19 წლის ქართველი ფორვარდი საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის "შატილონში" ირიცხება
ვალერი ქურიძეს ფეხბურთი მამამ შეაყვარა - რომან ქურიძე თავისი დროის წარმატებული ფეხბურთელი იყო, ლანჩხუთის "გურიის" ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ ნახევარმცველი მამისგან განსხვავებით ვალერიმ სხვა პოზიცია აირჩია - ცენტრალური თავდამსხმელი გახდა და მეკარეთა რისხვად იქცა.

მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ გეტყვით, მანამდე კი 19 წლის ყმაწვილის არცთუ მოკლე სპორტულ გზას გავადევნოთ თვალი.

ვალერი 5 წლისა რომ გახდა, რომან ქურიძემ ლანჩხუთის ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში მიიყვანა და თემურ ლორიასა და ავთო ნარიაშვილს ჩააბარა.

ნიჭიერი ახალგაზრდა 2005 წელს საფეხბურთო კლუბ "ამერის" ბავშვთა გუნდში ჩარიცხა, რომელსაც გია ხიზანიშვილი ხელმძღვანელობდა.

ერთი წლის შემდეგ კი ვალერი ქურიძეს "ნორჩმა დინამოელმა" გაუღო კარი და მისი შემდგომი დაოსტატება თენგიზ კაციამ განაგრძო.

16 წლის ვალერი უკვე ლვოვის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა "კარპატის" წევრია. კარპატისპირეთში მან 8 ამხანაგურ მატჩში 6 ბურთი გაიტანა. პირველივე შეხვედრაში კი მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ქართველმა ახალგაზრდამ ულამაზესი გოლი შეაგდო და მაშინვე მიიქცია სპეციალისტების ყურადღება.

და აი, დღეს ვალერი ქურიძეს პარიზში ვხედავთ, მესამე დივიზიონის "შატილონის" 19-წლამდელთა გუნდში, სადაც 15-ჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდების მეკარეები.

სულ ახლახან კი მას პირველი გუნდის ღირსების დაცვაც ანდეს, სადაც ოთხი მატჩის თამაში მოასწრო და სეზონიც დამთავრდა.

ამ გუნდის მწვრთნელია ფატი ბანდოკო, ვალერი კი ძირითადად პორტუგალიელ და აფრიკელ თანაგუნდელებთან მეგობრობს, თუმცა კარგი ურთიერთობა ყველასთან აქვს.

ვალერი ჯერ ვერ ჩამოდის სამშობლოში, პატარა საქმეები მაქვს მოსაგვარებელიო და იქნებ ეს მის სახვალიო პერსპექტივებთანაც იყოს დაკავშირებული.

რაც მთავარია, ქართველი ახალგაზრდა, ბეჯითი, შრომისმოყვარე, მოწადინებულია და ამიტომაც ყველაფერი წინა აქვს.

დავით ჭელიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს