დონ იუპმა მწვრთნელად დაბრუნება თითქმის გამორიცხა
"ბაიერნის" აწ უკვე ექსთავკაცმა იუპ ჰაინკესმა რამდენიმე დღის წინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც გამოაცხადა, მინიმუმ ერთი წელი დავისვენებ, მერე კი შეიძლება სადმე ვიმუშავოო.

"დონ იუპის" განცხადება უფრო სამწვრთნელო კარიერის დამთავრების ნიშანი იყო, მაგრამ რაკი თქვა, სიტყვა "სამუდამოდ" არ მიყვარსო, საფეხბურთო გერმანიაში მაშინვე სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა - ჰაინკესი "რეალში" იმიტომ არ მიდის, რომ გაისად გერმანიის ნაკრების ჩაბარება უნდაო. ასეთ ვარაუდს მართლაც ჰქონდა არსებობის უფლება, რადგან ამჟამინდელ ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვს გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი მართლაც სწორედ გაისად, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უმთავრდება, მაგრამ...

"იმ პრესკონფერენციის შემდეგ ბევრი ითქვა და დაიწერა, ყველა თავისას ამბობს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებში შესწორებები შევიტანო. სიტყვა "სამუდამო" მართლაც არ მიყვარს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მწვრთნელად მუშაობას აღარ ვგეგმავ. მიმაჩნია, რომ ეს სეზონი ჩემი სამწვრთნელო კარიერის ღირსეულზე ღირსეული დასასრული იყო და მუშაობაზე აღარ ვფიქრობ," - განაცხადა 68 წლის ჰაინკესმა "შპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"ბევრმა იფიქრა ასე, მაგრამ ყველას ვუპასუხებ: არ მაქვს იმის ამბიცია, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდე".

იუპი: გვარდიოლას წარმატებებს ვუსურვებ!

"კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჰაინკესი "ბაიერნის" მომავლისა და მისი შემცვლელის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებაც საუბრობს:

"ბაიერნის" ხელმძღვანელებმა პეპის დათანხმებით სწორი, მეტიც, იდეალური გადაწყვეტილება მიიღეს. კლუბის ხელმძღვანელებს ჩემი შემცვლელი რომ ვერ ეპოვათ, შესაძლოა, დავრჩენილიყავი, მაგრამ ასეთი დასასრულითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ფაქტია, რომ გვარდიოლაც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ვუტოვებ გუნდს, რომელიც იდეალურად ფუნქციონირებს.

ვიცი, რომ ამ განცხადების გამო ერთხელ უკვე გამაკრიტიკეს, გვარდიოლას წნეხის ქვეშ აქცევსო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას. აბა, რომელი გუნდი სჯობია დღეს "ბაიერნს"? რეკორდმაისტერი იდეალური კოლექტივია!

პეპ გვარდიოლას, რა თქმა უნდა, წარმატებებს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან ის ჩემს გუნდს ჩაიბარებს. თუკი "ბაიერნი" გაისადაც მოიგებს როგორც ბუნდესლიგას, ისე ჩემპიონთა ლიგას და გერმანიის თასს, უბედნიერესი ვიქნები. ასეთ შემთხვევაში ბიჭებს სათითაოდ ჩამოვურეკავ და წარმატებას მივულოცავ ზუსტად ისე, როგორც მე მომილოცეს ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა: სანსმა, რედონდომ და კარემბუმ".

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ "ბაიერნს" კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე თამაში (გვარდიოლა "ბარსას" სწორედ ასე ათამაშებდა), ჰაინკესი ასე პასუხობს: "ყველაფერი წარმატებაზეა დამოკიდებული. მთავარია, როგორ შეასრულებენ ფეხბურთელები გვარდიოლას დავალებებს და რამდენად სწრაფად შესწავლადია ბაიერნელებისთვის ის სისტემა, რომელსაც პეპი "ბარსაში" იყენებდა. ზოგადად, ყველაფერს დრო სჭირდება. ფაქტია, მიუნხენურ გრანდს რობერტ ლევანდოვსკი რომ ეყიდა, პოლონელი აუცილებლად ითამაშებდა, რაც ავტომატურად გამორიცხავდა იმას, რომ "ბაიერნს" კლასიკური ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ეასპარეზა. დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ადგილისთვის მარიო მანჯუკიჩიც მედგრად იბრძოლებს".

ხავი მარტინესი ჰაინკესის იდეა იყო

"შპიგელის" ინტერვიუსაც დავუბრუნდეთ, რომელშიც ჰაინკესი რეკორდმაისტერის ესპანელ საყრდენ ნახევარმცველ ხავი მარტინესზე საუბრობს:

"დიდი ხანია, "ბაიერნს" ასეთი წარმატებული და ასი პროცენტით სრულყოფილი ტრანსფერი არ განუხორციელებია. სხვათა შორის, მისი შეძენა ჩემი იდეა იყო და უნდა გენახათ, რამდენი დრო და ძალისხმევა დამჭირდა იმისათვის, რომ ხელმძღვანელები მარტინესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდაში დამერწმუნებინა. სხვათა შორის, თავიდან არც ისე კარგად თამაშობდა, მაგრამ მალევე მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, მარტინესი იდეალური ფეხბურთელიაო. მერე კი ყველამ დაინახა, რომ ის მართლაც შესანიშნავი მოთამაშეა, რომლის სანაცვლოდ მართლა ღირდა 40 მილიონის გადახდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იუპ ჰაინკესი: მწვრთნელობას აღარ ვაპირებ

როგორ დაინიშნა პეპ გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნში"

ესპანელს ესპანელი შეცვლის? - "ლევერკუზენში" ფაბრეგასის ვარიანტს განიხილავენ
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
ტენ ჰაგმა შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს
მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს
თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება
ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება
პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ასეც ხდება - "სიტი" პრემიერ ლიგაში ბოლო 2 თვეში ყველაზე ცუდი კლუბია
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?" - რონალდოს უცნაური პასუხი
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ლიოვი გერმანიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს
ბუნდესლიგა. XXXIV ტური: ჰამბურგში დრო გაჩერდა... [VIDEO]
შერიგება ერთი პირობით - გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
დღეს დიდი მატჩებია - "არსენალმა" ახლა თუ არა, როდის და "რეალი", რომელსაც აქ 20 წელია, არ წაუგია!..
მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა
ანჩელოტი: ნახევრად კმაყოფილი ვარ, "ბაიერნმა" ჩვენზე უკეთესად ითამაშა
იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს
გვარდიოლა ზაფხულში "სიტიდან" წასვლას გეგმავს
იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო