ანდრე ვილაშ ბოაშმა "ტოტენჰემის" გაცხრილვა დაიწყო
თვის ბოლოს "ტოტენჰემის" შემდეგ სამ ფეხბურთელს - ჯონ ბოსტოკს (21 წლის), ვილიამ გალასსა (35) და დევიდ ბენტლის (28) დაუმთავრდა კონტრაქტი კლუბთან. "დეზებმა" სამივეს აცნობეს, რომ მათთან თანამშრომლობის გაგრძელება არ იგეგმება. ნება მოგვეცით, თითოეულ მათგანზე ორიოდე სიტყვა ვთქვათ. მაშ ასე:

ჯონ ბოსტოკი ჩრდილოლონდონელებმა 2008 წლის ზაფხულში "კრისტალ პალასიდან" გადაიბირეს. 5 წლის წინ ჯონზე წერდნენ, რომ ის ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო. ბოსტოკის დებიუტი 2008 წლის 6 ნოემბერს უეფას თასზე, ზაგრების "დინამოსთან" შედგა. ის ამ დროისთვის 16 წლისა და 295 დღისა გახლდათ. ჯონი დღემდე ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება, ვისაც ოდესმე "ტოტენჰემის" ოფიციალურ შეხვედრაში უთამაშია. სამწუხაროდ, მისი კარიერა სასურველი მიმართულებით არ განვითარდა. მან სულ 4 შეხვედრა ჩაატარა "ტოტენჰემში".

დევიდ ბენტლი 2008 წლის ზაფხულში "უაით ჰართ ლეინზე" რომ გადავიდა, უკვე ვარსკვლავის სტატუსი ჰქონდა. მთელ ინგლისს ახსოვდა 2006 წლის 1 თებერვალი, როცა ფეხმარდმა ნახევარმცველმა დრამატულ შეხვედრაში (4:3) "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჰეთ თრიკი შეასრულა. დევიდი ჯერ კიდევ "ვარდების" რიგებში თამაშობდა, როცა სვენ გორან ერიკსონმა ინგლისის ნაკრებში მიიწვია.

"დეზები" ბენტლის ტრანსფერს ამრეზით შეხვდნენ, რადგან ის "არსენალის" აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელმა გულშემატკივართა შემორიგება 2008 წლის 29 ოქტომბერს "არსენალთან" ჩრდილოლონდონურ დერბიში (4:4) გატანილი ფანტასტიკური გოლით მოახერხა. პირველი ორი სეზონი ბენტლის ასე თუ ისე გამოუვიდა, მაგრამ 2010/11 წლებისთვის გუნდმა ის უკვე იჯარით გაუშვა და ასე გრძელდებოდა უკანასკნელ სეზონამდე. დევიდმა სულ ლონდონურ კლუბში 62 შეხვედრა ჩაატარა.

ვილიამ გალასი ლონდონში 2001 წლის ზაფხულში ჩავიდა და სამუდამოდ შეიყვარა ეს ქალაქი. "მარსელის" შემდეგ კარიერის გაგრძელება მას "ჩელსიმ" შესთავაზა. ვილიამმა "სტემფორდ ბრიჯი" 2006 წელს უკმაყოფილომ დატოვა, რადგან ჟოზე მოურინიო ცენტრალური მცველის გარდა, ლამის ყველგან ათამაშებდა.

კარიერა მან "არსენალში" განაგრძო, 2010-ში კი უკვე მესამე ლონდონურ კლუბში ამოჰყო თავი. უკანასკნელი სეზონი გალასის ინგლისურ კარიერაში ყველაზე სუსტი აღმოჩნდა. თანაც, "ტოტენჰემში" ახალგაზრდა, პერსპექტიული სტოპერები გამოჩნდნენ. ამ ყოველივეს გამო ანდრე ვილაშ ბოაშმა ვილიამთან თანამშრომლობა აღარ ისურვა. საერთო ჯამში, "დეზებში" გალასის ანგარიშზე 77 თამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯერმეინ დეფო: ეს "ტოტენჰემი" საუკეთესოა

"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
TimeLine: ფაჩულია გახსოვთ?
რიკელმეს აზრით, პაულიონიო თამაშით ლამპარდს გავს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ზენიტი VS ბენფიკა: შანსები და გოლები
"ვერდერი": არ გამორიცხოთ ვილაშ-ბოაში!..
ანდრე ვილაშ ბოაში "მარსელში" წარმოუდგენლად დაბალ ხელფასზე იმუშავებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სამწვრთნელო კარუსელი 2016: სახალისო, მაგრამ ლოგიკური პროგნოზები
ზენიტი-ბენფიკა 1:2 - ევროთასები რუსებისთვის დაიხურა [VIDEO]
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ᓢᓝᓢᓔᓜᓰᓔᓛᓘᓡ" ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓛᓐ ᓙᓐᓠᓘᓔᓠᓐ 29 ᓬᓚᓘᓡ ᓐᓡᓐᓙᓨᓘ ᓓᓐᓐᓡᓠᓣᓚᓐ
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"ტოტენჰემის" ყოფილი ნახევარმცველი ავტოავარიაში სიკვდილს სასწაულად გადაურჩა