მომავალ უქმეებზე დიღომში, ძიუდოს აკადემიის დარბაზში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს თასი გათამაშდება

მომავალ უქმეებზე დიღომში, ძიუდოს აკადემიის დარბაზში საქართველოს თასი გათამაშდება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც წლეულს პირველად ტარდება და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ალტერნატივად მოგვევლინა (იმედია, მხოლოდ წლეულს).

ეს მსოფლიოს პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა და, აქედან გამომდინარე, მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია.

სწორედ ამიტომ ნაკრების ხელმძღვანელობამ არავითარი შეღავათი არ მისცა არავის - ერთი გამონაკლისის გარდა, ნაკრების უკლებლივ ყველა ლიდერი იჭიდავებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი თავიანთ წონებში გამოვლენ.

მწვრთნელებმა ერთი შეღავათი ის დაუშვეს, რომ ნებადართულია 2 კილოგრამის გადაცილება, მაგრამ ზედა წონაში ვინმეს გამოსვლა იმ გათვლით, რომ მსოფლიოსთვის კვლავ ძველ წონას დაუბრუნდება, გამოირიცხა.

ეს შეღავათიც იმიტომ დაუშვეს, რომ თუ ვინმეს განსაკუთრებით აწუხებს ზედმეტი წონა, როგორღაც დაიკლოს და მოახერხოს სასურველ ნიშნულთან მიახლოება, რათა მსოფლიოსთვის ბევრი არ ჰქონდეს დასაკლები.

ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა სავსებით გამართლებულია, რადგან ეს სპორტსმენებს მუდამ ფორმაში ყოფნას აიძულებს, სამომავლოდ კი იმ 2-კილოგრამიანი შეღავათის გაწევასაც არ აპირებენ.

ის ერთადერთი ლიდერი, ვისაც მწვრთნელები ახლა ასვენებენ, დავით მარსაგიშვილია (84). მიზეზი კი მეტად არასასურველია - საზარდულის ტრავმა.

არ ვიცით, ეს პრობლემა რა სიმძიმისაა და დავიტოვოთ იმედი, რომ მსოფლიოსთვის მზადებაში ხელს სერიოზულად არ შეუშლის. სწორედ ეს ტრავმა გახდა მიზეზი იტალიურ სასარიში, "ოქროს დიდ პრიზზე" მისი გამოუსვლელობისა.

22 ივნისს დიღომში 55, 66, 84 და 120 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენებს კი ქომაგი მეორე დღეს იხილავს.

გამარჯვებულები სექტემბერში ბუდაპეშტში მსოფლიოს პირველობაზე წასვლის მთავარ პრეტენდენტებად იქცევიან, თუმცა შანსი სხვებსაც მიეცემათ და თან ლიდერობის განმტკიცება მათაც მოუწევთ საერთაშორისო ტურნირში.

გამარჯვებულები მსოფლიომდე, სავარაუდოდ, ერთგან იჭიდავებენ, საამისოდ კი ორი ტურნირი მოიაზრება - პოლონეთში ან სომხეთში, თუმცა გასაგებ მიზეზთა გამო, ალბათ, ერევანში წავლენ სარგსიანის მემორიალზე - იქ წასვლა ბევრად იაფი ჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თავისუფალი ჭიდაობა. საქართველოს თასი: მსოფლიოს პირველობისთვის ბირთვი გამოიკვეთა
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა