მინსკში გრძელდება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 36 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ჩაება, მათ შორის - რვა სპორტსმენი საქართველოდან
მინსკში გრძელდება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 36 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ჩაება, მათ შორის - რვა სპორტსმენი საქართველოდან.

ექვსი მათგანი 5 ივნისს ნახევარფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.

4 ივნისს ხუთი ჩვენებური გავიდა რინგზე. ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ) სტარტზე პატრიკ ფეილის (ჩეხეთი) ძლევის შემდეგ 4 ივნისს მასპინძელ ვიტალი ბანდარენკასთან (ბელორუსი) დამარცხდა - 0:3 და, იაგო კიზირიას (81) მსგავსად, შეჯიბრებას გამოეთიშა.

სამაგიეროდ, დანარჩენებმა იყოჩაღეს: დავით ნანავამ (49) მასპინძელი ვაძიმ კირილენკა დაჯაბნა - 3:0, გიორგი გოგატიშვილმა ძიმიტრი საპუნს (ბელორუსი) მოუგო - 2:1, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანმა ზაალ კვაჭატაძემ (69) და ლევან გულედანმა (91) ერთნაირი ანგარიშით (3:0), შესაბამისად, ბარნა კატალინიჩი (ხორვატია) და ფოტიოს არაპოღლუ (საბერძნეთი) ჩამოიშორეს გზიდან.

წინა დღეს ასევე მეოთხედფინალში გავიდნენ ავთანდილ ჭუბაბრია (52) და ევროპის მესამეპრიზიორი მიხეილ ბახტიძე (+91).

5 ივნისს ბელორუსის დედაქალაქის რინგზე ექვსივე ჩვენებური იასპარეზებს: დავით ნანავა - სალმან ალიზადა (აზერბაიჯანი), ავთანდილ ჭუბაბრია - ოვიკ ოჰანესიანი (რუსეთი), გიორგი გოგატიშვილი - ვლადიმირ ნიკიტინი (რუსეთი), ზაალ კვაჭატაძე - ვიტალი მარუტჯანი (გერმანია), დენის გულედანი - დენის პოიატსიკა (უკრაინა), მიხეილ ბახტიძე - ჯოზეფ ჯოისი (ინგლისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

merabi
რამაზ ფალიანი დიდი მოკრივეა.თითქმის ყველა ბრძოლა მაქვს ნანახი. ღმერთმა ამრავლოს თქვენაირი მოკრივეები.
nodo
საქართველოს ჰყავს ყველაზე დიდი შედეგიანი ნომერ პირველი მოკრივე ფალიანი რამაზი და მერე მოდის დანარჩენები. ვინც რამაზ ფალიანს ვერ შეაფასებს ის კრივში არ უნდა იყოს. ეს კაცი არის სულით ხორცამდე მოკრივე და მაგარი ადამიანი და მწვრთნელი.ვინც მის შესაძლებლობებს ვერ გამოიყენებს მას კრივის წინსვლა არ აინტერესებს. სწორედ ეს ხალხია ეხლა ფედერაციაში ახალკაცის თამადობით. ნუ გადააყოლებთ ქართულ კრივს ახალკაცს. შედეგი დაიდო უარესი იქნება კიდევ. ეხლანდელმა ფედერაციის წევრებმა პასუხი უნდა აგონ კრივის დასამარებაში.
shako
ისეთი მინისტრი შემირცხვენია ვინც ვერ აკეთებს ანალიზს კრივში რაც ხდება. თუ ვერ აკეთებს და რაღა მინისტრიააააა. დაგვიბრუნეთ ფალიანი, უმაგრესი მწვრთნელი, მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი. მარტო ის რად ღირს ვინ მიგყვება რინგამდე და ვინ გაძლევს დარიგებებს. ეს სიამაყე დაგვიბრუნეთ..
gocha
ვლადიმერ ახალკაცი არ არის ის პიროვნება ვიზეც კრივის ფედერაციაა აყოლილი. იგი ერთი გაცვეთილი ყოფილი პოლიციელია. რა უნდა მას კრივთან რა ესაქმება???? გაუშვით ეს კაცი და ყველაფერი დალაგდება.კრივი მოკრივეებისაა და არა პოლიციელების.
gela
რა ეშველება ქართულ კრივს???? სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ლევან ყიფიანი. თუ მას ეს საერთოდ აღელვებს. კვლავ დადგა დრო წარუმატებლობის რომელიც დიდი ხანი გრძელდებოდა. მერე მოხდა გამონათება. მსოფლიო პრიზიორი მილანში. ევროპიდან 3 პრიზიორი. უმაგრესი შედეგი დადო ფალიანმა. რაც აქამდე ვერავინ ვერ მოახერხა და ვერც ეხლა ვერავინ ვერ ახერხებს. ფაქტია ეს ევროპა. ნუთუ ერთი მედალიც ვერ მოხერხდაა.ეს ყველაფერი იმას ნიშნავს რომ გუნდს სჭირდება სხვა პროფესიონალი საერთაშორისო გამოცდილების დიდი რანგის ადამიანი, რომელიც წვრთნიდა გუნდს და შედეგსაც დებდა. დღეს დღეობით ყველამ უნდა აღიაროს რომ შედეგი არ არის და კიდევ ძალიან დიდ ხანს კიდევ არ იქნება. როგორც აქამდე იყო. არავის სურვილზე არ უნდა იაროს ყიფიანმა. მხედველობაში მაქვს ვლადიმერ ახალკაცი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ფალიანი წასულიყო. ვინ გაწრთვნის ეროვნულ ნაკრებს ბატონო ლევან???? კიდევ დაუჯერებთ ახალკაცს და არშემდგარ მოკრივეებს, რომლებიც ახალკაცმა თავის გავლენის ქვეშ მოაქციააა??? შედეგიიიიიი ეხლა რაღას გვეტყვით ამდენ კრივის გულშემატკივარს??? ლევან დაუბრუნეთ ქართულ კრივს თავის ერთგული გულშემატკივარი... გული გვტკივა , რომ ეროვნული ნაკრები ისევ გასჭირშია.
gia
გენო აფციაური დაბრუნეთ სპორტში ის ნამდვილი პროფესიონალია..........
muro
ძალიან დიდი ხანი კიდევ არ იქნება შედეგი. ძლიან სამწუხაროა. არცერთი მწვრთნელი არ არის პროფესიონალი. თუნდაც ის ფაქტი რაც ლონდონის ოლიმპიადაზე მოხდა. რატომ არ ისჯება ის მწვრთნელი ვინც ვერ აწონა მოკრივე და სირცხვილი გვაჭამა.გაუშვით ახალკაციიი და ყველაფერი კარგად იქნებააა
nika
რა ბრძოლები წაგართვეს???? 8 ბრძოლა წაიგეეს???? რას მიედ მოედებით???? არახართ სათანადოდ მომზადებულები. შედეგიც მივიღეთ. სირცხვილი ქართული კრივის. ახლანდელი ფედერაციის წევრებმა უნდა აგონ პასუხი. ყველა არამოკრივე და არასპორტსმენია. ესაა ჩვენი უბედურებააა.
giorgi
ფალიანს რაცარუნდა შეხვეწოთ არ დატანხმდება ესეთ ნაგვებთან ვერ იმუშავებს,ეხლა ამბიცები გაუჩნდება ნარკომან თენგიზ მესხაზეს,და ზონდერ დათო წიკლაურს,ვაი თკვენს პატრონს მართლა
Gia
დროა საჩირო!ყველაფერი კარგათ იქნება!ფალიანი უკვე ცარსულია!
wiko
მერე ვოვა ახალკაცი რას გიკეტებდათ მანდ ვერ იჩალიჩა?მთელი ცხოვრება როგორ გართმევენ ბრზოლებს.სასაცილოა
Chuba
Eეე კაით რა.. Nახეთ რ. ბრზოლები წაიგენ მაგ ****..
gegi
ბატონო მინისტრო ნახე ევროპის ჩემპიონატზე შეგვარცხვინეს შენმა დანიშნულმა მრწვტნელებმა,კრივში.წინა ევროპაზე 3 მედალი ჩამოიტანა ფალიანმა.ხომ მოხსენით ფალიანი აი შედეგიც სახეზეა.სანამ კორუპირებული ვოვა ახალკაცი იკნება კრივის ფედერაცის გენერალური მდივანი კრივს არ ეშველება არაფერი
giorgi
ბატონო მინისტრო ნახე ევროპის ჩემპიონატზე შეგვარცხვინეს შენმა დანიშნულმა მრწვტნელებმა,კრივში.წინა ევროპაზე 3 მედალი ჩამოიტანა ფალიანმა.ხომ მოხსენით ფალიანი აი შედეგიც სახეზეა.სანამ კორუპირებული ვოვა ახალკაცი იკნება კრივის ფედერაცის გენერალური მდივანი კრივს არ ეშველება არაფერი
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
ქართველი მოკრივეების ორი ბრინჯაო ბაქოდან
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული მეოთხედფინალისთვის
ᓥᓐᓠᓗ
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: გელა აბაშიძეს სისოკოსთან რევანში არ გამოუვიდა
ქართველმა მოკრივეებმა სეზონი გახსნეს
დავით წიკლაური: ნაკრებში ადგილი დაბევებული არავის ექნება
ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓛᓐ ᓛᓝᓙᓠᓘᓕᓔᓔᓑᓛᓐ ᓛᓘᓜᓡᓙᓘᓡ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓖᓔ ᓡᓐᓛᓘ ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓔᓡ
ᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓘ ᓛᓝᓙᓠᓘᓕᓔᓔᓑი ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓝᓑᓐᓖᓔ ᓐᓠᓐᓡᓠᓣᓚᓘ ᓨᓔმᓐᓓᓒᓔᓜᓚᓝᓑᓘᓗ ᓒᓐᓛᓝᓕᓚᓔნ
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: უსაგზუროდ დავრჩით
ქართველმა მოკრივეებმა ანაპაში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს
ჯაბა ხოსიტაშვილმა ბელორუსის ტურნირი მოგებით დაიწყო
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული საგზურის შანსს ინარჩუნებს
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბაქოში ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებს