22 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
შეინ ლონგმა პრემიერლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - მერვე წამზე [VIDEO]
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...