ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ანტალიის მსოფლიოს თასზე საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს

ანტალიის მსოფლიოს თასზე საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს

10-16 ივნისს ანტალიაში მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის სეზონის რიგით მეორე ტურნირი ტარდება

10-16 ივნისს ანტალიაში მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის სეზონის რიგით მეორე ტურნირი ტარდება, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრები იმდენად გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს, აუცილებლად გაგიკვირდებათ - იქ არც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა იქნება, არც ამ შეჯიბრების ოდინდელი გამარჯვებული ხათუნა ნარიმანიძე და არც ნაკრების მესამე უცვლელი წევრი ასმათ დიასამიძე...

მათ ნაცვლად მწვრთნელთა საბჭომ ანტალიაში საასპარეზოდ ახალგაზრდები, ბათუმელები - ციალა ფუტკარაძე, მედეა აბულაძე და თბილისელი თეონა კუტალაძე შეარჩია.

ამის მიზეზი შედეგები გახდა. ფედერაციამ ყოველ ნაკრებს ეროვნულ გუნდში მოსახვედრად კვოტები რომ დაუწესა, 4 ივნისის წერილშიც გვეწერა.

ქალებისთვის ასეთი მიჯნა 1320 ქულაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ასრულებენ. მათ 19 მაისსაც ჩაუტარდათ შესარჩევი შეჯიბრება და წინა კვირას ეჩმიაძინშიც გამოვიდნენ ევროპის "დიდ პრიზზე", მაგრამ ამ მაჩვენებელს გვარიანად ჩამორჩნენ.

ამიტომ ფედერაციის მთავარმა მწვრთნელმა სერგო გათიკაევმა, რომელიც ყველა ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრების კურატორია, გადაწყვიტა, ანტალიაში ახალგაზრდები გაეგზავნა.

მართალია, აღნიშნულ მიჯნას ვერც ისინი ასრულებენ და მათი შედეგით მსოფლიოს თასზე მედლის იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ფედერაცია ამას მომავლის პერსპექტივაზე ზრუნვით ამართლებს - ურჩევნიათ, ახალგაზრდებს მეტი პირობები შეუქმნან, მეტი ყურადღება მიაქციონ და სამომავლოდ ზრდის საშუალება მისცენ.

თან კონკურენცია და ნაკრებიდან ამოვარდნა ძველ ლიდერებს შედეგების გაუმჯობესებას აიძულებს. ამ ეტაპზე ნაკრებში მოხვედრის ყველაზე მეტი შანსი ესებუას ჰქონდა, რომელმაც 1300-იან მიჯნას გადააბიჯა.

ერთი პირობა, მისთვის თითქოს გამონაკლისზეც ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ არც გათიკაევმა და არც ქალთა ნაკრების მწვრთნელებმა ეს მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. ფედერაციაში ამბობენ, რომ ქალებმა უკვე დაიწყეს შედეგების მომატება და 19-25 აგვისტოს პოლონურ ვროცლავში გასამართი ანალოგიური შეჯიბრებისთვის უკვე მათ ფორმაში ყოფნას იმედოვნებენ (მანამ ანალოგიური ტურნირი კოლომბიურ მედელინშიც ტარდება, მაგრამ იქ ჩვენები არ გამოდიან).

ამდენად, გათიკაევმა ნაკრებში საკადრო რევოლუცია წამოიწყო, რაზეც ქალთა ნაკრების ადრინდელ წევრებს პრეტენზიები არ გამოუთქვამთ.

როგორც გითხარით, უფროსთა ნორმატივს ვერც ეს ახალგაზრდები ასრულებენ, მაგრამ, სამაგიეროდ, აჩვენებენ ან ახლოს არიან საკუთარ ნორმატივთან. მათთვის ასეთი 1250 ქულაა, კუტალაძემ კი სამიოდ კვირის წინათ სლოვენიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ თასზე 1261 დააგროვა (ოღონდ მაშინ იარაღის პრობლემა ჰქონდა), აბულაძემ - 1270, ფუტკარაძემ - 1228 ქულა. თუმცა იქ კუტალაძე ახალგაზრდებში გამოვიდა და რამდენიმე სერია შედარებით შორ დისტანციაზე ისროლა, დანარჩენები კი 17-წლამდელებში ასპარეზობდნენ.

აქედან გამომდინარე, იოლად მიხვდებით, რომ კუტალაძე ახალგაზრდული ნაკრების წევრია - 1994 წელსაა დაბადებული, აბულაძე და ფუტკარაძე კი კიდევ უფრო უმცროსები არიან - 1996-წლიანები და ჯერაც ჭაბუკთა ნაკრებში ირიცხებიან. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ციალა ფუტკარაძე ნარიმანიძისა და ქალთა ნაკრების უფროს მწვრთნელ თამაზ ფუტკარაძის შვილია.

ერთი სიტყვით, ანტალიაში ფრიად ახალგაზრდული გუნდი გვეყოლება და წარმატების დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს - იქ, სადაც ელიტის ლიდერი ჩინელები, კორეელები, იტალიელთა ორ-ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი პირადსა და გუნდურში, ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ნატალია ვალეევა, ბრიტანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიადის მესამეპრიზიორი ალისონ ვილიამსონი, ჩილელი მსოფლიოს ჩემპიონი დენიზე ასტრიდ ვან ლემოენი და ამ რანგის ვარსკვლავები გამოვლენ, ასეთი გამოუცდელი მსროლელებით კვარცხლბეკზე ფიქრი უტოპიაა, მაგრამ გამოცდილებას კი უდიდესს მიიღებენ.

"გათიკაევის რევოლუციაც" სწორედ ამაზეა გათვლილი, რაც, იმედია, სამომავლოდ ნამდვილად გამოიღებს შედეგს.

ასევე ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული ვაჟთა ნაკრებიც, თუმცა ეს არცაა მოულოდნელი - მამაკაცებში ხომ ძლიერი მსროლელები არც აქამდე გვყავდა და გუნდში ისედაც უმცროსები შედიოდნენ.

ნორმატივების გათვალისწინებით, რაც კაცებში 1265 ქულაა, ანტალიაში წამსვლელ გუნდში თბილისელი ლაშა ფხაკაძე, ქუთაისელი ჯაბა მოსეშვილი და ბათუმელი არჩილ ფარსენაძე შეარჩიეს. სასიამოვნოა, რომ ამ გუნდში მონაწილეთა გეოგრაფია გაიზარდა - ბათუმსა და თბილისს ამჯერად ქუთაისიც დაემატა. იმედია, მოსეშვილის კვალად, იქ სხვებსაც გაზრდიან მაღალი დონის მშვილდოსნებად.

ასაკობრივი ცენზი აქაც დაბალია, თუმცა ახალგაზრდული ასაკის წევრები ჭარბობენ - ფხაკაძე და მოსეშვილი იმ გუნდში ირიცხებიან, ფარსენაძე კი ჭაბუკების წევრია.

ლუბლიანაში ეს სამეულიც გამოვიდა და არცთუ ურიგოდ იასპარეზა, მაგრამ ვნახოთ, გააუმჯობესებენ თუ არა ამჯერად მაშინდელ შედეგებს. იქ ფხაკაძემ ქართველ მამაკაცთაგან პირველმა გადააბიჯა 1300-იან მიჯნას - 1301 ქულა დააგროვა, თუმცა გათიკაევი მისი გამოსვლით მაინც არ იყო კმაყოფილი და შეგირდს რამდენიმე ტექნიკურ შეცდომაზეც მიუთითებდა.

ვნახოთ, გამოასწორებს თუ არა ხარვეზებს ფხაკაძე და თუ გააუმჯობესებს შედეგს. გათიკაევი მაშინ კმაყოფილი მოსეშვილისა და ფარსენაძის გამოსვლითაც იყო, რომელმაც 1285 ქულა დააგროვა.

იმედია, ისინიც წინ წაიწევენ და, რაც მთავარია, ამხელა ნდობა საკუთარი ძალების რწმენას შემატებთ.

ერთი სიტყვით, ფედერაციამ ღიად აიღო კურსი გაახალგაზრდავებაზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უფროსებს ნაკრების კარი დაუკეტეს - თუ ისინი შედეგებს გააუმჯობესებენ და ახალგაზრდებს აჯობებენ, დაუყოვნებლივ მიიწვევენ. ფედერაციისთვის მთავარია, შედეგი იყოს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ვაჟებში დიდი არჩევანი არცაა და გაახალგაზრდავებაც თავისთავად ხდება.

ჩვენები ანტალიაში გამგზავრებას 8 ივნისს ავტობუსით გეგმავენ.

ივლისში ახალგაზრდები ბულგარეთში გაივლიან შეკრებას, იქიდან კი რუმინეთში გადავლენ თანატოლთა ევროპის თასის მეორე ეტაპში საასპარეზოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება

ნუცა შამათავა - ერთადერთი ქალი ექიმი 2019 წლის მსოფლიო თასზე

უცნაური რეალობა მშვილდოსნობაში: აქცენტი ქალებიდან ბიჭებზე გადადის

არაოფიციალური ვერსია: "ბორჯღალოსნების" 31-კაციანი განაცხადი მსოფლიოს თასისთვის

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო

ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...

მსოფლიოს თასის საზეიმო გახსნის კადრები [VIDEO]

სერგო გათიკაევი: ქართველმა მშვილდოსნებმა ამ პირობებში მაქსიმუმი გააკეთეს

"ბორჯღალოსანთა" ნაწილმა მსოფლიოს თასისთვის მომზადება უკვე დაიწყო

ლაშა ლომიძე: ეს ყველაზე ცუდი ათი წუთი იყო ჩემს კარიერაში

კრისტიან კარამბე: მივესალმები საქართველოს!

ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა

საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო

ანტალიაში მშვილდოსნები დაგვემატნენ