საქართველოს ნაკრები მაკედონიიდან 5 მედლით ბრუნდება - თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო
სკოპიეში მიმდინარე ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ჩვენი გუნდისთვის რაოდენობრივად არა, მაგრამ ხარისხობრივად პირველზე წარმატებული აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო დღეს საქართველოს ნაკრების ოთხივე მონაწილე ნახევარფინალში გავიდა, საბოლოოდ კი გუნდმა 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

ჩვენებურთა მეორე დღის მონაგარი 2 მედალია - თითო ოქრო-ბრინჯაო. კონტინენტის ჩემპიონი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია გახდა, რობერტ ქობლიაშვილი (84) კი მესამეზე გავიდა.

ამდენად, საქართველოს ნაკრები მაკედონიიდან 5 მედლით ბრუნდება - თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ფინალში ირაკლი შავაძემაც (50) იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, ლაშა გობაძე (74) და გენადი კირცხალია (96) კი მესამეზე გავიდნენ.

შედეგი ცუდი ნამდვილად არაა: გუნდის ნახევარმა მედალი მოიპოვა; ჯილდოსთვის იჭიდავა მეექვსე მონაწილემ - ხვიჩა ჭითავამ (60), მაგრამ მეხუთეზე დარჩა; რაც მთავარია, არის ოქროს მედალი, ანუ შედეგი დადებითია, მაგრამ გულდასაწყვეტია რამდენიმე ლიდერის მარცხი.

ეს უფრო 3 ივლისს მოჭიდავე ოთხეულის წევრებზე, ედნარ შავაძესა (55) და ფირუზ წულუკიძეზე (66) ითქმის.

შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ წესებში შეტანილი ცვლილებების გამო გუნდს მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს გეგმების შეცვლა მოუწია და თურქეთის ტურნირში ექსტრემალურ პირობებში მოუხდა გამოსვლა.

3 ივლისს მოჭიდავე კვარტეტიდან იმედები სრულად მხოლოდ იაკობ ქაჯაიამ გაგვიმართლა, რომელმაც საერთაშორისო ტურნირების შემდეგ ევროპის პირველობაზეც დაგვიმტკიცა, ამ პრესტიჟულ წონაში შეუჩერებელი ფალავანი რომ გვეზრდება.

ამასთან, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ასაკში იოტისოდენა კონკურენციასაც ვერავინ უწევს.

მართალია, ამ იმედების გამართლება უახლოეს მომავალსა და მის მონდომებაზეა დამოკიდებული, ანუ წინასწარ თავს ვერ დავდებთ მის მიერ ვარსკვლავების დაპყრობაზე, მაგრამ 3 ივლისს რასაც ვუყურეთ, ჩემპიონატის არცთუ მაღალი ხარისხის პირდაპირ რეპორტაჟში, ჩვენებურმა უბრალოდ კი არ მოუგო მეტოქეებს, ტანკივით გადაუარა და გადათელა ისინი.

განსაკუთრებით - ფინალამდე გამართულ სამ შეხვედრაში. ათლეტური და მაღალი, მძლავრი და დაკუნთული ფალავანი ფიზიკურადაც აღემატება მეტოქეებს, თუმცა დიდი ძალა არაა მისი ერთადერთი ღირსება - ბევრ ილეთს აკეთებს და რაც საყურადღებოა, დგომიდანაც მშვენივრად აგდებს კონკურენტებს, ხოლო ჩოქბჯენიდან სულაც კენჭებივით ისვრის ამხელა ხალხს, ისე იოლად ატრიალებს; ჭიდაობს ტაქტიკურად გამართულად და უშეცდომოდ... პრაქტიკულად, არც უშვებს შეცდომას, არც იღლება და არც სუნთქვა უჭირს, თუმცა საქმე არასოდეს მიჰყავს დროის ამოწურვამდე, დაღლა რომ შეეტყოს.

სკოპიეში მან ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო და როგორ გგონიათ, რამდენი დრო მოანდომა ამას? დაახლოებით 3 წუთი, ანუ ორთაბრძოლისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი!

პირველ შეხვედრაში სლოვაკი დავიდ ცეჩი ჯვარზე შეკვრიდან იოლად დაიქნია კისრულით და დაბლა ჩაიყვანა, სადაც მისდგა და მანამ არახუნა აქეთ-იქით, ვიდრე ანგარიში 7:0 არ გახადა, ანუ წმინდა მოგება არ მიითვალა.

მეტოქის წინ და უკან ფრიალის მორიგი სერია რუმინელ ტიბერიუ ალექსანდრუ ბარბაზანთან გვაჩვენა, რომელსაც იოლად შეეკრა ჯვარზე, თუმცა ხელების შეკვრის მერეც არ უჩქარია გადაგდება, ილეთი საფუძვლიანად მოამზადა და დგომიდან სამქულიანზე გადააგდო, ოღონდ შეტევა მაინც არ შეაჩერა და იქვე ბეჭებზეც დააწვინა.

ნახევარფინალში ბელორუსის სახელით მოასპარეზე გიორგი ჩუგოშვილი თანამემამულეობის გამო დაინდო თუ რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ასე სწრაფად არ დაუმარცხებია - ქაჯაიას გვარიანი უპირატესობის მიუხედავად, წუთნახევარში ქულა არ გაკეთებულა, მერე კი მეტოქე ჩოქბჯენში ჩააყენეს.

აი, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენებურის ფიზიკური უპირატესობა - ხელებიც კარგად შეკრა, ანუ ილეთი ახლაც წარმატებით მოამზადა, შემდეგ ლეიბიდანაც თავისუფლად აქაჩა და ზედიზედ ხუთჯერ დაატრიალა.

აქედან პირველი ოთხი მარცხენა მხარეს გააკეთა და ლამის მთელი ლეიბი შემოატარა. თან ამას ისე თავისუფლად აკეთებდა, საჭირო რომ ყოფილიყო, ერთ იმდენს კიდევ გაუკეთებდა.

წინასწარ ვიტყვით, რომ ფინალში მთლად ასე იოლად ვერ გაისეირნა და ერთხელ არც თავისი ქებული დატრიალება გამოუვიდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წმინდად იმარჯვა.

ლიტველმა მანტას კნისტაუტასმა ფინალში გასვლითაც დაამტკიცა, რა დონის ფალავანია, მაგრამ წინასწარ შეხვედრებში ქაჯაიასავით შთამბეჭდავი ჭიდაობა არ უჩვენებია.

აი, საგანგებოდ მომზადებული კი გავიდა მასთან შესახვედრად - აშკარად ეტყობოდა, რომ ჯვარზე შეკვრის საშუალებას არ აძლევდა.

პირველ პერიოდში ორივე ფალავანი თითოჯერ ჩადგა ჩოქბჯენში, მაგრამ თავი კარგად დაიცვეს. აი, მეორეში ბალტიისპირელს დაცვითმა ტაქტიკამ ვერ უშველა, თან ქაჯაიამ აქაჩვები და გდებებიც დაიწყო და ერთ წუთზე ოდნავ მეტ დროში ისევ 7:0-მდე გაზარდა სხვაობა.

ამდენად, ოთხი წმინდა მოგება ოთხ შეხვედრაში და ფინალის შემდეგ ლეიბს ამაყად შემოურბინა ქართული დროშის ფრიალით...

იხილეთ ვიდეო

აღსანიშნავია, რომ ეს ფინალური პაექრობა ტურნირის ბოლო შეხვედრა იყო, ანუ ჩვენმა ნაკრებმა სულ ბოლო შეხვედრაში მიაღწია მიზანს, ქაჯაიას ყოველი გამოსვლა კი მართლაც შესაშურია.

იმედია, ის უფროსებშიც ასეთივე წარმატებით გააგრძელებს. აქ კი შეგახსენებთ, რომ მან შარშან ახალგაზრდებში ევროპაზეც და მსოფლიოზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი მესამეპრიზიორია ქობლიაშვილი და რომ არა გერმანელთა მომავალი ჩემპიონი დენის მაქსიმილიან კუდლა, წლეულს ამ შედეგს გააუმჯობესებდა; ახლა კი იგივე გაიმეორა...

თუმცა კუდლას მადლობელიც უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენებურის შემდეგ ნახევარფინალში რუსი ილია გუდიევიც დაამარცხა და ქობლიაშვილს სანუგეშოში გადასვლის საშუალება მისცა.

გერმანელთან ჩვენებურმა 0:4; 0:1 წააგო, მანამდე კი უპრობლემოდ დაჯაბნა თურქი გიოკტას დოგანი - 3:0; 2:0.

სანუგეშოში ქობლიაშვილმა ერთი ამოსუნთქვით, ჩოქბჯენიდან კომბინაციაში გაკეთებული დატრიალებების კასკადით წმინდად დაამარცხა შვედი ბერგ ზაკარისი, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ზემოხსენებული გუდიევი გვარიანად დაჩაგრა - პირველი ქულა ორი გაფრთხილებით დასტყუა, რასაც ჯერ ორქულიანი, მერე კი ისევ ერთი მიაყოლა და 4:0 იმარჯვა.

უფროსებში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი ედნარ შავაძე ბელორუს იაჰორ ბელიაკთან 2:0 კი დაწინაურდა, მაგრამ მერე უპირატესობა მთლიანად მეტოქეს გადააბარა და ტურნირსაც გამოეთიშა, რადგან ფინალში ვერც ბელორუსი გავიდა.

წულუკიძემ ჩემპიონატი რიხით კი დაიწყო - ავსტრიელი სტეფან სტაიგლი 8:0 გაანადგურა, მაგრამ აზერბაიჯანელ რუჰინ მიხაილოვთან ვერაფერს გახდა და 0:3; 3:4 წააგო. სანუგეშოში ვერც ის გადავიდა, რადგან ფინალში ვერც მიხაილოვი გავიდა.

4 და 5 ივლისს სკოპიეში გოგოები იჭიდავებენ, 6-7 ივლისს კი "თავისუფალთა" ტურნირი გაიმართება.

კვარცხლბეკი

55 კგ. 1. საკიტ გულიევი (აზერბაიჯანი); 2. ალექსანდრუ ბიციუ (მოლდოვა); 3. იაჰორ ბელიაკი (ბელორუსი), არამ აკოფიანი (რუსეთი).

66 კგ. 1. მათეუშ ლუსიან ბერნატეკი (პოლონეთი); 2. არტემ სურკოვი (რუსეთი); 3. რუჰინ მიხაილოვი (აზერბაიჯანი), მატე ნემესი (სერბეთი).

84 კგ. 1. დენის მაქსიმილიან კუდლა (გერმანია); 2. დორიან პარვანი (რუმინეთი); 3. რობერტ ქობლიაშვილი (საქართველო), ორხან ნურიევი (აზერბაიჯანი).

120 კგ. 1. იაკობ ქაჯაია (საქართველო); 2. მანტას კნისტაუტასი (ლიტვა): 3. სერგეი სემენოვი (რუსეთი), ტიბერიუ ალექსანდრუ ბარბაზანი (რუმინეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
2 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ
იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]
ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]