კიდევ ერთი სკანდალი ველოსპორტში
ცნობილმა გერმანელმა ველომრბოლმა იან ულრიხმა აღიარა, რომ სკანდალურად ცნობილი ესპანელი ექიმის ეუფემიანო ფუენტესის კლინიკის ხშირი სტუმარი იყო და დოპინგს იყენებდა.

2012 წლის თებერვალში, ლოზანაში სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ულრიხი დამნაშავედ სცნო აკრძალული პრეპარატის მიღებაში და 2005 წლის პირველი მაისიდან მოყოლებული, გააუქმა მისი ყველა შედეგი, მათ შორის, მესამე ადგილი 2005 წლის ტურ დე ფრანსზე.

2006 წელს, ფრანგული ველომარათონის წინ, დოქტორ ფუენტესის მადრიდულ კლინიკაში პოლიციამ აღმოაჩინა აკრძალული პრეპარატი, გაყინული სისხლის პაკეტები, მათი გადასხმის აპარატები, აგრეთვე სპორტსმენთა გვარების სია, რომლებიც, სავარაუდოდ, ექიმის კლიენტები იყვნენ. ამ სიაში იყო ულრიხის გვარიც. სადოპინგო სკანდალის გამო, გერმანელმა პროფესიული კარიერა 2007 წელს დაასრულა.

"დიახ, მე ვიყავი ფუენტესის კლიენტი. მეორე მხრივ, მაშინ პრაქტიკულად ყველა იღებდა დოპინგს და მე არ ჩამიდენია რაღაც ისეთი, რაც სხვა არ გაუკეთებია. არ მიმაჩნია ჩემი თავი მატყუარად, რადგან აკრძალული პრეპარატის გამოყენებით არანაირი უპირატესობა არ მიმიღია. დოპინგის მიღება იმის გამო დავიწყე, რომ მინდოდა სხვებთან ერთად გამარჯვების თანაბარი შანსი მქონოდა", - განაცხადა ულრიხმა.

დოქტორ ფუენტესის საქმე, რომელსაც ესპანეთში "ოპერაცია პუერტო" უწოდეს, მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა. ფუენტესი დამნაშავედ სცნეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ყველა ნივთმტკიცება, მათ შორის, სისხლის პაკეტები გაანადგურეს, არადა, მათი მიღებისა და საქმის გაგრძელების იმედი ჰქონდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სკანდალი: ახალი ბრალდებები ლენს არმსტრონგს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის