ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გიორგი დემეტრაძე: ზონაში ფეხბურთს ასფალტზე ვთამაშობდი...

გიორგი დემეტრაძე: ზონაში ფეხბურთს ასფალტზე ვთამაშობდი...

პოპულარულმა რუსულმა გაზეთმა "სპორტ-ექსპრესმა" ცნობილ ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა
დოსიე

გიორგი დემეტრაძე

დაიბადა 1976 წლის 26 სექტემბერს

საკლუბო კარიერა:

თელავის "კახეთი" (1992-94)

თბილისის "დინამო" (1994-97)

როტერდამის "ფეიენოორდი" (1997-98)

ვლადიკავკაზის "ალანია" (1998-99, 2002, 2005)

კიევის "დინამო" (2000-01)

სან-სებასტიანის "რეალ-სოსიედადი" (2001)

მოსკოვის "ლოკომოტივი" (2002)

დონეცკის "მეტალურგი" (2003-05, 2006-07)

თელ-ავივის "მაქაბი" (2006)

კიევის "არსენალი" (2007-08)

"ბაქი" (2008-09)

ცხინვალის "სპარტაკი" (2010)

სანაკრებო კარიერა:

საქართველოს ეროვნული ნაკრები (1996-2007): 56 მატჩი, 12 გოლი

ტიტულები:

საქართველოს სამგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი; უკრაინის ორგზის ჩემპიონი;

საქართველოს (1997), რუსეთისა (1999) და უკრაინის (2004) ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი.

რამდენიმე დღის წინ თბილისში ამხანაგური მატჩი ჩატარდა: თბილისის "დინამო" თავის ძველ მეტოქეს, მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდა. ამ შეხვედრის გასაშუქებლად მოსკოვიდან ოცზე მეტი ჟურნალისტი ჩამოვიდა საქართველოს დედაქალაქში და ერთ-ერთმა მათგანმა ინტერვიუ ჩამოართვა ახლო წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელს გიორგი დემეტრაძეს.

ეს ინტერვიუ 9 ივლისს გამოქვეყნდა პოპულარულ და მრავალტირაჟიან რუსულ გაზეთ "სპორტ-ექსპრესში".

გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.

- ძალიან გამხდარი მეჩვენებით. წონაში რამდენით დაიკელით?

- ათი კილოგრამი. რაც ციხიდან გამოვედი, ექვსი თვე გავიდა და ვცდილობ, ეს წონა შევინარჩუნო.

- ციხის ის საკანი, სადაც თქვენ იმყოფებოდით, რამდენ პატიმარზე იყო გათვლილი?

- თავდაპირველად ექვსკაციან საკანში ექვსნი ვიყავით; თუმცა ამის მერე განსაკუთრებულ ციხეში ("დახურულში") გადამიყვანეს, სადაც ჩემ გვერდით სასჯელს იხდიდნენ 25-35-წელიწადმისჯილი პატიმრები (იყვნენ სამუდამოპატიმრობამისჯილებიც). იქაც ექვსადგილიანი საკნები იყო, მაგრამ სამჯერ მეტნი ვცხოვრობდით. ბოლო ოთხი თვე კი "ზონაში" გავატარე, სადაც ბევრად უკეთესი პირობებია: ფეხბურთს ვთამაშობდი, ტელევიზორს ვუყურებდი...

- როდის და რატომ დაგაკავეს?

- 2010 წლის 7 ივლისს 30-მდე შეიარაღებულმა კაცმა სასტიკად მცემა, არადა, წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია. წამიყვანეს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში და "შემოთავაზება" მივიღე: ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას თუ მივცემდი და საკუთარ დანაშაულს ვაღიარებდი, მაშინვე გამათავისუფლებდნენ.

- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- გადამიყვანეს ციხეში, სადაც იმავეს მთავაზობდნენ და მეუბნებოდნენ, ჩვენთან თუ ითანამშრომლებ, სასამართლოს დარბაზიდანვე გაგათავისუფლებთო. მე კატეგორიულ უარს ვაცხადებდი და ამისათვის 2011 წლის მარტში ექვსწლიანი პატიმრობა შემიფარდეს.

- რაში გადანაშაულებდნენ?

- ადამიანი თუ რაიმე კრიმინალს ჩაიდენს, ამაზე პასუხიც უნდა აგოს. მე კი იმის გამო დამსაჯეს, თითქოს "ქურდულ სამყაროსთან" მქონდა კავშირი. ყველა ინსტანციაში გავასაჩივრე, მაგრამ განაჩენი ძალაში დატოვეს. ეს მერე იყო, ჩვენი ქვეყნის გადარეულმა პრეზიდენტმა სამჯერ რომ დააპირა ჩემი შეწყალება, მაგრამ ამაზე მე ვამბობდი უარს! არ ვიყავი დამნაშავე და შესაწყალებელი რა მჭირდა? ბოლოს ჩემს სასჯელს 2 წელიწადი ჩამოაკლო. მსგავსი ფაქტი საქართველოში იშვიათად თუ მომხდარა.

- საქართველოში ადრე თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ცნობილი ფეხბურთელი დაუპატიმრებიათ?

- თუ არ ვცდები, პირველი ვარ. ამით ყველას დაანახვეს, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყავი, მსახიობი, ფეხბურთელი, მათ გვერდით თუ არ დადგებოდი, მტერი იყავი! იცით, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს: ხალხს აწამებდნენ, ხოცავდნენ... გახსენებაც არ მინდა, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ამიტომაც არ მივიჩნევ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად, - თავისი ქვეყნისთვის იმდენი ცუდი გააკეთა, ისტორიის განმავლობაში არც ერთ გარეშე მტერს რომ არ უქნია! ქართველი ხალხი რა დღეში ჩააგდო...

- ციხეში ყოფნის დროს "გარე სამყაროს" როგორ ეკონტაქტებოდით?

- ყველაფერი ისმინებოდა, მათ შორის, ადვოკატთან შეხვედრისას საუბარიც; იმავეს ვიტყოდი იმ შემთხვევებზე, როცა საკუთარი მოძღვარი მაკითხავდა.

- პატიმრობისას ყველაზე რთული რა იყო?

- იმასთან შეგუება, რომ სულ ჩაკეტილ საკანში უნდა ვყოფილიყავი; თუმცა ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, როცა ჩემ გვერდით თუ ჩემ თვალწინ პატიმრებს აწამებდნენ და ისე სცემდნენ, ლამის სასიკვდილოდ იმეტებდნენ.

- თქვენ ხელს არ გახლებდნენ?

- ალბათ, ერიდებოდათ...

- კვება როგორი იყო?

- პატიმრებს სპეციალური ბარათები გვქონდა და ციხის მაღაზიიდან საკვების გამოტანა შეიძლებოდა. თუმცა, როცა "დახურული ტიპის" დაწესებულებაში გადამიყვანეს, ეს ბარათებიც დამიბლოკეს და ტელეფონით სარგებლობის საშუალებაც ამიკრძალეს, - ციხის უფროსთან კამათი მომივიდა და ასე დამსაჯეს. წარმოიდგინეთ: ოთხი კვირის განმავლობაში ყველანაირ ჰიგიენურ ნივთს (ტუალეტის ქაღალდი, კბილის ჯაგრისი...) ვიყავი მოკლებული...

- ნათესავებსა თუ მეგობრებს თქვენი მონახულების უფლება ჰქონდათ?

- თვეში - ორჯერ. რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, ორ კვირაში ერთხელ - 15 წუთით. მახსოვს, ერთხელ კახა კალაძეს ვურეკავდი და კავშირი მაშინვე გაწყდა! როგორც კი საკანში შევბრუნდი, 20 ადამიანი მაინც მომყვა უკან: "კალაძეს რატომ ურეკავდი? რა უნდა გეთქვა?.."

- კალაძე იმ დროს ოპოზიციაში იყო?

- ასეა და ღმერთის წყალობით, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა!

- მაინც რატომ დაისაჯეთ ასე სამაგალითოდ?

- იმიტომ, რომ ვერ ვიტანდი მაგ რეჟიმს, მუდამ სიმართლეს ვამბობდი და იმის გამოც, რომ კალაძესთან ვმეგობრობდი...

- როცა "ზონაში" გადამიყვანეს, ფეხბურთს ვთამაშობდიო, ზემოთ ახსენეთ...

- არ იყო ცუდი მოედანი - მოსწორებულ ასფალტზე ვთამაშობდით...

- ასფალტზე?

- ჰო, ოღონდ კარგი ხარისხის ასფალტიან მოედანზე! მოთამაშეებიც ურიგო არ გახლდნენ: აი, მაგალითად, ჩემთან ერთად იხდიდა სასჯელს თბილისის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ რატიანი. თუმცა მთელი ქართული ელიტა ციხეში არ იჯდა?!.

- გათავისუფლების შემდეგ რა გრძნობა დაგეუფლათ?

- ორი-სამი თვე გონზე მოვდიოდი, - ციხის მერე არ არის ადვილი, ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს შეეგუო; უფრო სწორად, ქართული ციხის მერე! იცით, იქ, ჩემთან ერთად ისეთებიც იყვნენ, ევროპაში, რუსეთსა თუ უკრაინაში რომ მსხდარან ციხეში, მაგრამ ისეთი სისასტიკე, როგორიც ქართულ საპატიმროებშია, არსად უნახავთ...

- ციხეში, ალბათ, ბევრ მეგობარსაც შეიძენდით...

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, იმდროინდელ მსჯავრდებულთა 70-80 პროცენტი სრულიად უკანონოდ იყო დაპატიმრებული: ზოგს ბიზნესი წაართვეს, ზოგი მიწას ფლობდა - ჩამოართვეს და ასე შემდეგ...

- კახა კალაძის გაცილების მატჩში გოლი გაიტანეთ. არადა, პენალტი შოთა არველაძემ მოიპოვა, თუმცა მერე ბურთი თქვენ გადმოგცათ...

- ჰოდა, ამისათვის მადლობა შოთას! ძალიან მინდოდა გოლის გატანა - ამდენი ხნის განმავლობაში არ მითამაშია. სამი წელიწადი ნამდვილი საფეხბურთო მოედანი არ მინახავს და აი, კალაძის გაცილების მატჩი მართლაც საფეხბურთო ზეიმად გადაიქცა. აღარც მახსოვს, როდის მოვიდა ამდენი გულშემატკივარი "დინამოს" სტადიონზე. არადა, ქართველ ქომაგს ნამდვილად მოენატრა დიდი ფეხბურთის ხილვა.

- კალაძე ბოლომდე თქვენ გვერდით იდგა...

- ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ცდილობდა, ყველა დაერწმუნებინა ჩემს უდანაშაულობაში; თუმცა ამ გადარეულ პრეზიდენტს ვერავინ ვერაფერში დაარწმუნებს. კიდევ კარგი, ახალი მთავრობა მოვიდა და ხალხმაც ამოისუნთქა, ერთმანეთს უღიმიან და ერთმანეთში რაზეც უნდათ, იმ თემებზე საუბრობენ. ადრე ეს შეუძლებელი იყო - თბილისშიც და, საერთოდ, საქართველოშიც.

- დღესდღეობით ფეხბურთთან რაიმე გაკავშირებთ? ან აპირებთ თუ არა ამ სფეროში საქმიანობას და რა ფორმით?

- ჯერჯერობით კვლავაც ვისვენებ; აი, ფეხბურთში რა სტატუსით დავბრუნდები, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში არასახარბიელო სიტუაციაა - თბილისის "დინამოს" გარდა, ფული არც ერთ კლუბს არა აქვს.

- თქვენი საფეხბურთო კარიერით კმაყოფილი ხართ?

- მთლიანობაში, რატომ არ უნდა ვიყო კმაყოფილი? ვითამაშე რუსეთსა და უკრაინაში. პირველი ქართველი ვარ, ვინც ესპანეთში ასპარეზობდა.

- კლუბებს ძალიან ხშირად იცვლიდით; ხომ არ სჯობდა, სადმე დიდხანს გაჩერებულიყავით, აი, თუნდაც "ალანიაში"?

- ახლა ადვილია ამაზე მსჯელობა. ისე კი, გეტყვით, რომ რუსეთში "ალანიას" ვქომაგობ, უკრაინაში - დონეცკის "მეტალურგს".

- თანამედროვე ფეხბურთი შეიცვალაო, - ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ფეხბურთი ცოტა მოსაწყენი გახდა: ზოგიერთი ინდივიდუალისტის, აი, მაგალითად, მესის, კრიშტიანო რონალდოსა და კიდევ ერთეულების გარდა, თითქოს ყველა ერთმანეთს წააგავს. იშვიათობაა დრიბლინგისა და ფინტების ხილვა, აი, მაგალითად, მე არ მინახავს ფეხბურთელი, მიხეილ მესხის ფინტის გამეორება რომ შეეძლოს.

- კარიერის გაგრძელებას არ აპირებთ? აი, მაგალითად, ედუარდ სტრელცოვი ციხის მერე დიდ ფეხბურთს წარმატებით დაუბრუნდა...

- სამი წელიწადი გამიცდა და ასე რომ, ამ თემას სერიოზულად არც განვიხილავ. რაც შეეხება სტრელცოვს, ეგ ფაქტი მეც გამიგონია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის სასჯელს ქართულ საპყრობილეში არ იხდიდა...

- ალბათ, გაიგებდით, რომ გაერთიანებულ ლიგაზე სერიოზული მსჯელობა მიდის. როგორ ფიქრობთ, ეს პროექტი გაამართლებს?

- რთული საკითხია, თუმცა ტურნირის მიმართ ინტერესი იქნება: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსეთისა და უკრაინის რვა-რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თბილისის "დინამოს" იქ არ ეპატიჟებიან, არადა, შეიძლებოდა ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, ბელორუსული გუნდების მიწვევაც. რუსულ-უკრაინული ლიგა თუ შეიქმნება, ეს ჩემპიონატი ძალიან ძლიერი გახდება, მაგრამ იქ ვერმოხვედრილი გუნდების დონე დაეცემა, ისე, როგორც, საერთოდ, ფეხბურთის დონე ამ ორ ქვეყანაში.

- ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე როგორია?

- გულახდილად გეტყვით: ძალიან დაბალი! თბილისის "დინამოს" გარდა, ნორმალურ გუნდს ვერ ვხედავ. იყო "ზესტაფონი", მაგრამ ფაქტობრივად, დაიშალა, - ალბათ, ფინანსური კრიზისის გამო. ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფულის დაბანდებას ყველა ერიდება. თანაც, წლები გადის და უფრო და უფრო უარესი თაობა მოდის. ოღონდ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, ნამდვილად არ ვიცი...

ალექსანდრ ბობროვი

09 ივლისი, 2013. Спорт-Экспресс

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მადლობა, კახა! [VIDEO]

გიორგი დემეტრაძე: "ბარსელონას" მერე სხვა მატჩები ცოტა ძნელი საყურებელია [VIDEO]

[ექსკლუზივი] გიორგი დემეტრაძე: უნამუსო არ ვარ, 36 წლისამ ვითამაშო

გიორგი დემეტრაძე გაათავისუფლეს [VIDEO]

გიორგი დემეტრაძე: სააკაშვილს ციხეში ადგილი გამზადებული აქვს - "საქათმეში"

ერთი კვირის ათასი წვრილმანი: შენახული ენერგია

• maqsime mesxi

უკვე მერამდენე შემთხვევაა რუსულ გაზეთებს რომ ეჭორავებიან! დემე ეს რა იყო?! ყველაფერი უნდა თქვა ბიჭო?! თან ვის უყვები,ვის?!

• chegalski

წადი შე გამყიდველო!!! კაცი მეგონე და ბ...ი ყოფილხარ დემე, სჰენი გამზრდელი მ..ნ

• Toko

კარგი, მურტალო, ძმაო, ეგრე იყოს! :) მართალია, ზედმეტად გადავვვარდით პოლიტიკაში (თუმცა იყო ამის მიზეზი). მართალი ხარ, ამ საიტზე მხოლოდ სპორტული ამბები უნდა განვიხილოთ. რატომ გინდა, რომ ქეცბაიას ერა დამთავრდეს? რა სხვებს უკეთესი შედეგი ჰქონდათ? (უახლოეს წარსულს ვგულისხმობ)

• მალხაზი

ახალს - მე როგორც ვატყობ, თუ ადამიანი განათლებულია, მიუკერძოებელი, სიღრმისეულად აზროვნებს და აანალიზებს სიტუაციას, ის არ არის ცალსახად ან ნაციონალების ან მეოცნებეების მხარდამჭერი. ის კარგად ხედავს ყველა პარტიის საქმიანობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს. როგორც ჩანს, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობა ამ მხრივ ძალიან ბევრ ისეთ ქართველს ჯობს, რომელიც ამჟამად საქართველოშია. ეს ალბათ იმიტომ, რომ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს შეუძლიათ, რომ საქართველოში მოვლენების განვითარება უფრო მთლიანობაში, გლობალურ კონტექსტში დაინახონ.

• murtalo

Toko,Kaxa,asurbanifali,GIO,და akhali ყოჩარ ბატონებო!...აბსოლუტურ სიმართლეს ღაღადობთ...მაგრამ მოდით ცოტა ლმობიერები და შემწყნარებლები ვიყოთ...სიხარულს გვანიჭებდა ეს კაცი და მინდორსგარეთ რა ტიპი იყო ნაკლებად მაინტერესებს...ასე ვძრახდით ბევრნი ჭაბუკიანს, კახიძეს,ხურცილავას და ბევრ სხვა დამსახურებულ ადამიანს...არ გეგონოთ პატარა ქურთის ბიჭს ამ ხალხს ვადარებდე:)...მაგრამ დემე ყოველთვის იქნება ერთერთი საყვარელი ადამიანი, და არ მაინტერესებს სხვა სფეროში მისი საქმიანობა!...დამნაშავე უნდა დაისაჯოს და დაუსჯელობის სინდრომს სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს...დემეს ფეხბურთელობაც წასულია, და რა საინტერესო მისი ინტერვიუბის მოტანაა, რომელი მჭერმეტყველი ეგა მყავს:)...უმჯობესია დღევანდელი ნაკრების მიერ ნაჩვენები თამაშების შესახებ სერიოზულად ვიმსჯელოთ ყველამ ერთად და იქნებ რამე გვეშველოს... ბოლოს და ბოლოდ არ უნდა დამთავრდეს ქეცბაიას ერა!

• akhali

Mე რუსეთში ვცხოვრობ და არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებაზე უარყოფითისტატია და ნებისმიერი ქართული ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია ,ვიდრე რუსეთში დღემდე არსებულები.და თუ სახელმწიფითაშორის ურთიერტობებს შევეხებით,ხომ საერთოდ ...,,ნოვაია გაზეტას ტირაჟი 50ათასია,,,სპორტექსპრესის,,-4მლნ და წარმოიდგინეთ რა წარმოდგენა შეექმნებათ საქართველოზე? რუსეთის სიზოებში სმენობით ძინავთ... რუსეთის განათლებულ,ლიბერალურ წრეებში საქართველოს წინა ხელისუფლების რეფორმებზე დადებითი წარმოდგენა გააჩნიათ.... ან თუ ძალიან გვაწუხებს ადამიანის უფლებები,მაშინ კომენტარებში რატომ ლანძღავთ ნოვოდვორსკაიას?თუ არსებობს ამ ქვეყნად პატიოსნების,წესიერების იდეალი და ამ იდეალებისთვის ბრძოლის,თავგანწირვის საუკეთესო მაგალითი-ეს ნოვოდვორსკაიას ცხოვრებაა.კორექტულობა მაინც დაიცავით-ქალბატონო თქვენ არ ხართ საქმის ყურში,ან სცდებით და ა.შ.

• GIO

დუდუ, დემეტრაძე თვითონ გადავიდა პოლიტიკაზე თავის ინტერვიუში, და შესაბამისი კომენტარებიც მიიღო. საერთოდ, რასაც მართლა ვერ ვიტან, არის ქართველების ერთი უსაზიზღრესი თვისება - ოღონდ ერთმანეთს ვუკბინოთ, და მზად ვართ რომ მტერს და დუშმანს (ამ შემთხვევაში რუსს) მაამებელი სიტყვები ვუთხრათ. რა, შენი აზრით იმ რუს ჟირნალისტს არ ესიამოვნებოდა საქართველოს ხელისუფლებაზე ცუდის თქმა? ხო გაგიგია, მოყვარეს პირში უძახე და მტერს პირს უკანაო? მერე ის რუსი ჟურნალისტი მსგავს ინტერვიუებს საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. მისი მთავარი მიზანი ეგ იყო, როცა დემეტრაძეს ინტერვიუს უღებდა. ასეთი რამ უკვე ათასჯერ მომხდარა და იმიტომაც ვამბობ.

• დუდუ

ტყუილად ნუ გააპოლიტიკურეთ ეხლა! კომენტარების ზოგიერთ ავტორს მივმართავ. დემე ჯიგარია და ბევრი სიხარული აქვს ჩვენთვის მონიჭებული. ტყუილად ჩასვეს და ტანჯეს. ინტერვიუს ვისაც უნდა, იმას მისცემს და სიმართლეა, რასაც ამბობს.

• asurbanifali

რა, დემეტრაძე რომ "პოსლეზე" თამაშობდა მოქმედი ფეხბურთელობის დროსაც უცხო ამბავია?კაი რა, კალაძეს როგორც მოქმედ ფეხბურთელს რომ ტოტალიზატორი ჰქონდა ესეც მოგონილია? მოკლედ დავაბრალოდ ნაციონალებს მარაბდის და კრწანისის ბრძოლების წაგებაც...

• Kaxa

განერ, მიშას და პუტინს ერთ დონეზე აყენებ მტრობის ამბავში? "ყოჩაღ" შენ!... აი ეს არის ტიპიური არასახელმწიფოებრივი აზროვნება - გამსახურდიასაც თავის დროზე ასეთ სტილში გაუსწორდნენ, ნაგავს და ბევრ სხვა ეპითეტს უწოდებდნენ, და ბოლოს რუსული იარაღით გაანადგურეს. მე ის მაწუხებს, რომ ქართველებს თვითგადარჩენის ინსტინქტის ნაკლებობა გვაწუხებს, და თავისიანს უფრო ნაკლებად ვინდობთ ვიდრე სხვისიანს! რაც შეეხება კანონებს, დაამტკიცე ძმაო თუ ვინმე დამნაშავეა და ჩემდა თავად მისი გამმართლებლის დედაც!... რა შევარდნაძის დროს ნაკლებარ ირღვეოდა კანონები? სად იყვნენ მაშინ დემეტრაძეები, რატომ არ იღებდნენ ხმას?!

• gunner

ახალს რუსი ჟურნალისტი თუ გვთხოვს ინტერვიუს უნდა მოვატყუოთ მიშა კარგი პრეზიდენტი იყოო თუ რას ამბობ ვერ გავიგე?! Kaxa პუტინი რახან მტერია, მიშას მტრობას გამორიცხავს?! 2ვე მტერია და 2ვე ნაგავია! და რომელ კანონზეა საუბარი?1 მიშა იყო პირველი კანონდამრღვევი თავისივე გუნდით!

• Kaxa

"ახალი", საქმე მარტივადაა - მოდი დავუსვათ შეკითხვა დემეტრაძეს და მისნაირ "თანამედროვე ქართულ ელიტას" - ვინ უფრო მეტი მტერია პირადად მისთვის, სააკაშვილი თუ პუტინი? მე მგონი, პასუხი ნათელია, რა თქმა უნდა "სისხლიანი დიქტატორი სააკაშვილი". ეგ იცი რატომ? იმიტომ, რომ რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, ეს დიდად არ ანაღვლებთ, ხოლო სააკაშვილმა კი მყუდროება დაურღვია, კანონის დაცვა მოსთხოვა, რაც ამ "ოქროს ბიჭებს" სულაც არ ეკადრებათ... რის კანონი, რა კანონი, ეგენი ხომ "ელიტა" არიან?! წინა სტატიაში დემეტრაძე რომ ამბობს, სააკაშვილისთვის "საქათმეა" გამზადებული ციხეშიო - აი ეს არის მათი მენტალიტეტი, სადაც ძველბიჭობა და "კაი-ბიჭობა" ფასობს, და არა კანონის მიმართ პატივისცემა!

• Toko

ძვირფასო ახალი, შენ სახელმწიფოებრივად აზროვნებ ძმაო, და ქართველების უმრავლესობა ჯერ-ჯერობით გონებრივად და სულიერად ისევ საბჭოთა კავშირში ცხოვრობს. რუსეთმა რა მასშტაბის დანაშაული ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ, ეგ გააზრებულიც კი არა აქვთ. ამიტომაც არის, რომ ვიღებთ დემეტრაძეებს და მის მხარდამჭერებს, საკუთარ ქვეყანას და მის ინტერესებს რომ უკან დაწევენ, იმ მიზნით, რომ გული მოიფხანონ. რატომღაც დღემდე მგონია, რომ დემეტრაძე მართლა იყო ქურდულ სამყაროსთან კავშირში. შემთხვევიით ასეთ სიტუაციაში არავინ ებმევა!

• akhali

ებრაელს ჰიტლერთან რომ ეჩივლა,სტალინი დიქტატორია დაგვჩაგვრავსო... გასაგებია-რომ დემე არ უნდა მჯდარიყო,მაგრამ ვის უყვები?რუს ჟურნალისტს?იმ ჯურნალისტს ერთხელ მაინც თავის ქვეყანაში მდგომარეობა აღუწერია,გაუკრიტიკებია?(ან სპორტ-ექსპრესი რა შუაშია,,,ნოვაია გაზეტა,,რომ იყოს მესმის,სადაც მართლაც იწერება სიმართლე ადამიანთა უფლებების დარღვევებზე რუსეთში).რუსეთში მარტო 135.000ეკონომიკურ დანაშაულებაზე ზის უსამართლოდ,უმრავლესობას ბიზნესი წაართვეს და ჩააგდეს ციხეში,მაგნიტსკი მოკლეს,ხოდარკოვსკი 10წელია ზის...შარშან კადიროვის ჩეჩენმა,,ძაღლებმა ქართველი,,მომპარავი ბიჭი დაიჭირეს,თხოვდნენ 100.000დოლარს და ლექსუუსს,ბილიარდის კიით გააუპატიურეს,მკვდარი ეგონათ და ავტობუსის გაჩერებაზე დააგდეს.დაიჭირეს ის ჩეჩენი ,,ძაღლები,,მაგრამ ძალიან ზევიდან უბრძანეს და გაუშვეს... ისე ,,სპორტ-ექსპრესს ,,ხშირად ვკითხულობ და სპორტული ჟურნალისტი მაგ გვარით არ მახსენდება იცით რუსეთში რამდენი რეიდერული წართმევა ხდება ქონების!ეს მასობრივია!ზოგს რაღაც ფულსაც უხდიან,მაგრამ თუ ,,გაჯიუტდა,,ეგრევე სროკზე უშვებენ!!!

• Salukvadsis saxelit

Gიორგი გილოზავ ტავისუფლებას აუ როგორ ვზუხდი სჰვილო დგე არ იკო არ მეხსენებინა სჰენი ტავი ერტხელ ადამიანი გავიზანი სჰემტხვევიტ ტურმე სჰენი მამა იკო ვუტხარი ვინზ ვიკავი იმედიზ მივეზი რატკმა უნდა როგორ მიკვარსტკო როგორ განვიზდი ტკო იზი სურატი ამოიგო გულის ჯიბიდან და მაგჰუკა როგორი ბედნიერი მივედი სახლსჰი არ იცი სჰვილო სჰენ გაიხარე იჯანმრტელე გმერტმა სჰენი საკვარელი საკმე გაკეტებინოს ისე როგორი ზარმატებულიზ იკავი

• gio

აბა ახლა ნოუ კამპზე არავინ გათამაშებდა მაქ

• nika

ღირსეული კაცი

• Dinamo Fan

დემეტრაძე ! ♥

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

[VIDEO] მესის გენიალური გოლი - მაიამის "ინტერმა" "ნიუ იორკი" დაამარცხა

"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

ბრუნდება თუ არა "ბარსელონაში"? - მესის მომავალი გადაწყდა

ქოჩორა და რონალდო ერთად? - ამის ალბათობა მაღალია

ახალი პროექტი: თელავის "კახეთი" ამბიციური გუნდი გახდება

"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

გიორგი დემეტრაძე: ფეხბურთი ფულისთვის არასოდეს მითამაშია

კრიშტიანო რონალდოს შვილი პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს

"დასვით სკამზე!" - პეტიმ რონალდო გააკრიტიკა

"ასეთი ფეხბურთელი სხვა არ მინახავს" - კარლო ანჩელოტი

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

აუტანელი ჰალსტუხი და... ჯონ ტოშაკი - ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

"გვარდიოლამ ფეხბურთი დააზიანა" - ლიონელ მესი

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

დავა, როგორც სერიალი - ვისია თბილისის "დინამო" და "დინამო თბილისი"

რონალდო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მართავს - რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

ᓙᓐᓮᓔᓗᓨᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓒᓐᓪᓝᓪᓮᓚᓔᓑᓐ ᓡᓣᓠᓗ

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში - ლიონელ მესიმ "ფილადელფია უნიონს" გაუტანა [VIDEO]

[VIDEO] 934-ე რონალდომ მორიგი გოლი გაიტანა

[VIDEO] მესიმ "ლოს ანჯელესს" ულამაზესი გოლი გაუტანა

"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა