ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან - როგორ აჯობა ბაქომ ჩიკაგოს

ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან - როგორ აჯობა ბაქომ ჩიკაგოს

"მხოლოდ ფინანსების გამო არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება. რუსეთის გარდა, არაბეთშიც შემეძლო წასვლა და უფრო მეტ ფულსაც ავიღებდი"
მეორე ბუნდესლიგის "ბოხუმიდან" წამოსული 35 წლის ალექსანდრე იაშვილი ბაქოს "ინტერში" ითამაშებს. რამდენიმე წლის წინათ აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ აზერბაიჯანში სერიოზულად მოჰკიდეს ფეხბურთის განვითარებას ხელი და დღეს იქაურ ლიგაში ძვირიანი ფეხბურთელები და მწვრთნელები მიჰყავთ.

გერმანიიდან აზერბაიჯანში - ეს უკვე ნამდვილი ამბავია. თუ ბერტი ფოგთსი, ჯონ ტოშაკი, ტონი ადამსი და იური სიომინი არ თაკილობენ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლას, ცხადია, არც იაშვილის გადაწყვეტილება უნდა იყოს განსაკუთრებული. ფეხბურთში მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება.

ამ რანგის ქართველ ფეხბურთელს აზერბაიჯანში ჯერ არ უთამაშია და ძალიან საინტერესოა, თუ როგორ წარიმართება იაშვილის კარიერა ამ ქვეყანაში. თამაში ადვილი აღარსად არის, აზერბაიჯანული ფეხბურთი წინ მიდის, იაშვილის ბაქოს "ინტერში" მისვლაც ამის ერთ-ერთი დასტური უნდა იყოს.

იაშვილი ბაქოდან რამდენიმე დღით ჩამოვიდა თბილისში და ინტერვიუც ჩამოვართვით.

- როგორ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება? რატომ გამოდგა აზერბაიჯანში გადასვლა შენთვის საინტერესო? სხვა შემოთავაზებები არ გქონდა ამ კონკრეტულ პერიოდში?

- კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩამდე თბილისში რომ ჩამოვედი, მაშინ ვისაუბრეთ მე და კახა ცხადაძემ. მან მკითხა, იყო თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ბაქოს "ინტერში" მეთამაშა, როგორ წარმომედგინა ცხადაძის გაწვრთნილ გუნდში გადასვლა.

რაც შეეხება სხვა შემოთავაზებას, შემეძლო მეორე ბუნდესლიგის რომელიმე გუნდში მისვლა; დამიკავშირდნენ ამერიკიდანაც, მეიჯორ ლიგის "ჩიკაგო" მეპატიჟებოდა - კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, კონტრაქტს გამოგიგზავნი და ხელი მოაწერეო.

"ჩიკაგო" მართლაც საინტერესო ვარიანტი იყო, მაგრამ სამი შვილით ამერიკაში ვერ გადავიდოდი საცხოვრებლად. "ინტერში" იმიტომაც გადავედი, რომ გუნდის მწვრთნელი ცხადაძეა; მისი სურვილი იყო, გვერდში დავდგომოდი, პროფესიონალიზმის მაგალითი მიმეცა სხვა ფეხბურთელებისთვის.

არაერთხელ მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან და უკრაინიდან და ყოველთვის ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რატომ უნდა მიმეღო გერმანიიდან წასვლის გადაწყვეტილება. გერმანიაში ახლაც შემეძლო დარჩენა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ამჟამად აზერბაიჯანში წასვლა ჩემთვის საინტერესო იქნებოდა.

- გადაწყვეტილების მიღებისას, ალბათ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსურმა ფაქტორმაც...

- რა თქმა უნდა, ფინანსური მხარე თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება. რუსეთის გარდა, არაბეთშიც შემეძლო წასვლა და უფრო მეტ ფულსაც ავიღებდი. როცა არჩევანს აკეთებ, ყველაფერი მთლიანობაში უნდა განიხილო და მეც დამაინტერესა "ინტერის" საქმისადმი დამოკიდებულებამ.

- "ინტერში" უკვე ივარჯიშე? კლუბის პრეზიდენტთან გქონდა შეხვედრა?

- ჯერ სამედიცინო შემოწმება გავიარე და მერე ორი ვარჯიში ჩავატარე. ჩემი იქ ყოფნის დროს პრეზიდენტი ბაქოში არ იყო და მხოლოდ კლუბის დირექტორს ვესაუბრე.

- გერმანიაში კარგა ხანს იცხოვრე და როგორ ფიქრობ, ამის მერე აზერბაიჯანში ცხოვრებას, იქაურ სტადიონებსა და სიტუაციას ადვილად შეეგუები?

- გერმანიაში თორმეტი წელიწადი გავატარე; აქედან შვიდი წელი - ოჯახთან ერთად და ვფიქრობ, უკვე დროული იყო იქიდან აქეთ წამოსვლა.

რა თქმა უნდა, კარგად მესმის, რომ აზერბაიჯანში ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც გერმანიაშია და გადაწყვეტილების მიღებისას ესეც გავითვალისწინე.

- ბაქოს "ინტერი", იქაური გულშემატკივრები როგორ შეხვდნენ შენს გადასვლას?

- პირველ და მეორე ბუნდესლიგაში ჯამში 439 მატჩი ვითამაშე, რაც გერმანიაში მოთამაშე ლეგიონერებში საუკეთესო შედეგია. 200 მატჩი ბუნდესლიგაში, 239 - მეორე ბუნდესლიგაში. ვფიქრობ, ასეთი ფეხბურთელის გუნდში მისვლა ბაქოს "ინტერისთვის პრესტიჟული იქნება.

- კიდევ რამდენ ხანს აპირებ თამაშს? 2014/15 წლების სეზონისთვისაც ფეხბურთელი იქნები?

- 2014/15 წლების სეზონისთვის უკვე 37 წლის ვიქნები. "ინტერთან" ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. წინა სეზონი საუკეთესო ნამდვილად არ იყო ჩემთვის, თუმცა 28 მატჩი ვითამაშე. ამაზე მეტი მატჩი "ბოხუმის" მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ჩაატარა.

ჯერაც ჯანზე ვარ. როგორც კი საკუთარ თავს შევატყობ, რომ ვარჯიში, თამაში და რეჟიმი ჩემთვის უკვე ძნელია, უმალვე დავანებებ თავს ფეხბურთელობას. მანამდე კი თამაში და ვარჯიში მსიამოვნებს.

კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის წინ რომ ვემზადებოდით, მაშინაც ვიგრძენი, მოედანზე გასვლა კვლავინდებურად სიამოვნებას მანიჭებდა. ასე რომ, ერთ სეზონს კიდევ ვითამაშებ და მერე ვნახოთ...

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ბევრჯერ გვისაუბრია და ერთხელაც გკითხავ. ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრაც წააგო, ნაკრების ზოგი ფეხბურთელი კი უკვე ღიად აკრიტიკებს გუნდის მთავარ მწვრთნელს, თამაშის სტილს და იმ სიტუაციას, რაც ნაკრებშია. როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?

- მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, უკვე თქვეს, რომ გუნდის გაახალგაზრდავებას აპირებენ. რაც ყველაზე საწყენი იყო ჩემთვის, უკვე ვთქვი, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.

- ფეხბურთელობის შემდეგ რომ ისევ ფეხბურთში აპირებ დარჩენას, ადრე უკვე გვითხარი. კონკრეტულად თუ გაქვს გადაწყვეტილი, რა საქმიანობას შეუდგები?

- გადავწყვიტე, რომ გერმანიაში სპორტული მენეჯერის დიპლომი ავიღო. არ ვაპირებ მწვრთნელობას, ეს უკვე გარკვეულია. მენეჯერის დიპლომის კურსების გავლა ინტერნეტითაც შეიძლება, თუმცა გერმანიაში სამჯერ მაინც მომიწევს ჩასვლა გამოცდების ჩასაბარებლად.

მენეჯერობა დიპლომის აღებამდეც შემეძლო. "კარლსრუეს" მენეჯერი "ჰამბურგში" რომ გადავიდა, "კარლსრუეს" შესთავაზა, კლუბის ერთ-ერთ მენეჯერად იაშვილი აიყვანეთო, მაგრამ მე მაშინ მენეჯერობას ფეხბურთელობა ვამჯობინე.

სხვათა შორის, "კარლსრუემ" ახლა გუნდში ფეხბურთელად დაბრუნებაც შემომთავაზა, მაგრამ ამაზე თანხმობა ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება.

- რატომ, რაიმე უთანხმოება გქონდა "კარლსრუეს" გუნდში?

- როცა "კარლსრუეს" კაპიტანი ვიყავი, გუნდი მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა. ლეგიონერებს არ აქვთ უფლება, მესამე ბუნდესლიგაში რომ ითამაშონ, მაგრამ რადგან ათი წელი უკვე ნათამაშები მქონდა გერმანიაში, ამის უფლება მომეცა, თუმცა "კარლსრუეში" აღარ დავრჩი და ახლა რომ მივსულიყავი ამ გუნდში, მართალი არ ვიქნებოდი.

- გერმანია თუ საქართველო - ფეხბურთელობის შემდეგ უფრო სად აპირებ მუშაობას?

- მენეჯერობამდე ჯერ ერთწლიანი პაუზა მაქვს აღებული. ვფიქრობ, ჩემი მომავალი საქმიანობა მაინც უფრო გერმანიას უკავშირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• uza

ეს კაცი პროფესიონალია, საქციელში მართალია, ასე ნემსაძემ რომ ,,გადაიფიქრა", მასინ გამოგვეთქვა პრეტენზიები

• ჯონი samba

ნუ აქაფდით რა. რასაც მინდა იმას დავწერ. მაქვს გამოხატვის უფლება. 36 წლის კაცი, თავის სამშობლოში უნდა ამთავრებდეს კარიერას. ეს არის და ეს. ასე იქცევა უცხოეილი ვარსკვლავები. რამდენ ახალგაზრდას დაარიგებდა ჭკუას? გამოცდილებას გაუზიარებდა. არც ის მჯერა, იაშვილს ნდომოდა და არ აეყვანა ან დინამოს ან სხვა გუნდებს. უბრალოდ არ იკადრა საქართველოს ჩემპიონატი. მესმის, რომ პროფესიონალია. ღმერთმა მაგრად ამყოფოს, მაგრამ ნუ მეტყვით, რომ ქართველი მამულიშვილი და პატრიოტი კაცია.

• nugzari

აქ ვითომ პატრიოტმა სირაკოზებმა თავი დაანებონ ***. თუ ასეთი კაი ტიპები ხართ, წამოდით ჩემთან ყანის მთოხნელად იმაუშავეთ დღეში 10 ლარად. სამშობლოს სჭირდება.

• iashka juvnetino

სამბა ვინ მიიწვია დინამოში და არ წავიდა? რაც არ იცი ნუ წერ და შენი შესარცხვენი არაფერი აქვს ამ კაცს...ამდენს მიაღწიე და მერე ილაპარაკე და იჭორავე....

• giorgi

მე აქ კომენტარები არ წამიკითხია და არც წავიკითხავ რადგან მოიძებნება ისეთი ადამიანი რომელიც იაშკაზე ცუდს დაწერს და არ მინდა ნერვები მოვიშალო. იაშკა მაგარი კაცი ხარ მადლობას გიხდი რამდენჯერაც მე გამახარე შენი კარგი თამაშით საქართველოს ნაკრებში და გერმანიაშიც. მაგარი კაცი ხარ ეხლა შენს გამო ბაქოს ინტერსაც ვუბალიშიკებ.

• zura

დინამოსი გადმოსვლა იაშვილითვის არავის რომ არ სეუთავაზებია მაგაზე რას იტყვი ბატონო ჯონი??

• ნუკრი

შესარცხვენი და გასალანძღი საქართველოში იმდენი გვყავს რომ იაშვილს თავი დავანებოთ ჯობია, მით უმეტეს როცა იგი პატივისცემას იმსახურებს და არა კრიტიკას

კიდევ დავამატებ:პირად შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს ჩემგან და გერმანიაში მასა ჯერ იაშვილსა და კობიაშვილს ცნობს,მერე აქ მყოფი ათიათასობით ქართველის ნამოქმედარს(მოპარვა და წამალი) და მერე დანარჩენ "ცნობილ" ქართველებს:სტალინს,შევარდნაძეს,სააკაშვილს,....ვისზე რა წარმოდგენა აქვთ და ვინ როგორ გააცნო საქართველო ამას მგონი აღარ სჭირდება განმარტება.ამიტომ პირადად ჩემგან და ჩემი მეგობარი ქართველებისგან კიდევ ერთხელ მადლობა იაშკასა და კობის.და ვინც მათზე კიდევ რაიმეს ცუდის თქმას აპირებს მან ამათზე 100-ჯერ!!! ნაკლები მაინც გააკეთოს საქართველოს სასახელოდ და მერე ილაპარაკოს მათ აუგზე.

იაშვილისა და კობიაშვილის სახელი ბავშვმაც კი იცის გერმანიაში,"შვილით" დაბოლოებული გვარის გაგებისას მაშინვე მათ გვარებს ამბობენ,საქართველო გერმანელთა უმრავლესობისთვის მათთან ასოცირდება და ძალიან კარგი განწყობა ეუფლებათ.მადლობა ალექსანდრე,მადლობა ლევან,რომ საქართველოსი და ქართველი კაცის სახელი კაცურად ატარეთ მთელი ცხოვრების მანძილზე,თქვენ თქვენი მოვალეობა უკვე პირნათლადა გაქვთ მოხდილი ქვეყნისა და ერის წინაშე,ნურასდროს გეწყინებათ უგუნურთა უგუნურობა,ღირსეულ ქართველებს მუდამ ემახსოვრებით და ღირსეულად მოგიგონებენ.

• murtalo

სანამ იაშკაზე რაიმე სიბინძურეს იტყვით, დაფიქრდით და პირში წყალი გამოივლეთ!...რომელიმე თუ ხართ აზრზე სიბინძურის მწერლებო, ერთი ქართული კლუბი დამისახელეთ სათამაშოდ რომ მიიწვია და უარი უთხრა...თქვენ ყველა ის ხალხი ხართ ქეცბაია მწვრთნელი რომ გგონიათ!

• დუდუ

სადაც უნდა, იქ ითამაშებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ყველას რო სხვის ხარჯზე უნდა სამშობლოს გაბრწყინება, რა მაგრია, არა? ნეტა თითონ რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის, იაშკას რო ლანძღავთ? სინდისიც კაი საქონელიაო.

• jonis

ჯონი, შენ შესთავაზე დინამოში გადასვლა და უარი გითხრა?

• ჯონი samba

უცხოეთში, ფეხბურთელი კარიერის ბოლოსკენ მშობლიურ კლუბს უბრუნდება და ეხმარება. ისინი ღირსეული და პატრიოტი ხალხია!!! ამიტომ მძაგს ქართული მენტალიტეტი, მორალი და ტრადიციები. აქ ღირსეული არავინ ხართ!

• samba

ვინ ამბობს, რო პროფესიონალი არ არის?!!!! პროფესიონალია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ღირსეული და პატრიოტი კაცია იმავდროულად? დინამოში არ დაბრუნებით დაამტკიცა, რა არის მისი ფასეულობა და ინტერესი ცხოვრებაში. გაუბედურებული, დამშეული, ტერიტორია წართმეული ქვეყანა და აქ დაბეჩავებული ხალხისთვის გულის გახარება არ იკადრა ბიჭმა. მიაშურა აზერბაიჯანს. ამიტომ შ ე ვ ა რ ც ხ ვ ი ნ ე იაშვილი!!!!!

• ჯონი

სირცხვილია რასაც შენ წერ! იაშკა ნამდვილი კაცია და პროფესიონალი თავის საქმის შენ ბოდიში მაგრამ გაგებაში არ ხარ

• ჯონი samba-s

ჯონი samba პროფესიონალი ფეხბურთელია და სადაც უნდა იქ წავა. ვინ გეკითხება შენ, სხვისი ბედის გადაწყვეტა?

• ჯონი samba

ნუ მეტყვიან, რომ ეს ღირსეული და პატრიოტი კაცია. შევარცხვინე იაშვილი დინამოში, რომ არ დაბრუნდა. დაეხმარებოდა გუნს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაში. შ ე ვ ა რ ც ხ ვ ი ნ ე ფულის მონა!!!!!

კასანო: ნუსა ახალი კვარაცხელიაა და "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა შეიძინოს

წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

ნიკა გელაშვილი აზერბაიჯანული "ყარაბახის" ფეხბურთელია

ტონი ადამსი: ვენგერს ჩემთვის არაფერი უსწავლებია

სიომინი: ხვიჩას წყალობით პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა

ნიკა გელაშვილი: მჯერა, საქართველოს ნაკრებში კვლავ მიმიწვევენ

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

სიომინი: ხვიჩა პსჟ-ში უზარმაზარ როლს თამაშობს, მაგრამ გუნდს პრობლემები აქვს

ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...

ჯონ ტოშაკი: "რეალს" მარტო მარსელო კი არა, ნახევარი შემადგენლობა შესაცვლელი ჰყავს

ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში

U19. დორტმუნდი VS დინამო თბილისი - დინამოელები ჩემპიონების რანგში

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

სიომინი: კვარაცხელია ბრწყინვალეა - პსჟ-ის შემდეგ ეტაპზე გასვლა კანონზომიერია

ლევან ყენიამ დიუსელდორფი მოაჯადოვა [VIDEO]

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

სიომინი: ხვიჩაზე სასაცილო თამაშგარე იყო - ვერ გავიგე, რატომ შეცვალა ლუის ენრიკემ

ტონი ადამსი: მთვრალი პატრიკ ვიეირა მაგიდაზე ცეკვავდა - "არსენალის" ფეხბურთელების საშობაო ისტორია

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

აუტანელი ჰალსტუხი და... ჯონ ტოშაკი - ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

"ბოხუმის" კაპიტნის ღირსეული საქციელი [video]

სიომინი: პსჟ-ს ბრწყინვალე სამეული ჰყავს და ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

კურასაო, მოზამბიკი, შანხაი, მუმბაი - სად წვრთნიან პრემიერლიგის ექსვარსკვლავები

ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

"ლივერპულის" გამოცდილი ახალი კაცი საქმეში

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]

ფოგთსს ევროპა ლიგა სამართლიანად არ მოსწონს

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

ბერტი ფოგთსი "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ურჩევს ზედმეტ ხელმომჭირნეობას თავი დაანებონ

"ამიტომ კვარაცხელიას ფანები რუსეთშიც არიან" - სიომინი ქართველი ფეხბურთელის მორიგ გაბრწყინებაზე

ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლის შემდეგ პერესმა ბეილის გაყიდვა გადაიფიქრა

ფოგთსი: ჰაინკესი შეიძლება "ბაიერნში" დატოვონ

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

"ბაიერნი" თასიდან მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კინაღამ გამოაგდო [VIDEO]

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

ბერტი ფოგთსი: შესაძლოა, კოუტინიო ვარსკვლავი აღარ არის

ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს

ტონი ადამსი - ლეგენდა, რომელმაც "გრანადა" ვერ გადაარჩინა