ამერიკული ფეხბურთის კლუბის მეპატრონე დაკარგულის დაბრუნებას ითხოვს
"ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში (NFL).

ბრწყინვალე ტომ ბრეიდისა და მთავარი მწვრთნელის, ბილ ბელიჩიკის მეთაურობით, გუნდმა XXI საუკუნის დასაწყისში სამი საჩემპიონო ტიტული მოიგო, აგრეთვე, ბევრი რეკორდი დაამყარა.

"პეტრიოტსში" მთავარი ადამიანი - კლუბის მფლობელი რობერტ კრაფტია. ასეა 1994 წლიდან. აშშ-ის სპორტისა და ბიზნესის სფეროში ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და ამიტომაც გასაკვირი არაფერია იმაში, რომ კრაფტს ბევრ ცნობილ ადამიანთან აქვს კავშირი, მათ შორის, პოლიტიკოსებთან.

2005 წელს, "ნიუ ინგლენდის" მორიგი ტრიუმფის შემდეგ, მისტერ კრაფტი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მაშინ პრესაში დაიწერა იმ სკანდალის შესახებ, რომელიც კლუბის მფლობელის საჩემპიონო ბეჭედს უკავშირდებოდა. გაზეთმა New York Post-მა თავად კრაფტის სიტყვებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინმა თითქოს ბეჭედი მოპარა "პეტრიოტსის" მფლობელს.

"გადავწყვიტე, ბეჭედი მეჩვენებინა რუსეთის პრეზიდენტისთვის. მან ხელში დაიჭირა ეს ძვირფასი ნივთი და თქვა: "ამ ბეჭდით კაცის მოკვლა შეიძლება". უნებლიეთ ხელი უკან გავწიე, პუტინმა კი ბეჭედი ჯიბეში ჩაიდო, რის შემდეგაც დაცვის სამი ბიჭი გარს შემოერტყა და ის წავიდა", - ყვებოდა მაშინ კრაფტი.

რუსეთის პრეზიდენტიც და "პეტრიოტსის" ბოსიც უარყოფდნენ მომხდარს. ამერიკელმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ უბრალოდ, ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა პუტინს მისი და რუსი ხალხისადმი პატივისცემის ნიშნად.

თუმცა ინციდენტიდან რვა წლის შემდეგ ამერიკულმა პრესამ ისევ გაიხსენა ეს შემთხვევა და ისევ "ნიუ იორკ პოსტს" მოჰყავს რობერტ კრაფტის სიტყვები, რომლითაც ვიგებთ, რომ კლუბის მფლობელი აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტისგან, ჯორჯ ბუში-უმცროსისგან იღებდა მითითებას - არ შეეწუხებინა პუტინი ამ საკითხთან დაკავშირებით.

"მე არ მინდოდა ბეჭდის მიცემა. მასთან ემოციური კავშირი მქონდა და მასზე ამოტვიფრული იყო ჩემი სახელი. მინდოდა, ეს ნივთი eBay-ს აუქციონზე მეხილა, მაგრამ ბუში მეუბნებოდა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების ინტერესებში იყო, რომ ამ ბეჭედს საჩუქრის სახე მიეღო", - განაცხადა კრაფტმა.

თავის მხრივ, კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი უარყოფს ამ ინფორმაციას.

"მისტერ კრაფტი უცნაურ ამბებს ყვება. მე მასთან და პუტინთან ძალიან ახლოს ვიდექი და პირადად ვადევნებდი თვალს მომხდარს და გავიგონე, რომ მისტერ კრაფტმა ბეჭედი, როგორც საჩუქარი, ისე გადასცა", - ამბობს პესკოვი CNN-თან კომენტარში.

როგორც პრესსამსახურის უფროსი ამბობს, კრაფტის საჩემპიონო ბეჭედი კრემლის მუზეუმში ინახება, ისევე, როგორც რუსეთის პრეზიდენტის სხვა ნივთები. ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ჯერ არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Shoda
პარლამენტში ნაცხროვისა და რესპუბლიკელების დეპუტატებმა ქვეყნისტვის ორი სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი კანონპროექტი ჩააგდეს! იმის მაგივრად, რომ ამ ბოროტებაზე ავიმაღლოთ ხმა, შეხედეთ ჩვენი ჟურნალისტები რა სისულელეებით არიან გართული! ვინ დაგავალა ასეთი კრეტინობის დაწერა ბიჭჭო!!!
jimi
შეახა როგორც გოიმს)) რომ აჩვენა აბა რა ეონა?
marina
აი რა ხალხთან გვაქვს საქმე! ვაჭრები, ვაჭრები, ვაჭრები. ტყუილები, ტყუილები, ტყუილები!
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
"პუტინს დავუჩოქებდი, რომ ეს საშინელება შეეწყვიტა" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჰყვება, როგორ დაბლოკა რუსულმა მედიამ
დიდი სკანდალი სტამბოლში - თურქებმა უკრაინელების გოლზე პუტინის სკანდირება დაიწყეს, ლუჩესკუ პრესკონფერენციაზე არ მივიდა, უეფა გამოძიებას იწყებს [VIDEO]
"რუსები განსაკუთრებულნი არ ვართ, პუტინმა ყველაფერი და მომავალი წაგვართვა" - კარპოვა რუსულ აგრესიასა და ომზე საუბრობს
"პუტინი მიყვარს; ყველაზე მეტად მასში ის მომწონს, რომ..." - მოსკოვში მყოფი ადებაიორი რუსეთის პრეზიდენტს სიყვარულში გამოუტყდა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება
"გააგრძელეთ პუტინის გინება, ჯარიმას მე გადავიხდი" - ლიეტუველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა