თემურ ფარცვანია კარიერას ზაპოროჟიეს "მეტალურგში" გააგრძელებს, დავით იაშვილი - "ობოლონ-ბროვარში"
ფოტოზე: დედაქალაქურ გუნდში მხოლოდ ბადრი აქუბარდია დარჩა, რომელიც საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი

კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობასა და "დინამო 2"-ში რამდენიმე ქართველი ირიცხებოდა: მცველები ბადრი აქუბარდია, დავით იაშვილი და თემურ ფარცვანია.

ეს უკანასკნელი ზუგდიდელი ბიჭია და ბევრსაც მიაღწია - 21 წლის ასაკში უკრაინის ასაკობრივ (17, 19-წლამდელებში და ახალგაზრდულ) ნაკრებებში 45 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, 2009 წელს კი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა.

მაგრამ კიევის "დინამოში" ფეხი ვერ მოიკიდა და ჯერ კიდევ 2012 წლის შემოდგომაზე ზაპოროჟიეს "მეტალურგში" იჯარით გაუშვეს. ზაფხულში შეთანხმებას ვადა ამოეწურა და ფარცვანია უკეთეს კლუბში გადასვლას იმედოვნებდა. საბოლოოდ, ისევ ზაპოროჟიეში დაბრუნება მოუხდა.

კიევური კლუბი უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრს, დავით იაშვილსაც შეელია. კლუბის ვებგვერდის ცნობით, ზედ სეზონის დაწყებამდე "დინამოდან" ოთხი ფეხბურთელი წავიდა და ოთხივე თავისუფალი აგენტის სტატუსით - მათ შორის იაშვილიც იყო, ვისაც ახალი კლუბი უნდა მოეძებნა.

არადა, ის კიევურ გრანდში 2012 წლის დეკემბერში კიევის "ობოლონიდან" გადავიდა და სულ რაღაც ერთი თვის წინათ უკრაინულ "სპორტ-ექსპრესთან" განაცხადა, ძირითად გუნდში გადასვლას ვიმედოვნებო.

დათო თბილისშია დაბადებული და როგორც თავად ამბობს, "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა, უკრაინაში კი 15 წლისა გადავიდა. წესით, ეს ბიჭი ქართული ლიდერებისთვის საინტერესო მცველი უნდა ყოფილიყო.

თუმცა, ისევ უკრაინელებმა იაქტიურეს და დათო კარიერას უკრაინის მეორე ლიგის "ობოლონ-ბროვარში" გააგრძელებს. ეს კლუბი ახლახან ჩამოყალიბდა და უკრაინის მეორე ლიგაში ითამაშებს. რეალურად კი, შარშან დაშლილი კიევის "ობოლონის" ბაზაზე აღმოცენდა.

გუნდში მხოლოდ ბადრი აქუბარდია დარჩა, რომელიც საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი. აქუბარდია "დინამო 2"-ის წევრია.

სხვათა შორის, უკრაინულმა გამოცემა "ფუტბოლკლუბმა" ზაფხულში გამოაქვეყნა წერილი, სადაც ეწერა, რომ კლუბს უკრაინის ნაკრების წევრი, ევგენი ხაჩერიდი ტოვებდა და მის ერთ-ერთ სასურველ შემცვლელად სწორედ აქუბარდია დაასახელა.

"კიეველებმა თავდასხმის პრობლემები მოაგვარეს. ახლა დაცვის ჯერია, რადგან, როგორც ამტკიცებენ, ევგენი ხაჩერიდის სურს წასვლა. ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი?

სავარაუდო კანდიდატურები უკრაინის ჩემპიონატში მრავლად მოიძებნებიან. მაგალითად, "დინამო 2"-ის მცველი ბადრი აქუბარდია. მას შეუძლია ითამაშოს მარჯვენა და მარცხენა მცველის პოზიციაზეც. ეთნიკურად ქართველი უკრაინული პასპორტის მფლობელია. 4 წლის იყო, მისი ოჯახი უკრაინაში რომ დასახლდა. კიევის "დინამოს" აკადემიაში 2009 წელს ჩაირიცხა.

კიეველთა ახალგაზრდულ შემადგენლობაში ადგილი პირველი შეხვედრიდან მყარად დაიმკვიდრა და ღირსეულად გამოიყურება. უყვარს და ეხერხება შეტევაში ჩართვა. ერთხელ მარიუპოლის "ილიჩევეცის" წინააღმდეგ ძირითადი გუნდის განაცხადშიც მოხვდა. არის უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი.

აქუბარდია ბავშვობაში საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ და სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ 20 წლის ქართველს "ნათელი გონება", მოედნის ხედვა და თავით კარგად თამაშის უნარი გამოარჩევდა", - წერს "ფუტბოლკლუბი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
მამლუქები: ქართველი კიევის "დინამოში", რომელსაც ომში უკრაინის დაცვა სურს
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓗᓐᓠᓒᓐᓛᓐᓫᓔᓛ "ᓘᓚᓘᓩᓔᓕᓔᓪᓘᓡ" ᓠᓘᓒᓔᓑᓨᓘ ᓒᓐᓘᓢᓐᓜᓐ
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
"ზუგდიდი": სიროტა წავიდა, რას აპირებენ უკრაინელი ინვესტორები?
თემურ ფარცვანია "დესნაში" გააგრძელებს კარიერას
ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა - ფარცვანია ყაზახურ გუნდში გადავიდა
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
ზაურ მახარაძე "თანამეგობრობის თასზე" უკრაინის ნაკრების კარს დაიცავს
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
კიევის "დინამო 2"-ის მცველი ბადრი აქუბარდია: საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი
თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: ლიდერთა ჯახი "წითელ ჯგუფში"
სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბი უმკაცრესად დასაჯა
თემურ ფარცვანია: თუ ყაზახეთში ომი დაიწყო, თამაში საშიში იქნება
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან