სერბული წარმოშობის მოკრივის მორიგი ტრიუმფი
გასულ უქმეებზე გამართულ მთავარ ბრძოლაში მარკო ჰუკმა მეთერთმეტედ დაიცვა WBO-ს საჩემპიონო ტიტული პირველ მძიმე წონაში. გერმანელი მოკრივე მესამედ ხვდებოდა ბრიტანელ ოლა აფოლაბის. ჰუკმა მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა მეტოქეს - 114:114, 115:113, 117:111.

მარკო ჰუკი სინამდვილეში მუამერ ჰუკიჩია. ის სერბეთშია დაბადებული, გერმანიის მოქალაქეობა 2009 წელს მიიღო და იმ მომენტიდან მისი კარიერა მხოლოდ მწვერვალისკენ მიდიოდა. 2009 წლის აგვისტოში მან არგენტინელი ვიქტორ ემილიო რამირესი დაამარცხა და სწორედ მაშინ მოიგო WBO-ს ტიტული პირველ მძიმე წონაში. მას შემდეგ ჰუკმა ათჯერ დაიცვა საჩემპიონო ქამარი, მათ შორის, ერთხელ ცნობილ რუსთან, დენის ლებედევთან ბრძოლაში.

ამ სერიაში შედის აფოლაბიზე ერთი მოგება და ერთი ფრე, რის გამოც დაინიშნა მესამე შეხვედრა. ის შაბათს ბერლინში, მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში გაიმართა. თავიდანვე გამოჩნდა, რომ ბრიტანელი წინა შეხვედრებზე ცუდად იყო მომზადებული. საწყის რაუნდებში აფოლაბი მხოლოდ მეტოქის შეტევების მოგერიებით იყო დაკავებული და თავად იშვიათად მიდიოდა წინ. ბრიტანელი მხოლოდ მესამე რაუნდში გააქტიურდა, ზუსტად მოქმედებდა და ეს სამწუთეული აშკარად მისი გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა ამან ოლას საბოლოო ინიციატივა ვერ მოუტანა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰუკი "ბინძურ" ილეთებსაც იყენებდა, მაგალითად, კეფაში ურტყამდა ბრიტანელს და ეს აშკარად თვალშისაცემი იყო.

ბოლო რაუნდებში აფოლაბიმ სცადა ტემპის გაზრდა და მიზანში მეტოქის ტანი ამოიღო. ჩანდა, რომ ორივე მოკრივე დაღლილი იყო, სიზუსტე კი უკეთესი ბრიტანელს ჰქონდა, მაგრამ მას მაინც ცოტა დააკლდა ნანატრი პირველი ტიტულის მოპოვებამდე.

შაბათს კიდევ ორი საინტერესო ბრძოლა გაიმართა. კანადის ქალაქ მონრეალში ჰაიტური წარმოშობის კანადელმა ადონის სტივენსმა WBC-ის ტიტული დაიცვა ნახევრად მძიმე წონაში. მან პირველი რაუნდის მეორე წუთზე ნოკაუტში გაგზავნა ჩედ დოუსონი. ამ უკანასკნელმა ათ თვლამდე მოახერხა წამოდგომა, მაგრამ რინგზე ბარბაცებდა და ვერ შეძლო ბრძოლის გაგრძელება.

ადონის სტივენსონმა გამარჯვება ლეგენდარული მწვრთნელის, ემანუელ სტიუარდის ხსოვნას მიუძღვნა.

და კიდევ, იმავე მონრეალში 31 წლის კუბელმა იურიორკის გამბოამ WBA-ს დროებითი ჩემპიონობა მოიპოვა მჩატე წონაში. მან მსაჯების გადაწყვეტილებით (116:111, 116:111, 115:112), 29 წლის კოლუმბიელ დარლი პერესს აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა