ლა პლატაში გულშემატკივარი გარდაიცვალა
ტორნეო ფინალის მე-17 ტური ძალიან სკანდალური და ტრაგიკული გამოდგა. გულშემატკივართა მხრიდან ძალადობის ფაქტების გამო ათი შეხვედრიდან ორი შეწყდა, ერთი კი კინაღამ ჩაიშალა. მიმოხილვაც სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ...

ინდეBენდიენტე

ესეც ასე - ლიბერტადორესის თასის 7-გზის გამარჯვებული, არგენტინის 14-გზის ჩემპიონი, იმ ორი გუნდიდან ერთ-ერთი, რომელიც პრიმერადან არასდროს გავარდნილა, აველიანედას "ინდეპენდიენტე" 99,9 პროცენტით მომავალ სეზონს პრიმერა B-ში, ანუ არგენტინის რანგით მეორე დივიზიონში შეხვდება.

"დიდი ხუთეულის" (რივერი, ბოკა, რასინგი, ინდეპენდიენტე, სან ლორენსო) ორი წევრი ერთმანეთს "მონუმენტალზე" შეხვდა. სატურნირო მოტივაცია მასპინძლებსაც ჰქონდათ - "რივერი" ტორნეო ფინალში გამარჯვებისთვის იბრძვის, მაგრამ ესეც რომ არა, "ლოს მილიონარიოსი" მეტოქეს მაინც არაფერს დაუთმობდა, რადგან "ინდეპენდიენტეს" გავარდნა ამ ხუთეულის ყველა დანარჩენ წევრს გაუხარდება, განსაკუთრებით კი, "რასინგს" (როგორც "ინდეპენდიენტეს" ყველაზე საძულველ მეტოქეს) და "რივერს", ვინც ორი წლის წინ თავად გამოსცადა ქვედა ლიგაში დაქვეითების მთელი სიმწარე.

შეხვედრა სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და ერნან ფრედესი ვალდებული იყო, ანგარიში გაეხსნა, თუმცა 26 წლის ნახევარმცველმა რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც მისი გუნდი დაისაჯა. 21-ე წუთზე, რამდენიმე რიკოშეტის შედეგად, ბურთი ცარიელი კარის წინ მყოფ ხუან იტურბეს მიუვიდა, ვისაც გატანა არ გასჭირვებია.

ამ მომენტიდან მოყოლებული, "რივერი" უპირატესობას დაეუფლა და სიტუაციას ბოლო წუთებამდე აკონტროლებდა. ლოგიკური იყო მანუელ ლანსინის გოლი, რომელიც 20 წლის ნახევარმცველმა იტურბეს პასით გაიტანა.

მეორე ბურთის შემდეგ მასპინძელთა გულშემატკივრებმა "დიაბლოს" ("ინდეპენდიენტეს" ერთ-ერთი მეტსახელი) სხვადასხვა დამამცირებელი სიმღერა მიუძღვნეს, რამაც სტუმარი გუნდის ქომაგები გადარია. ფანებმა საკუთარ სექტორში ყველაფერი დაანგრიეს, მოგლეჯილ სკამებს კი "რივერის" გულშემატკივრებს ესროდნენ. რამდენიმე მათგანი პირველი იარუსის თავზე მდებარი სახურავზე გადაძვრა და მის ჩანგრევასაც (!) კი ცდილობდა. ამ ადამიანებს მიზნისთვის რომ მიეღწიათ, თავად ხომ დაიღუპებოდნენ და თან კიდევ ბევრ გულშემატკივარს გაიყოლებდნენ.

საბოლოოდ, მატჩი მაინც დასრულდა. დანიელ მონტენეგრომ ბოლო წუთზე ერთი გოლი კი გაიტანა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვერაფერი მოასწრეს - 2:1.

"რივერი" ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, "ინდეპენდიენტეს" კი მომავალ სეზონში პრიმერაში ვეღარ ვიხილავთ. იმისთვის, რომ ადგილი შეინარჩუნოს, მიგელ ანხელ ბრინდისის გუნდმა დარჩენილი ორივე მატჩი უნდა მოიგოს, "არხენტინოს ხუნიორსმა" ორივე წააგოს, ხოლო "სან მარტინმა", რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, მხოლოდ ერთი ქულა უნდა აიღოს.

ძალადობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი მატჩი შეწყდა და აღარ გაგრძელებულა. ჯერ "ველეს სარსფილდის" და "ოლ ბოისის" აბსოლუტურად უმოტივაციო შეხვედრა ჩაიშალა.

მატჩის 26-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ტრიბუნებზე სიტუაცია აირია, რის გამოც არბიტრმა შეხვედრა შეაჩერა. ეს გუნდები 12 ივნისს, თბილისის დროით 21:30-ზე, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ.

ტრაგიკული გამოდგა მეორე შეხვედრა, რომელიც ლა პლატაში გაიმართა. "ესტუდიანტესი" "ლანუსს" მასპინძლობდა და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს უგებდა. სწორედ ამ დროს ორივე კლუბის პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა, რომ სტადიონზე მყოფი ერთ-ერთი ქომაგი გარდაიცვალა. ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მატჩი აღარ გაგრძელებულიყო. ჯერჯერობით გარდაცვლილის ვინაობა და ტრაგედიის მიზეზი უცნობია, თუმცა პოლიცია ჩანაწერებს სწავლობს და სიტუაციაში გარკვევას ცდილობს.

პირველი ინციდენტი კი მე-11 წუთზე მოხდა. სტუმართა ტრიბუნასთან თავი სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მოიყარეს და ერთ-ერთმა რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა კიდეც. ეს ყველაფერი საკმარისი იყო პატრისიო ლუსტაუსთვის, რომ მატჩი დროებით შეეჩერებინა.

მცირე პაუზის შემდეგ შეხვედრა განახლდა და "სტუდენტებმა" მეტოქის კარში ორი გოლიც გაიტანეს. შესვენებისას და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე კი უკვე მოგახსენეთ.

უმოტივაციო კლასიკო

ამ ტურში მეორე კლასიკოც გაიმართა. "რივერის" და "ინდეპენდიენტეს" მოსისხლე მტრები ერთმანეთს აველიანედაში შეხვდნენ. "რასინგის" გულშემატკივრები ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე იყვნენ კარგ ხასიათზე, რადგან მათ "მონუმენტალზე" გამართული შეხვედრის შედეგი იცოდნენ. ქომაგებს ხასიათი არც ფეხბურთელებმა გაუფუჭეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

საშინელი მატჩი ჩაატარა გილერმო ბურდისომ, ვინც პირველ ტაიმში ავტოგოლი მიითვალა, მეორე ნახევარში კი საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და "ბოკას" კარში პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი სებასტიან სახამ გაიტანა - 34 წლის მეკარემ ტორნეო ფინალში მეორე გოლი გაიტანა, სულ კი ეს მისთვის პრიმერაში გატანილი მე-14 ბურთი იყო (3 - "რასინგში", 11 - "სან ლორენსოში").

4 ქულა ტიტულამდე

მორიგი მატჩი მოიგო "ნიუელს ოლდ ბოისმა" და "რივერს" ისევ 3 ქულით დაშორდა. ხერარდო მარტინოს შეგირდებმა ლიგიდან გავარდნილი "უნიონი" დაიბრიყვეს და მის კარში 5 უპასუხო ბურთი გაიტანეს. დუბლით გამოირჩა მაქსი როდრიგესი, თითო გოლი კი გაბრიელ ჰაინცემ, იგნასიო სკოკომ და მოედანზე მის ნაცვლად შემოსულმა მაქსი ურუტიმ გაიტანეს.

სკოკოს ანგარიშზე უკვე 11 გოლია და ის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია. 28 წლის ფორვარდს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ხოსე სანდის შემდეგ (2008/09 წლების აპერტურა/კლაუსურა) გახდეს პირველი ფეხბურთელი, ვინც ზედიზედ ორი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდება. მისთვის ხელის შეშლას ემანუელ ჟიგლიოტი ეცდება, ვინც ამ ტურში დუბლი შეასრულა და ახლა "კოლონის" შემტევის ანგარიშზე 10 გოლია.

ტორნეო ფინალი. XVII ტური

ბელგრანო-სან მარტინი 0:2

გოლები: 0:1 პენკო (74), 0:2 პენკო (85)

გოდოი კრუსი-ტიგრე 0:1

გოლი: 0:1 რუსკულიედა (71)

გაძევება: დ. რამირესი (90. გოდოი კრუსი)

არსენალი-კილმესი 1:2

გოლები: 1:0 ხ. ორტისი (6), 1:1 კაუტერუჩიო (35), 1:2 ლეიესი (72)

გაძევება: ნ. აგირე (75. არსენალი), ბენედეტო (88. არსენალი)

რივერი-ინდეპენდიენტე 2:1

გოლები: 1:0 იტურბე (21), 2:0 ლანსინი (63), 2:1 მონტენეგრო (90)

კოლონი-ატლ. რაფაელა 2:2

გოლები: 0:1 დ. ვერა (50), 1:1 ჟიგლიოტი (57), 1:2 ფ. გონსალესი (71), 2:2 ჟიგლიოტი (85-პენ)

რასინგი-ბოკა 2:0

გოლები: 1:0 გ. ბურდისო (21-საკ. კარში), 2:0 ს. სახა (48-პენ)

ნიუელსი-უნიონი 5:0

გოლები: 1:0 მაქსი როდრიგესი (31), 2:0 სკოკო (43), 3:0 ჰაინცე (54), 4:0 მაქსი როდრიგესი (71), 5:0 ურუტი (81)

სან ლორენსო-არ. ხუნიორსი 1:1

გოლები: 0:1 ლ. როდრიგესი (25), 1:1 კორეა (58)

ესტუდიანტესი-ლანუსი 2:0-ზე შეწყდა

გოლები: 1:0 ლ. დესაბატო (37), 2:0 დ. საპატა (45)

ველესი-ოლ ბოისი

შენიშვნა: თამაში 26-ე წუთზე შეწყდა და 12 ივნისს (21:30) გაგრძელდება

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 11 - სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 10 - ჟიგლიოტი (კოლონი); 8 - სილვიო რომერო (ლანუსი); 7 - დ. საპატა (ესტუდიანტესი); 6 - კაუტერუჩიო (კილმესი), ფრანსოია (უნიონი), ობოლო (გოდოი კრუსი), რიანიო (სან მარტინი), ვიეტო (რასინგი)

სარელეგაციო ცხრილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორნეო ფინალი. XVI ტური: ლიდერთა უიღბლო ტური

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
სერხიო აგუერო მშობლიურ კლუბ "ინდეპენდიენტეს" 5 ფეხბურთელს უყიდის
Playboy-ს მოდელი გარდაცვლილი იპოვეს - მან "რივერის" ფეხბურთელების პროსტიტუციის საქმეზე ჩვენება მისცა
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
სერხიო აგუეროს სიკეთის გაკეთებაზე უარი უთხრეს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
"ბოკა ხუნიორსი" რამოსით დაინტერესდა
"ბარსელონა" არგენტინული კლუბის 16 წლის ფეხბურთელს დაიმატებს
ლიბერტადორესის თასი: საოცარი პენალტების სერია
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
სრული სიგიჟე არგენტინის თასის ფინალში - 10 წითელი ბარათი და გამარჯვების გოლი 118-ე წუთზე [VIDEO]
დემიკელისი "რივერ პლეიტიდან" დაითხოვეს - დღეს კლუბი მისი ხელმძღვანელობით ბოლო მატჩს გამართავს
ტორნეო ფინალი. XV ტური: "ნიუელსმა" ლიდერობა გაიმყარა
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
სუარესი მალე კონტრაქტს "რივერ პლეიტთან" გააფორმებს
სერხიო რამოსი შესაძლოა, "ბოკა ხუნიორსში" გადავიდეს
ლუის სუარეზის ევროპული კარიერა სრულდება - ფორვარდი არგენტინის ჩემპიონატში ითამაშებს
ლუის სუარესი ევროპის კონტინენტზე აღარ ითამაშებს - ურუგვაელის ახალი გუნდი ცნობილია
სერხიო აგუეროს კარიერის დასრულება "ინდეპენდიენტეში" სურს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
"რეალს" "რივერ პლეიტიდან" 16 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს
"ახლა მოთამაშეებს სტილისტთან ფოტოს გადაღება აინტერესებთ" - რიკელმემ ახალგაზრდა ფეხბურთელები გააკრიტიკა
საოცარი ფინიში - "ბოკა ხუნიორსი" არგენტინის ჩემპიონი დრამატულ ბრძოლაში გახდა
"ატლეტიკომ" 2,5 მილიონად მოურინიო დაიმატა
ტორნეო ფინალი. XVI ტური: ლიდერთა უიღბლო ტური