19 ივნისს, ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე მასპინძელთა ნაკრები მექსიკას დაუპირისპირდება, იტალია - იაპონიას
19 ივნისს, საქართველოს დროით 23 საათზე, ქალაქ ფორტალეზაში ერთმანეთს მასპინძლები და მექსიკელები შეხვდებიან.

გუნდებმა რადიკალურად განსხვავებული სტარტი აიღეს - ბრაზილიამ იაპონიის ერონული ნაკრები გაანადგურა (3:0), მექსიკამ კი მარიო ბალოტელის გოლის გამო იტალიასთან წააგო (1:2) და მორიგი მარცხის შემთხვევაში ტურნირსაც გამოეთიშება.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ხოსე მანუელ დე ლა ტორეს შეგირდების გამარჯვებით დასრულდა: შარშან, ივნისში, აშშ-ში გამართული ამხანაგური მატჩი მექსიკამ ჯოვანი დოს სანტოსის და ხავიერ ერნანდესის გოლების წყალობით 2:0 მოიგო.

გარდა ამისა, ეს გუნდები ერთმანეთს ოლიმპიადის ფინალშიც შეხვდნენ, სადაც ასევე მექსიკელებმა იმარჯვეს (2:1).

საინტერესოა, რომ მაშინდელი შემადგენლობებიდან დღეს ორივე ნაკრების რიგებში 14 ფეხბურთელია, აქედან 8 მექსიკის ღირსებას იცავს (ხოსე კორონა, ირამ მიერი, დიეგო რეიესი, ხავიერ აკინო, კარლოს სალსიდო, ექტორ ერერა, ჯოვანი დოს სანტოსი და რაულ ხიმენესი), 6 კი ბრაზილიის (ტიაგო სილვა, მარსელო, ოსკარი, ნეიმარი, ლუკას მოურა და ჰალკი).

კომენტარები

"მექსიკა ყოველთვის რთული დასამარცხებელია. მათ რამდენიმე თვის წინ ძალიან გამაბრაზეს, მაგრამ ამ შეხვედრას რევანშის შესაძლებლობად არ განვიხილავ.

ჩემი აზრით, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ასევე ჩემი კარიერისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ოლიმპიადის ფინალზე რთული მატჩი გველის, რადგან მათ ახლა უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ," - განაცხადა ტიაგო სილვამ.

"ვფიქრობ, ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად ვთამაშობთ. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. შრომა აუცილებლად დაგვიფასდება და ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ კვლავ 100 პროცენტით დავიხარჯოთ.

ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და ბრაზილიასთან შესახვედრად ვემზადებით. ეს მატჩი იტალიასთან გამართულ შეხვედრაზე რთული იქნება", - ეს უკვე ფრანსისკო როდრიგესის, იგივე მასას სიტყვებია.

ძაკერონის სამშობლოს დამარცხება სურს

იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალბერტო ძაკერონი თანამემამულეებს დაუპირისპირდება.

"მილანის", "ლაციოს" და "ინტერის" ყოფილი მწვრთნელი, რომელიც "სამურაებს" 2010 წლიდან წვრთნის, სამი ქულის ასაღებად ყველაფერს გააკეთებს.

მისმა გუნდმა პირველ ტურში წააგო და მეორე მარცხი, დიდი ალბათობით, გავარდნის ტოლფასი იქნება.

ამ გუნდებს ისტორიაში სულ ერთხელ, 2001 წელს ამხანაგურად აქვთ ნათამაშები. 12 წლის წინ გამართული ის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა (გოლები: იანაგისავა და დონი).

აღსანიშნავია, რომ მაშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა ერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მინდორზე დღესაც გავა. საუბარი, რა თქმა უნდა, ჯანლუიჯი ბუფონზე გვაქვს, ვინც ეროვნული გუნდის ფორმას 130-ედ მოირგებს.

კომენტარები

"იაპონიას მცირე უპირატესობა აქვს, რადგან მათ ერთი დღით მეტი დაისვენეს. გარდა ამისა, ალბერტო ჩვენ ძალიან კარგად გვიცნობს და მან იცის, როგორ ვმუშაობთ.

ველი, რომ ის ხაფანგს მოგვიმზადებს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წინააღმდეგ საინტერესო სტრატეგიას მოიფიქრებს", - განაცხადა იტალიელთა დამრიგებელმა ჩეზარე პრანდელიმ.

"პირლო? ის გუნდის ტვინია, საოცარი ფეხბურთელი. თავიდანვე წნეხში უნდა მოვაქციოთ, თორემ პრობლემები შეგვექმნება.

იტალიას დიდებული გუნდი ჰყავს, რომელიც საოცრად ორგანიზებულია, მათი დაცვა კი, პრაქტიკულად, გაუვალი", - ეს იაპონელთა ნახევარმცველის, მაკოტო ჰასებეს სიტყვებია.

კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. II ტური. A ჯგუფი

19 ივნისი

ბრაზილია-მექსიკა 23:00

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 მატჩი: +21 =6 -10 (69-36)

იტალია-იაპონია 02:00

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +0 =1 -0 (1-1)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბრაზილია 1 1 0 0 3-0 3

2. იტალია 1 1 0 0 2-1 3

3. მექსიკა 1 0 0 1 1-2 0

4. იაპონია 1 0 0 1 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილია-იაპონია 3:0 - ნეიმარი იწყებს, ბრაზილია იგებს [VIDEO]

იტალია-მექსიკა 2:1 - სუპერპირლო [VIDEO]

"რთული სიტუაციაა" - მატვეი საფონოვი
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
[VIDEO] სენსაცია კონფერენს ლიგაზე - სომხურმა "ნოამ" "ალკმაარს" მოუგო
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
[VIDEO] "ნიუკასლმა" "ყარაბაღს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
მბაპე: ეპიზოდი უნდა გამოიძიონ, პელესტრინიმ ვინისიუსს "მაიმუნი" ხუთჯერ უწოდა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
"ჩემი ქვეყნით ვამაყობ" - ანასტასია გუბანოვა საქართველოზე
მასობრივი ჩხუბი მატჩის შემდეგ - "ბენფიკას" და "რეალს" სერიოზული სანქციები ელით?
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა წნეხს გავუმკლავდით" - ლუის ენრიკეს კომენტარი "მონაკოსთან" გამარჯვების შემდეგ
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა
ემირატების ნაკრებს ალბერტო ძაკერონი ჩაიბარებს
მექსიკის ნაკრებს ტრაპი მიხედავს?
ᓘᓐᓞᓝᓜᓘᓐ VS ᓙᓝᓚᓣᓛᓑᓘᓐ - ᓒᓐᓭᓠᓘᓡ ᓟᓔᓡᓢᓔᓑᓘᓡ ᓔᓜᓐ?
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე ჩაინაცვლა
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ ᓣᓙᓕᓔ ᓝᓗᓮᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ ᓒᓐᓓᓐᓓᓒᓐ
ᓘᓐᓞᓝᓜᓘᓐ VS ᓡᓐᓑᓔᓠᓫᓜᓔᓗᓘ: ᓐᓣᓢᓡᓐᓘᓓᓔᓠᓗᓐ ᓡᓐᓛᓙᓕᓓᓠᓝ-ᓡᓐᓡᓘᓪᓝᓪᓮᓚᓝ ᓓᓣᓔᓚᓘ
დღის სუპერგოგონა: ბრაზილიის ნაკრების მეკარის ტუტუცი ცოლი
ᓠᓝᓑᓔᓠᓢᓝ ᓛᓐᓜᓩᓘᓜᓘᓛ ᓘᓢᓐᓚᓘᓘᓡ ᓔᓠᓝᓕᓜᓣᓚᓘ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓒᓐᓬᓕᓠᓗᓜᓐᓖᓔ ᓗᓐᓜᓮᓛᓝᓑᓐ ᓗᓥᓕᓐ
"ღამურების" ბუდეში - რატომ წავიდა პრანდელი სინამდვილეში "ვალენსიიდან"
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
დიეგო მარადონა: წაგების მიუხედავად, ესპანეთი ბრაზილიაზე უკეთესია
იტალიის ნაკრები ანტონიო კონტეს მემკვიდრის ძიებაში
იტალიაში დაბრუნებულმა ჩეზარე პრანდელიმ შეცდომები აღიარა
პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს
კონფედერაციათა თასი: მექსიკელები ანდრეა პირლოს უფრთხიან
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
ჯანლუიჯი ბუფონი: ბრაზილიის და ესპანეთის დონის ჯერ არ ვართ
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს