11 ივნისს ანტალიაში მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მეორე ეტაპი იწყება
11 ივნისს ანტალიაში მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მეორე ეტაპი იწყება, რომელიც სპორტის ამ სახეობაში გამორჩეულად ძლიერი შეჯიბრებაა.

სეზონში მსოფლიოს თასის ხუთი ეტაპი იმართება, მაგრამ მრავალ მიზეზთა გამო ანტალიური ყველაზე პრესტიჟულია.

ამას, ძირითადად, ხელსაყრელი კალენდარი განაპირობებს - ზაფხულია და საქვეყნოდ ცნობილ კურორტზე ჩასვლას ვინ დაიზარებს?! ხოლო, რაკი ძლიერი სპორტსმენები ჩადიან, ესე იგი, კარგი სპარინგებიც გარანტირებულია.

თან რეგიონული პირველობებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოსამზადებელი შეჯიბრებაა და ამ ფაქტორთა ერთობლიობა, რასაც მშვენიერი სპორტული ბაზა, ჩინებული ინფრასტრუქტურაც ემატება, განაპირობებს შეჯიბრების მაღალ დონეს.

ვარსკვლავები არც წლევანდელ შეჯიბრებას დააკლდებიან - ჩინელი თუ კორეელი ოლიმპიური ჩემპიონები, შესაბამისად, იუტინ ფანი და კი ბო ბაე, კორეელი ოლიმპიური პრიზიორი ოკ ჰეე იუნი, ამერიკელთა ქართველი ოლიმპიური მედალოსანი ხათუნა ლორიგი, იტალიელთა მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონი პირადსა და გუნდურში, ოლიმპიური მედალოსანი ნატალია ვალეევა, ძლიერი ინდოელი დეეპიკა კუმარი (მსოფლიოს თასის წინა ეტაპზე - შანხაიში ფინალში გავიდა), მამაკაცებში - უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ რიბანი, თუმცა რამდენიმე ლიდერიც არ გამოდის, მაგალითად - ჩილელთა მსოფლიოს ჩემპიონი დენიზე ასტრიდ ვან ლემოენი.

მექსიკელებს ეყოლებათ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი აიდა რომანი, მაგრამ არ იქნება ლონდონური თამაშების მესამე პრიზიორი მარიანა ავიტილა; ბრიტანელებს აკლიათ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორი ალისონ ვილიამსონი...

როგორც გითხარით, ჩვენი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელმა სერგო გათიკაევმა შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისა და ამჯერად ანტალიაში ჩვენგან ახალგაზრდული გუნდები გამოვლენ.

ეს იმან გამოიწვია, რომ უფროსებიდან ვერც ქალები და მით უფრო - ვერც ვაჟები ნორმატივებს ვერ ასრულებენ. ამიტომ მათ ნაცვლად ახალგაზრდების გამოცდა არჩიეს.

თავდაპირველად ვაჟებში საასპარეზოდ ლაშა ფხაკაძე, არჩილ ფარსენაძე და ჯაბა მოსეშვილი შეარჩიეს, ქალებში - თეონა კუტალაძე, ციალა ფუტკარაძე და მედეა აბულაძე, თუმცა ბოლო დღეებში მათ აკაკი ლეკვეიშვილი და ანა დუმბაძეც შეუერთდნენ. ამათგან ზოგი ფედერაციამ დააფინანსა, ზოგიც საკუთარი ხარჯით წავიდა.

10 ივნისს ანტალიაში სპორტსმენებს ოფიციალური ვარჯიში ექნებათ, 11-ში კი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება. დილის სესია იქაური დროით 9.45-ზე დაიწყება და 13 საათისთვის ჩუბინები ორ დისტანციას - 70 და 60 მეტრებს მოილევენ, 50 და 30-ზე კი საღამოს, შესვენების შემდეგ იასპარეზებენ 15 სთ-დან.

სწორედ ამის შემდეგ გაირკვევიან პლეი ოფის მონაწილეები როგორც გუნდურში, ისე - პირადში. 12 ივნისს, ასევე შესვენების შემდეგ გაიმართება პლეი ოფები პირადში და შერეულ წყვილებში, რაც 13 ივნისსაც გაგრძელდება. გუნდურში კი იმავე ეტაპის პაექრობები 14-ში ჩატარდება.

ოღონდ აღნიშნულ დღეებში პლეი ოფები პირადშიც და გუნდურშიც ნახევარფინალების ჩათვლით გაიმართება, საფინალო დღე კი 16 ივნისია, როცა უკლებლივ ყველა დისციპლინაში - ინდივიდუალურშიც, გუნდურშიც და შერეულ წყვილებშიც მედლებისთვის შეხვედრები მოეწყობა.

ტურნირიც ამ დღეს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
"მე ქრისტიანი ადამიანი ვარ... ეს ადგილი მჭირდებოდა იმისთვის, რომ იესოს ხელახლა დავკავშირებოდი" - არაუხომ განმარტა, თუ როგორ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
ოფიციალურად: "მარსელმა" რობერტო დე ძერბი დაითხოვა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ანტალიის მსოფლიოს თასზე საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს
უცნაური რეალობა მშვილდოსნობაში: აქცენტი ქალებიდან ბიჭებზე გადადის
სერგო გათიკაევი: ქართველმა მშვილდოსნებმა ამ პირობებში მაქსიმუმი გააკეთეს
ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ანტალიის ტურნირზე 10 მედალი მოიპოვეს