არნემის "ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებას განცხადებით მიმართა

არნემის "ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებას განცხადებით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ბატონებო!

ქართულ ფეხბურთში განვითარებულმა უკანასკნელმა მოვლენებმა და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბების განცხადებამ გადამაწყვეტინა მომემართა თქვენთვის!

ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, არ პასუხობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქართველი გულშემატკივრის ისტორიულ (ტრადიციულ) ამბიციას!

ამ მიზეზებს ემატება ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ფეხბურთის სპეციალისტების დაქსაქსულობა, რომელთაც გარკვეულწილად ძალუძთ იტვირთონ ლიდერის როლი და ქართული ფეხბურთის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანონ საკუთარი შესაძლებლობების და ძალისხმევის გაერთიანების შემთხვევაში.

საკუთარ თავთან მართალი რომ ვიყოთ, უნდა ვაღიაროთ, ქვეყანაში 2012 წლის ოქტომბრამდე არსებული რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელი იყო რომელიმე ორგანოს დემოკრატიული არჩევა. გამონაკლისი არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, რომლის საქმიანობას მე და იმედია, თქვენც დადებითად აფასებთ, შექმნილი სისტემის მძევალია. ის არ არის პასუხისმგებელი უალტერნატივო არჩევნებზე.

მსჯელობა ამ თემაზე დღეს არ დამიწყია, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ჩემს ერთადერთ სატელევიზიო ინტერვიუშიც მქონდა საუბარი ამ მტკივნეულ საკითხზე.

დღეს, როდესაც ქართული საზოგადოება განთავისუფლდა შიშისგან, ძალადობისგან - პრინციპულობა და სამართლიანობა ცხოვრების წესად უნდა იქცეს თითოეული ჩვენთაგანისათვის.

ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ! ერთიანი ძალისხმევით გამოვიდეთ ჩიხიდან, რომელშიც ქართული ფეხბურთი იმყოფება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობის დღის წესრიგში აუცილებელია ნდობის საკითხის დაყენება! ამით ამჟამინდელ მენეჯმენტს ლეგიტიმაციის და ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობის პრეტენდენტებს ამბიციის გაცხადებისა და საკუთარ პრეტენზიებზე ამომწურავი პასუხის მიღების საშუალება მიეცემათ.

ასეთი წინაპირობით ჩატარებული ყრილობის გადაწყვეტილებები უაპელაციოდ (შეუქცევადად) უნდა მიიღოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყველა სუბიექტმა!

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფიფა/უეფა-ს რეაქცია, საკითხის აღნიშნული ფორმით გადაწყვეტის შემთხვევაში, მხოლოდ დადებითი იქნება.

ამასთან, ახალი არჩევნები, მისი ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უკანასკნელი ორი არჩევნებისგან განსხვავებით, ალტერნატიულ, კონკურენტულ გარემოსა და საფეხბურთო სამყაროსთვის აღიარებული "ფეირ პლეის"(სამართლიანი თამაში) კანონების დაცვით უნდა გაიმართოს.

ასეთი არჩევნების გარანტად, წესდების თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი და პრეზიდენტი არიან. ამგვარი არჩევნები უკანასკნელად 2002 წელს ჩატარდა.

მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში მე აუცილებლად ვიფიქრებ იმაზე, თუ რა ფორმით და პროგრამით დავბრუნდე ქართულ ფეხბურთში.

დღესდღეობით ჩემი სახელი გარკვეულწილად ორი უცხოური კლუბის წარმატებებთან არის ასოცირებული. მინდა დავარწმუნო ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოება, რომ დაუფიქრებლად გავცვლიდი ამ კლუბების დღევანდელ მიღწევებს ქართული ფეხბურთის სამომავლო წარმატებებში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში მუშაობის გამოცდილება, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ახლო წარსულის, ჩემთვის ცნობილი, არარეალიზებული წინადადებები (სფფ-ს მოქმედი მენეჯმენტი აქ არაფერ შუაშია) და მისი დღევანდელი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი მაიმედებს, რომ ქართული საფეხბურთო საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქართულ ფეხბურთს, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო საფეხბურთო ოჯახში!

პატივისცემით,

მერაბ ჟორდანია.

10.06.2013."

ასევე იხილეთ:

მერაბ ჟორდანიას შეხვედრა აბრამოვიჩთან და პირველი მილიონები "ვიტესში"

მერაბ ჟორდანიას ამბიციური გეგმები

მერაბ ჟორდანია, ნოდარ ახალკაცი, გიორგი ნემსაძე - სფფ-ის საპატიო პრეზიდენტები?

მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით

RA GASISINEBULI MAZGARI SAXE AQVS
უნდა ახლა ამას ფეხბურთი? დაიღალა და სახლში უნდა დაბრუნება...
ლევანი
კარგი რა მერაბა... იყავი მანდ მიხედე მაგ საგმეს რასაც აკეტებ....ერთ მდინარესი ორჯერ ვერ შედიან
TINA
რუსების ფულების მათხოვარია კრემლის კაცია უნამუსო შევარდნაძის ქალიშვილივით,შფიონურ "რაშა თუდეიდან",სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველო
zura
ეს გვაკლია კიდე სრული ბედნიერებისათვის
slava
რიტი ვეღარ გაძღა ჯორდანიას მუცელი!საქართველოში მოუნდა ამ ბანდიტს ფულების კეთება ისევ. რა გველი და გაუმაძღარიც იყავი იგივე დარჩი!
gff
შენღა აკლდი აქაურობას, ჩოლარია სად არის ნეტა? მასაც ექნება რაიმე პრეტენზიები
lado
დიმიტრი, სამწუხაროდა უნდა დაგეთანხმო. მეც გუშინდელი სადილივით მახსოვს ის ყველაფერი, რასაც შენ ამბობ.
ფათური დაიწყო
ამას მგონი გონის დროის გასვლასთან ერთად საზოგადოებას დაავიწყდა ,,მისი საქმენი საგმირონი". .....
murtalo
...აბა ამას ნამუსი აქვს?!...გეყო აქამდე რაც ჭამე ქართული ფეხბურთი!
shalva
"ვიფიქრებ იმაზე, თუ რა ფორმით და პროგრამით დავბრუნდე ქართულ ფეხბურთში". მოდი რა დაეტიე სადაც ხარ. იფიქრებს თურმე... ვისაც გასაქცევი გქონდათ (საშუალებაც) და თავს უშველეთ ძალიან გთხოვთ დარჩენილებს (ჩარჩენილებს) თავი დაგვანებოთ. ეხლა არ დამიწყო სამშობლოვო და ესეთებით დაბოლება. გვეყო
დიმიტრი
ჟორდანია ვის ძალადობაზე ლაპარაკობს,მახსოვს ერთხელ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად რომ არ ირჩევდნენ, მაშინდელი პროკურატურიდან იყვნენ მოსულები ჟორდანიაზე უამრავი საჩივარი არის შემოსული და პრეზიდენტად მისი არჩევა არ შეიძლებაო, მისმა სიმავრმა კახი ასათიანმა სულ დედის გინებით გაყარა პეროკურატურის პროკურორები,,,, ალბათ გემახსოვრებათ კახი სულ დორბლებს რომ ყრიდა,,,,, მერაბიკო ის დრო წავიდა.....
sikete
დაბრუნდეს!
akhali
ერთ-ერთი(თუნდაც გურია..)ქართული კლუბი დააფინანსოს ჯორდანიამ,გახსნას საბავშვო აკადემია,ან ვიტესის სკოლა...თუ ანაღვლებთ ქართული ფეხბურთის მომავალი იმუშაონ კლუბებში და ვინც უკეთ იმუშავებს ფავორიტიც ის იქნება მომავალ ფედერაციის არჩევნებზე,ხალხი დაინახავს გაკეთებულს,შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას,არჩევანს(თუ ექნება საშუალება ხალხს) სიჭინავაც რომ დანიშნეს,მიიღეს ალბათ მხედველობაში ,რომ სიჭინავას არცთუდიდი შესაძლებლობებით ბაზა მაინც გააკეთა ზუგდიდში,იშვიათი ქართველი რომელმაც მხოლოდ ჩადო ფული.
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს