ბუფონი კი სტევანს მიესალმება
ფლორენციის "ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ სტევან იოვეტიჩის ტრანსფერს ვეტო დაადო.

მან თქვა, რომ "ვიოლას" გოლეადორი არ იყიდება და ეს ან იმ მიზნით გააკეთა, რომ 23 წლის ფეხბურთელის მსურველებთან ფასზე უკეთ ივაჭროს, ანაც გაჯიუტდა და იოვეტიჩს მართლა არ თმობს.

"ჩვენ უკვე მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი აზრი სტევანთან დაკავშირებით, მაგრამ პრობლემა არ არის, კიდევ გავიმეორებ: იოვეტიჩს არ ვყიდით! - განუცხადა პრადემ ჩვენს იტალიელ კოლეგებს და დასძინა, - პრეზიდენტმა იოვეტიჩს სიტყვა მისცა, რომ ზაფხულში დასხდებიან და დაილაპარაკებენ. იმისათვის, რომ სტევანი სადმე გადავიდეს, კონკრეტული მოთხოვნებია შესასრულებელი. თუ ეს არ მოხდა, იოვეტიჩი ჩვენთან ძალიან დიდხანს და სიამოვნებით დარჩება!"

ცნობილია, რომ იოვეტიჩის გადაბირება ყველაზე მეტად ტურინის "იუვენტუსს" უნდა, მაგრამ პრადე ამბობს, ტურინიდან კონკრეტული წინადადება არ მიგვიღიაო. "იუვენტუსს" ოფიციალური შემოთავაზებით არ მოუმართავს. იოვეტიჩს კი არასდროს უთქვამს, რომ წასვლა უნდა," - აცხადებს პრადე.

ფლორენციული კლუბის შეფმა იოვეტიჩის პოტენციურ შემცვლელებზეც ისაუბრა: "ვიცი, რომ პრესა ჩვენთან მიმართებაში აქტიურად ახსენებს მარიო გომესის, ბურაქ ილმაზისა და ალვარო ნეგრედოს გვარებს. პირადად მე ამ ფეხბურთელების თაობაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, ხოლო რაც შეეხება ხოაკინს - "მალაგასთან" მოლაპარაკებები გრძელდება. იმედი მაქვს, რომ ხოაკინს გადმოვიბირებთ".

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, "ფიორენტინას" "პალერმოს" ნახევარმცველი იოზიპ ილიჩიჩიც აინტერესებს.

"გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში "იუვეს" კაპიტანმა ჯიჯი ბუფონმა იოვეტიჩზეც ისაუბრა. "სტევან იოვეტიჩი მშვენიერი თავდამსხმელია. მივესალმები მის ტრანსფერს! - აღნიშნა ბუფონმა და იხუმრა, - საერთოდ, "იუვენტუსში" ყველა კარგი ფეხბურთელის გადმოსვლას მივესალმები, გარდა მეკარისა!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სტევან იოვეტიჩი "იუვეში" გადადის

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
იოვეტიჩის ტრანსფერი დადასტურდა, რიგში მბაპეა
ჯიჯი ბუფონი შეიძლება იტალიის სპორტის მინისტრი გახდეს
მეორე ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში - კლუივერტმა იოვეტიჩის შედეგი გაიმეორა
ბუფონი: კარიერის დასრულებას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში გადავიფიქრებ
"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ფიორენტინა" სტევან იოვეტიჩის დაბრუნებას ცდილობს
ლიგა 1. VII ტური: ფალკაო ევროპის საუკეთესო ბომბარდირია [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"პერესი მადრიდელი მეფეა..." - ანტონიო კასანო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ეს მამარდაშვილისთვის მისაღები არ იქნება" - This Is Anfield-ი განმარტავს, რა უშლის ალისონის "იუვენტუსში" გადასვლას ხელს
"ბეტისმა" 38 წლის ხოაკინს კონტრაქტი გაუგრძელა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სერია A. ტრანსფერები: ედინსონ კავანის იტალიაში ვეღარ აჩერებენ
"მონაკომ" მბაპეს ნომერი იოვეტიჩს უკვე გადასცა
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
ფიფამ რონალდო მიჯრით მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ბებერი ქალბატონი" ახალი შეტევით
ტრანსფერ-online: 28 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ხოაკინი ლა ლიგაში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია