Tbilisi Open 2013-ის პირველი დღე მეტად დატვირთული, თუმც ძალიან საინტერესო და თვალსასეირო გამოდგა
Tbilisi Open 2013-ის პირველი დღე მეტად დატვირთული, თუმც ძალიან საინტერესო და თვალსასეირო გამოდგა.

ორგანიზატორებმა მოთამაშეთათვის საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად საჭირო და კომფორტული პირობები დილიდანვე მოამზადეს, გაიმართა მოთამაშეთა რეგისტრაცია, მოეწყო ფოტო-სესია და გაეკრა ტურნირის შედეგთა დაფა, სადაც გასამართი ყველა მატჩი ეწერა, დამთავრებულ შეხვედრებს კი ტურნირის მთავარი მსაჯ-მდივანი შედეგებს უწერდა

სანამ მზე გადავიდოდა, მონაწილეებს სიცხეში მოუწიათ თამაშმა, თუმცა რომ მოსაღამოვდა, Tbilisi Open 2013-ს ხიბლი მაშინ განსაკუთრებულად შეემატა.

პროჟექტორებით განათებული მოედანი, სპორტის სასახლის ფარი, ფიბა-ს არბიტრი და ... ლამაზი სანახაობისთვის მეტი რა იყო საჭირო - ქართველ სტრიტბოლისტებს ბრძოლის ჟინი, კლასი და შემართება არ აკლიათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლდათ კლასიკური სტრიტბოლი.

3X3-ზე კალათბურთი ფიბა-მ თავის ოფიციალურ კალენდარში შეიყვანა, დიდ ყურადღებას აქცევს და ნელ-ნელა სპორტის ეს სახეობა ოლიმპიურ ფერხულშიც ებმება.

3X3-ზე კალათბურთი უკვე შეიყვანეს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე - იმართება მსოფლიოს, ევროპის და სხვადასხვა საკონტინენტო ტურნირები როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და ასაკობრივ კატეგორიებში. ამას გარდა, თვეში რამდენიმე ფიბა-ს ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.

სწორედ ასეთი ერთ-ერთი ტურია Tbilisi Open 2013, რომელიც ფიბა-ს ოფიციალურ კალენდარშია სეყვანილი და მასში რეგისტრაციაც ამ ორგანიზაციის საიტზე მოხდა.

თბილისური ტურნირი, ცხადია, საერთაშორისოა, რომელშიც აზერბაიჯანული გუნდი მონაწილეობს. Hangover - ბაქოს გუნდმა ტურნირის პირველი მატჩი დამატებით დროში Brotherhood-თან წააგო და ჯგუფიდან გასვლის იმედი თითქმის გადაიწურა.

6 ივნისს 41 მატჩი გაიმართა, რამდენიმე შეხვედრაში კი მეტოქის გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური შედეგი გაფორმდა. B, C და D ჯგუფებში თამაშები დასრულდა და მერვედფინალისტებიც გამოვლინდნენ - Cactus, კუკურა, ქარიშხალა, ქუთაისი, რუსთავი და Dream Team.

თავიანთ ჯგუფებში თამაშები არ დასრულებულა, მაგრამ პლეი ოფის საგზური გაინაღდეს CCCP-მა და Shooting Stars-მა. ანუ ცნობილია 8 მერვედფინალისტი, რომელსაც 7 ივლისს, შუადღემდე ერთი ამდენი დაემატება და შემდეგ ჯერი პლეი ოფზე მიდგება.

ტურნირის მსვლელობისას გაიმართება პრეს-კონფერენციები, ხოლო დასრულებისთანავე - დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. გამარჯვებულისთვის მთავარი პრიზია 4-კაციანი საგზური სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე.

7 ივლისს სპორტის სასახლესთან თამაშები 12 საათიდან დაიწყება.

A ჯგუფი

And1 – Brotherhood 14:10, And1 – CCCP 7:12, Hangover – Brotherhood 6:8, Brotherhood – CCCP 5:7, Hangover – CCCP 2:9

CCCP 3 3 0 28:14 6

Brotherhood 3 1 2 23:27 4

And1 2 1 1 21:22 3

Hangover 2 0 2 8:17 2

B ჯგუფი

Cactus - ბურთის ღორები 12:10, Cactus – Old Street 20:0 (ტექ), Cactus - კუკურა 7:4, ბურთის ღორები - Old Street 10:8, ბურთის ღორები - კუკურა 9:11, Old Street - კუკურა 3:7

Cactus 3 3 0 39:14 6

კუკურა 3 2 1 22:19 5

ბურთის ღორები 3 1 2 29:31 4

Old Street 3 0 3 11:37 2

C ჯგუფი

ქარიშხალა - ოქროს უბანი 9:4, ქარიშხალა - ქუთაისი 14:7, ქარიშხალა - ფინიქსი 9:4, ოქროს უბანი - ქუთაისი 5:8, ოქროს უბანი - ფინიქსი 20:0(ტექ), ქუთაისი - ფინიქსი 9:5

ქარიშხალა 3 3 0 32:15 6

ქუთაისი 3 2 1 24:24 5

ოქროს უბანი 3 1 2 29:17 4

ფინიქსი 3 0 3 9:38 2

D ჯგუფი

Dream Team – Freestyle 8:1, Dream Team - რუსთავი 8:6, Dream Team – Samba 20:0 (ტექ), Freestyle - რუსთავი 2:14, Freestyle – Samba 20:0 (ტექ), რუსთავი - Samba 20:0 (ტექ)

Dream Team 3 3 0 36:6 6

რუსთავი 3 2 1 40:10 5

Freestyle 3 1 2 23:22 4

Samba 3 0 3 0:60 0

E ჯგუფი

Zio - დოლიძე 11:5, Zio - კალა 11:5, დოლიძე - ბალოტელი 8:10, დოლიძე - კალა 0:20 (ტექ), ბალოტელი - კალა 8:6

Zio 2 2 0 22:10 4

კალა 3 1 2 31:19 4

ბალოტელი 2 1 1 18:14 3

დოლიძე 3 0 3 13:41 2

F ჯგუფი

Shooting Stars – TNT 12:5, Shooting Stars – Olimpic 20:0 (ტექ), Shooting Stars – Snowkids 12:8, TNT – Olimpic 10:5, Olimpic – Snowkids 9:11

Shooting Stars 3 3 0 44:13 6

Snowkids 2 1 1 19:21 3

TNT 2 1 1 15:17 3

Olimpic 3 0 3 14:41 2

G ჯგუფი

Pantera - ტირანოზავრები 10:12, Pantera – Grapefruits 11:2, tiranozavrebi – Hyundai 11:18, Hyundai – Grapefruits 21:7

Hyundai 2 2 0 39:18 4

Pantera 2 1 1 21:14 3

ტირანოზავრები 2 1 1 23:28 3

Grapefruits 2 0 2 9:32 2

gbf.ge

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა