ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ვაჟა ჟვანია: ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა - ჟორდანიას "მოხარშულს" ვიცნობ

ვაჟა ჟვანია: ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა - ჟორდანიას "მოხარშულს" ვიცნობ

ჟორდანია და ჟვანია ფეხბურთელობისას თანაგუნდელები იყვნენ თბილისის "დინამოში", მერე კი ამ კლუბის დირექტორატში მუშაობდნენ ერთად
მერაბ ჟორდანიას მიმართვას თავისებური რეზონანსი მოჰყვა ჩვენს საფეხბურთო სამყაროში. ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, ყველა საკუთარ პროგნოზს აკეთებს.

ამ ყოველივეზე სალაპარაკოდ რესპონდენტიც შევარჩიეთ - საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის და ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის (საქველმოქმედო ფონდი) თავმჯდომარე ვაჟა ჟვანია.

ჟორდანია და ჟვანია ფეხბურთელობისას თანაგუნდელები იყვნენ თბილისის "დინამოში", მერე კი ამ კლუბის დირექტორატში მუშაობდნენ ერთად. ჟორდანია და ჟვანია მეგობრები იყვნენ, თუმცა მათ შორის უთანხმოებაც მომხდარა, ჟვანია ღიად აკრიტიკებდა კიდეც ჟორდანიას.

"ლელოს" კითხვებს ვაჟა ჟვანია პასუხობს...

- მერაბ ჟორდანიას მიმართვა საქართველოს საზოგადოებისადმი თქვენთვისაც მოულოდნელი იყო? ჟორდანია ხომ, ფაქტობრივად, საქართველოში დაბრუნებაზე და ფედერაციის პრეზიდენტობაზე აცხადებს პრეტენზიას...

- ჟორდანიას განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. დაახლოებით ორი თვის წინ ვამბობდი, მერაბი ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს-მეთქი, მაგრამ მაშინ ჩემი პროგნოზი ბევრმა არ დაიჯერა.

- რას ემყარებოდა თქვენი პროგნოზი?

- იმას, რომ ჟორდანიას "მოხარშულს" ვიცნობ.

- თუ გავითვალისწინებთ ჟორდანიას ბიოგრაფიას, რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ მისი წარმატებული დაბრუნება ქართულ ფეხბურთში? ფაქტია, ჟორდანია დაპატიმრებული იყო საქართველოში...

- თვითონ, ალბათ, არ ფიქრობს ამ ყველაფერზე. ჩემი აზრით, არ სურს წარსულის გახსენება. არადა, აწმყოზე რომ ფიქრობ, წარსულიც უნდა გახსოვდეს.

- ჟორდანიას მხოლოდ უარყოფითი კუთხით უყურებთ? ის 90-იან წლებში იყო თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი და მაშინ რა სიტუაციაც იყო საქართველოში, ყველას გვახსოვს...

- რა თქმა უნდა, მას დადებითსაც ვერ წაართმევ. ჟორდანია ყურადღებით ეპყრობოდა ქართული ფეხბურთის ვეტერანებს, ქველმოქმედი იყო. საქმეს სჭირდებოდა და მე და ჟორდანია ოცდაოთხი საათი ერთად ვიყავით, თუმცა რაც ერთად გავაკეთეთ, დიდი ვერაფერი გამოდგა. როცა ჟორდანია "დინამოს" პრეზიდენტი იყო, მაშინდელი საქმიანობით თუ რამე საამაყო აქვს, ჯობია, ამაზე თვითონ ისაუბროს.

- მაინც როგორ გახდა ჟორდანია "დინამოს" პრეზიდენტი? როგორ ააწყო საქმე?

- ჟორდანიას ინტელექტუალური საფეხბურთო გუნდი დავახვედრე. ეს გუნდი ქაჩავდა "დინამოსაც" და საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც.

მოგეხსენებათ, "დინამო" შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო. მერე ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, გაიმართა კრება და "დინამოს" ფეხბურთელებმა დაიჯერეს, რომ ჟორდანია მოახერხებდა კლუბის გაძღოლას. ამ ყველაფერში მე ვიყავი ჩართული, ჟორდანია კი იმ დროს ისლანდიაში თამაშობდა ფეხბურთს და "დინამოში" რომ მოვიდა, ფინანსური აქტივებიც დავახვედრე: 214 000 გერმანული მარკა და 140 000 დოლარი; კიდევ ფეხბურთელთა სატრანსფერო თანხები.

- თქვენი და ჟორდანიას თანამშრომლობა რატომ დასრულდა "დინამოში"?

- კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, მერე კი ჟორდანიამ და მისმა თანამოაზრეებმა ჩამომაშორეს კლუბს.

- ჟორდანიას ღიად მაშინ დაუპირისპირდით, როცა კახა კალაძის სატრანსფერო თანხაზე ატყდა აჟიოტაჟი - რა მოხდა მაშინ, რა იყო კონფლიქტის მიზეზი?

- თუ არ ვცდები, 1996/97 წლების სეზონი იყო, როცა "დინამოში" დავბრუნდი სამი თვით. კალაძე თბილისის "დინამოდან" გადავიდა კიევის "დინამოში", იქიდან კიდევ "მილანში". კონტრაქტი იმის თაობაზე, რომ თბილისის "დინამოს" უკრაინული გუნდიდან ეკუთვნოდა იმ ტრანსფერის ღირებულების ნახევარი, რითაც კალაძე გადავიდოდა კიევის "დინამოდან" სხვა გუნდში, "აგრომრეწვბანკში" ინახებოდა.

კალაძე უკრაინულ გრანდში რომ გადავიდა, ჩვენს "დინამოს" ამაში 300 000 დოლარი უნდა აეღო. კონტრაქტის თანახმად, კალაძის "მილანში" გადასვლით მიღებული თანხიდან კი კიევის "დინამოს" უნდა გამოექვითა კალაძის ხელფასის, პრემიების, მანქანის, ბინის ხარჯები და რაც დარჩებოდა, იმ თანხის ნახევარი უნდა მიეცა თბილისის "დინამოსთვის".

ამ საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც კიევში. "დინამოს" 80 პროცენტი შპს "ბერმუხას" ეკუთვნოდა, 10 პროცენტი მერაბ ჟორდანიას და 10 პროცენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუ არ ვცდები, გამოძიებამ დაადგინა, რომ "დინამოს" დამფუძნებლებმა აზარალეს სახელმწიფო.

- როგორ ფიქრობთ, ახლა რა სიკეთის გაკეთება შეუძლია ჟორდანიას ქართული ფეხბურთისთვის? ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ჟორდანია უუნარო ნამდვილად არ არის...

- ჟორდანია რომ უნარიანი კაცია, ეს არნემის "ვიტესშიც" დაამტკიცა, პერიფერიული გუნდი ევროსარბიელზე გაიყვანა. თუ ასეთ რამეს გააკეთებს საქართველოშიც, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს ძალიან ძნელი, თითქმის შეუძლებელი იქნება, რადგან აქ ინტელექტუალური საფეხბურთო რესურსი მცირეა.

- ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო - ამ თანამდებობაზე როგორ შეაფასებდით მის საქმიანობას?

- შეიძლება იმის თქმა, რომ ფედერაციის პრეზიდენტობისას ჟორდანიამ ნაწილობრივ გაართვა საქმეს თავი. აშენდა ფედერაციის ახალი ოფისი, ნაკრების ბაზა... თუმცა გაცილებით მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.

- როგორც მეგობარს, რას ურჩევდით ჟორდანიას?

- ილუზიებით ნუ იცხოვრებს.

გამოხმაურება: აწმყოზე რომ ფიქრობ, წარსულიც უნდა გახსოვდეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვაჟა ჟვანია: ჩვენი საფეხბურთო ინტელექტუალური რესურსი ნულია

თვალსაზრისი: პრეზიდენტობის ვირტუალური კანდიდატი?

მერაბ ჟორდანიას მიმართვა საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებისადმი

მერაბ ჟორდანიას შეხვედრა აბრამოვიჩთან და პირველი მილიონები "ვიტესში"

მერაბ ჟორდანიას ამბიციური გეგმები

მერაბ ჟორდანია, ნოდარ ახალკაცი, გიორგი ნემსაძე - სფფ-ის საპატიო პრეზიდენტები?

მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით

• გიორგი

საქართველოს ძალიან ცოტა ყავს ისეთი პროფესიონალი, რომელიც შეძლებს მაშტაბურად იაზროვნოს და მართოს ფეხბურთი ქვეყანაში. რაც მოიტანა დილიტანტების-ახალკაცის და სიჭინავას "მოღვაწეობა"-მ კარგად ვიცით. 0 % წარმატება ევროპულ კლუბურ ტურნირებზე და ასევე სანაკრებო დონეებზე / მცირე გამონაკლისი 17 წლიანები და ვნახოთ 19-იანები/ . და ეს ყველაფერი 10 წელია არ იცვლება. გვაწყობს ახალი ექსპერიმენტები? უეფა , ფიფაში ბევრი რამ პირადი ურთიერთობებით წყდება, სადაც ჟორდანიას ცუდი პოზიციები არა აქვს. დიდ ფეხბურთში ყველგან ფული ტრიალებს და ყველა რაღაც თემებშია გარეული, ანუ წმინდანები ამ სფეროში არ მოღვაწეობენ. თუ არ გვინდა საქმის მკეთებელი ადამიანები, მაშინ გავაგრძელოთ სირთა პარადი ქართულ ფეხბურთში.

• dimitri

არ დამავიწყდება, ერთხელ ფეხბურთის პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა, მიუხედავად იმისა რომ მერაბ ჟორდანია მხილებული იყო კორუფციაში მისი სიმავრის კახი ასათიანის "კაჩაობით" მერაბ ჟორდანიას ირჩევდნენ პრეზიდენტად. სპორტსმენები არ ეკარებოდათ და მანდატები ნაცნობებს დაურიგეს, საშინელი განუკითხაობა იყო. არჩევნების დროს დარბაზში შემოვიდა ორი ახალგაზრდა კაცი და ყრილობას განუცხადეს "ჩვენ ქალაქის პროკურატურიდან ვართ პროკურორები, ჟორდანიაზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული და ამ კაცის არჩევა არ შეიძლებაო". ამ სიტყვების გაგონებაზე კახი ასათიანი წამოხტა არანორმალური სახით, დაუწყო ამ პროკურორებს დედის გინება, ფურთხება და ყვირილი, ვიღაცას დაუძახა პანღური ამოარტყით და გაყარეთო,,,, არ იცის მე ვინ ვარ, როგორ მიბედავენ საქმის აღძვრას ეგ ყ-----ო, პროკურორები გაიქცნენ, კახიმ კი ჟორდანია აირჩია პრეზიდენტად და ერთად გამოჭამეს ქართული ფეხბურთი,,,,,,,

• oooojo

ჟორდანია მომანატრა სიჩინავამ..

• guja_kakhadze

ბ-ნი ვაჟა ინტელექტუალური საფეხბურთო რესურსის სიმცირეზე სამწუხარო სიმართლეს ამბობს.

• mg

მოკლედ სპორტსჰიც მიცვალებულებს აბრენებენ იმატ ვინც გაანადგურეს და გაფცკვნეს მტელი საკარტველო.ტავად არ ცვხენიატ ნეტა?

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

ვაჟა ჟვანია: ვლადიმირ ვაისს ქება ეკუთვნის!

"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა

Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს

მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს

საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?

"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...

როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

ვინ არის დამნაშავე? როცა გაზეთი და ჟურნალისტი დაბალი ღობე ჰგონიათ...

მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

საერთაშორისო სკანდალის საფრთხე: სფფ "ადიდასის" ნიშნებს უკანონოდ იყენებს?!

"ადიდასის" წარმომადგენელი: ვაჟა ჟვანიამ ყველაფერი აღიარა

"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა