დაციუკი: კიდევ სამი წელი "დეტროიტში"
ფინალური სერიის პირველ საშინაო შეხვედრას "ბოსტონის" მოთამაშეები და გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. სტუმრად ერთი მატჩის მოგების შემდეგ, "დათვებმა" საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვეს, გარდა ამისა, ყველანაირი წინასამატჩო სტატისტიკა მასპინძლების მხარეს იყო. "ჩიკაგოს" წლევანდელ პლეი ოფში არც ერთხელ არ მოუგია მესამე მატჩი. გარდა ამისა, 2011 წელს, როცა "ბოსტონმა" ტრიუმფალურად დაასრულა სეზონი, სწორედ ფინალური სერიის მესამე მატჩი გახდა პირველი ნაბიჯი სტენლის თასისკენ - მაშინ, კლოდ ჟულიენის შეგირდებმა 8:1 დაამარცხეს "ვანკუვერი".

მატჩისწინა ვარჯიში "ბოსტონისთვის" კინაღამ სავალალოდ დასრულდა, რადგან ცუდად შეეჯახნენ ერთმანეთს მცველი ზდენო ხარა და თავდამსხმელი მილან ლუჩიჩი. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორივე მოთამაშემ დაკარგა საკუთარი ჩაფხუტი, ხარას კი ნაკერები დაადეს. მოგვიანებით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ორივე ჰოკეისტი შეძლებდა თამაშს.

სამაგიეროდ, არ გაუმართლა "ჩიკაგოს" ფორვარდ მარიან ჰოსას, რომელმაც მონაწილეობა ვერ მიიღო მატჩში და თადარიგში დარჩა. შეხვედრის წინა დღეს, სლოვაკის ტრავმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა და როგორც შემდეგ გაირკვა, ჰოსამ დაზიანება წინასამატჩო გახურებისას მიიღო, როცა არააკურატული დარტყმის შემდეგ შაიბა მოხვდა. "ჩიკაგოს" მთავარმა მწვრთნელმა ჯოელ კენევილმა განაცხადა, რომ ჰოსა ძალიან მალე დაუბრუნდება მოედანს. სლოვაკის ადგილი შემადგენლობაში 24 წლის ბენ სმიტმა დაიკავა. ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდის არყოფნა საკმაოდ დაეტყო "ბლეკჰოქსის" პოტენციალს.

თავად თამაში დაახლოებით ისეთი გამოვიდა, როგორსაც ბევრი ელოდა. ისევ ბრწყინავდა "ბოსტონის" ბრწყინვალე მეკარე ტუუკა რასკი, "ჩიკაგო" კვლავ უშედეგოდ ცდილობდა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას (5-დან 0 მატჩში, 11-დან 0 - სერიაში). ამ დროს კი "ბრუინზი" მეთოდურად ავითარებდა სათამაშო უპირატესობას და შეძლო გადამწყვეტი დარტყმის მიყენება მეტოქისთვის.

მეორე პერიოდის დასაწყისში დანიელ პეიმ (წინა მატჩში გამარჯვების გოლის ავტორი) კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანი არიან სათასო მატჩებში მესამე ან მეოთხე შემტევი სამეულის წევრები. პეიემ მეტოქის ზონაში მოპარა შაიბა დეივ ბოლანდს, სწრაფად შებრუნდა კარისკენ და მისმა დარტყმამ პირველი გოლი მოუტანა "ბოსტონს".

დაახლოებით 12 წუთში მასპინძლებმა უპირატესობა გაამყარეს. რიცხობრივი უპირატესობისას პატრის ბერჟერონმა მახვილი კუთხიდან გამოიყენა იარომირ იაგრის პასი, რომელმაც ფინალურ სერიაში თავისი პირველი ქულა ჩაიწერა აქტივში.

"ჩიკაგომ" ამ სეზონში მეორედ ვერ შეძლო გოლის გატანა. "ბლეკჰოქსის" ყველა ვარსკვლავი გამოთიშული იყო თამაშს მასპინძელი მცველებისა და ტუუკა რასკის ბრწყინვალე თამაშის წყალობით. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ "ბოსტონის" ფინელ მეკარეს (პლეი ოფში მესამე "შათაუტი" შეასრულა) განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა: სტუმრებმა მეტოქეზე ნაკლები დარტყმა შეასრულეს და კარის წინაც იშვიათად ჩნდებოდნენ.

ბოსტონი-ჩიკაგო 2:0

0:0, 2:0, 0:0

გოლები: 1:0 პეი-4 (კ. კელი-1, სეგუინი-6), 2:0 პ. ბერჟერონი-7 (იაგრი-8, ხარა-10).

სერია: 2-1

დაციუკი: კიდევ სამი წელი "დეტროიტში"

"დეტროიტ რედ უინგზის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსმა ფორვარდმა პაველ დაციუკმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება სამწლიანია და ის 2014-15 წლების სეზონიდან შევა ძალაში.

ცნობილი გახდა, რომ ახალი კონტრაქტის პირველ წელს, რუსი ვარსკვლავი 10 მილიონ დოლარს მიიღებს, მეორე წელს - 7.5 მილიონს და მესამე წელს - 5.5 მილიონს.

შეგახსენებთ, რომ ზამთარში, ამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 34 წლის ჰოკეისტი მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებოდა და კჰლ-ის ლიგაში დაასრულებდა კარიერას, თუმცა, თავად ჰოკეისტი "რედ უინგზში" დარჩენის სურვილს გამოთქვამდა.

დაციუკი "დეტროიტში" 2001 წლიდან თამაშობს და ამ გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო სტენლის თასი, სამჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" და სამჯერ გახდა დაცვითი სტილის საუკეთესო ფორვარდის პრიზის მფლობელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. ფინალი: "ჩიკაგო" ვერ გაიქცა

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ყველა დროის მესამე
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ჰეთ თრიქი, პირველი სისხლი...
NHL. ფინალი: დასაწყისისთვის სამი ოვერტაიმი
NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი გავარდნის პირასაა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ანაჰაიმმა" ახალი ისტორია შექმნა
NHL. პლეი ოფი. ფინალი: "ჩიკაგოს" ერთი ნაბიჯი დარჩა
ᓰᓝᓙᓔᓘ. NHL. ᓞᓚᓔᓘ ᓝᓤ
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᕤᓘ: "ᓕᕐᓨ
NHL-ის სეზონის წინ: საუკეთესოები
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: წინ მხოლოდ გრეტცკი დარჩა
NHL. ᓠ
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იარომირ იაგრი - 1900
NHL. ᓞᓚᕔᕘ ᓝᓤᕘ: ᓠᓔᕕᕐᓜᓨᓘ ᓛᕘᓜᓔᕡᓝᓢᓐᓨᓘ
იაგრის გეგმა: ევროპა, ოლიმპიადა, NHL
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ვარსკვლავი "მოხუცი" იაგრია
რეიტინგები და პროგნოზები სეზონის წინ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
სოჭი 2014: კანადა ოლიმპიური ჩემპიონია
იარომირ იაგრი NHL-ში ისევ ითამაშებს
სოჭი 2014: კანადა მაიკ ბებკოკს ჩააბარეს
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი დიდ ხუთეულშია
NHL. ფინალი: "ჩიკაგო" ვერ გაიქცა