ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როგორ დაათმობინა წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "დინამო"

როგორ დაათმობინა წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "დინამო"

2004-11 წლებში "დინამო თბილისის" ყოფილი სპორტული დირექტორი ამირან ღიბრაძე წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს
სამართლიანობის აღდგენა და თბილისის "დინამო" - ამ თემაზე საკუთარ პოზიციას "დინამო თბილისის" ყოფილი სპორტული დირექტორი ამირან ღიბრაძეც აფიქსირებს და "ლელოს" კითხვებს პასუხობს.

ღიბრაძე 2004-11 წლებში მუშაობდა "დინამო თბილისში" ამ თანამდებობაზე.

- ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობდა გოგა ჯაოშვილი და მან მიმიყვანა "დინამო თბილისში". საქმის კურსში უნდა ვყოფილიყავი, თუ რა ხდებოდა გუნდში და თუ რატომ გაუარესდა "დინამოს" შედეგები მას შემდეგ, რაც გუნდმა 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

მაშინ "დინამო თბილისის" პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი იყო.

მოგეხსენებათ, 2003 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თანდათან დაიძაბა ურთიერთობა პატარკაციშვილსა და ახალ ხელისუფლებას შორის. ზეწოლა გაჩნდა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდანაც. ტენდენციური მსაჯობის თუ სხვა ფაქტორების გამო, ფაქტობრივად, სამჯერ წაგვართვეს საქართველოს ჩემპიონობა.

პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ "დინამო თბილისი" მის ოჯახს დარჩა, მაგრამ ხელი ძალიან გვეშლებოდა იმის გამო, რომ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან ვერ ვიღებდით.

ამ დოკუმენტის მიღება დაბლოკილი იყო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რის გამოც კრედიტს ვერ ვიღებდით ბანკიდან, თუმცა ერთი-ორჯერ ნდობის ხარჯზე მაინც მოვახერხეთ მცირე კრედიტის გამოტანა.

შეკრებაზე თურქეთში რომ მივდიოდით, ტრაბზონამდე უნდა ჩავსულიყავით ავტობუსით და იქიდან თვითმფრინავით უნდა წავსულიყავით ანტალიაში. გვყავდა ჩვენი ავტობუსი, მაგრამ სამეწარმეო ამონაწერის არქონის გამო მძღოლს მინდობილობას ვერ ვუფორმებდით და დაქირავებული ავტობუსით ჩავედით ტრაბზონში.

რაც ყველაზე მთავარია, ამონაწერის არქონის გამო ვერ ვახერხებდით სპონსორის მოძებნას, რადგან არ გაგვაჩნდა დოკუმენტი ჩვენს საკუთრებაში მყოფ კლუბზე.

2007 წელს, "ტელეიმედის" ცნობილი დარბევის მეორე დღეს, "დინამოს" ბაზაზეც მოვიდნენ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები, ჩაატარეს ჩხრეკა, მოხსნეს ჩვენი დაცვა და თავიანთი დააყენეს. ათი დღის შემდეგ კი თავიანთი დაცვაც მოხსნეს.

ამონაწერის ვერმიღების გამო ყველანაირად შებორკილები ვიყავით. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ წინა ხელისუფლება ელოდებოდა ჩვენს გაკოტრებას, ჰქონდა იმედი, რომ ვეღარ მოვახერხებდით გუნდის შენახვას, "დინამო თბილისი" შეწყვეტდა ფუნქციონირებას და მერე ადვილად დაეუფლებოდა მას და მისთვის სასურველ პიროვნებას გადასცემდა.

შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენს წინააღმდეგ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, პატარკაციშვილის გარდაცვალების მერე სამი წელი მაინც გავაგრძელეთ ჩვენი საქმიანობა და გუნდის შენახვა.

- პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ "დინამო თბილისთან" დაკავშირებით რა პოზიცია ჰქონდა მის ოჯახს?

- პირადად არ შევხვედრივარ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს, თუმცა მისი პოზიცია დაახლოებით ასე იყო ჩემთვის ცნობილი: რატომ უნდა დავაფინანსო "დინამო", როცა საქართველოში ყველაფერი დაგვაკარგვინეს და თან ამონაწერს არ გვაძლევენ სამეწარმეო რეესტრიდანო.

პატარკაციშვილის ოჯახი მაინც ეხმარებოდა "დინამო თბილისს". ბადრის ოჯახისგან არ გვქონდა დამტკიცებული ბიუჯეტი, თუმცა ოჯახი გარკვეულ თანხებს პერიოდულად მაინც აძლევდა კლუბს და ეს ძალიან გვშველოდა.

გვქონდა სატრანსფერო შემოსავლებიც - დიდიე ოვონო 700 000 ევროდ გავყიდეთ, სანდრო კობახიძე 800 000 დოლარად. ეს ორი ძალიან წარმატებული ტრანსფერი განვახორციელეთ. 2010 წელს კი "დინამო თბილისში" ფინანსური შემოწმება დაიგეგმა. ეს იყო მინიშნება, სიგნალი, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ჯარიმას დააკისრებდნენ და...

- "დინამო თბილისს" ფინანსური დარღვევები ჰქონდა?

- ჯარიმის დაკისრების რეალური საფუძველი მართლაც არსებობდა. კლუბის ფინანსისტს შეცდომა მოუვიდა და შეკრებაზე ფეხბურთელების კვება და საწვავის ხარჯი არ დაბეგრა. ჯარიმა დაახლოებით 150 ათასი დოლარის ექვივალენტი უნდა ყოფილიყო და ამ ჯარიმის გადახდას გავწვდებოდით, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში იყო იმის რეალური საფრთხე, რომ ჯარიმა უსაშველოდ გაზრდილიყო და საქმე კლუბის ხელმძღვანელობის დაპატიმრებით დასრულებულიყო.

ჰოდა, ჯაოშვილს პირდაპირ ვუთხარი, დაეთმო "დინამო თბილისი", რათა თავიდან აგვერიდებინა ჩვენი დაპატიმრება. გადავცეთ კლუბი ხელისუფლების სასურველ პიროვნებას და თავს დავაღწევთ ამ მდგომარეობას - ეს პოზიცია ქალბატონმა ინამაც გაიზიარა და უფასოდ დათმო "დინამო თბილისი" თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით.

- მანამდე არ გიცდიათ "დინამო თბილისის" გაყიდვა?

- როგორ არა, სამეთვალყურეო საბჭომ ეს საკითხი დააყენა დღის წესრიგში. გამოჩნდნენ მყიდველები: ერთი - 15 მილიონ დოლარს იხდიდა, მეორე - 10 მილიონს, მაგრამ ისევ და ისევ იმის გამო, რომ რეესტრიდან კლუბის საკუთრების საბუთს არ გვაძლევდნენ, კლუბის გაყიდვა შეუძლებელი აღმოჩნდა.

- ზოგი ამბობს, რომან ფიფიამ "დინამო თბილისი" რომ ჩაიბარა, კლუბში მძიმე ფინანსური მდგომარეობა იყოო...

- ფიფია წინა ხელისუფლებამ მიიყვანა "დინამოში", ის მათთვის სასურველი პიროვნება აღმოჩნდა. ჩვენ მას დაახლოებით 600 ათასი დოლარის ფულადი აქტივი დავუტოვეთ და ახლა როგორ ამბობენ, რომ მძიმე ვითარება დაუხვდათ?!

- ამ დროისთვის რას ედავებით ფიფიას? ვისთან გაქვთ პრეტენზიები?

- ფიფიას მოსვლის შემდეგ "დინამო თბილისიდან" გამიშვეს, რისი მიზეზიც უცნობია ჩემთვის. იურიდიულად ფიფიას ვერ შევედავები, მაგრამ მაქვს უფლება, მოვითხოვო გამოძიება იმ დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რაზეც უკვე გესაუბრეთ.

პროკურატურას აქვს უფლება, ყოველივე ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და თუ ამას არ გააკეთებს, მე მივმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება, თუ კონკრეტულად ვინ და რა დოზით იყო ჩართული ამ დანაშაულებრივ სქემაში.

სამართლიანობა ამ სეგმენტშიც უნდა აღდგეს.

რედაქციისაგან:

"დინამოსთან" დაკავშირებით, დღეს ჩვენ შემოგთავაზეთ მოდავეთაგან ერთი მხარის პოზიცია. მზად ვართ, "ლელოს" უახლოეს ნომერში დავაფიქსიროთ მეორე მხარის მოსაზრებები სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

ამირან ღიბრაძე: იურიდიულად ფიფიას ვერ შევედავები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ

რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ

რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს

სკ "დინამო თბილისის" განცხადება: ვიღაცებს ხელის მოთბობა უნდათ!

მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?

ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]

ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ

მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?

• dato

ნამუსიც კაი საქონელიაო ამათზეა ნათქვამი, საერთოდ არ აწუხებთ სინდისი, რა აქტივი დედა არ გყადათ ფორმა არ გქონდათ და წყალს ვერ იხდიდით ფუ თქვენი! და ამის ავტორი ***

• dato

როგორ დაატმობილა და არ ინახადა ოჯახი გუნდს ეკიდა და ისე

• giorgi

- ჯარიმის დაკისრების რეალური საფუძველი მართლაც არსებობდა. კლუბის ფინანსისტს შეცდომა მოუვიდა და შეკრებაზე ფეხბურთელების კვება და საწვავის ხარჯი არ დაბეგრა... იყო იმის რეალური საფრთხე, რომ ჯარიმა უსაშველოდ გაზრდილიყო და საქმე კლუბის ხელმძღვანელობის დაპატიმრებით დასრულებულიყო...ჰოდა, ჯაოშვილს პირდაპირ ვუთხარი, დაეთმო "დინამო თბილისი", რათა თავიდან აგვერიდებინა ჩვენი დაპატიმრება... მაქვს უფლება, მოვითხოვო გამოძიება იმ დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რაზეც უკვე გესაუბრეთ.--------------------------------------------------------------------------------------------------გადასახდებს შენ არ იხდიდი,პატიმრობას გადაურჩი და ეხლა ისევ შენ ჩივი??? მალადეც ძმაო!!!!!

• nodarichi123

მიშა მართალი იყო ამათ ნაირ გორებს რომ ახევდათ ბიზნეს. შორს დინამოდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!გასიებულო გორებო, დაწყვეთ ისევ მძ......ს ჭამა!!! მოგშივდათ?????????????

• OTO

ღიბრაძე რომ სურათზე ჩანს მის უაკან გაპარტახებული დინამოს ბაზაც ჩანს, და ეგ იყო მაგათი აყვავებული ბაზა, ბალახი არ იყო სავარჯიშო მოედანზე

• OTO

როგორ იღებს საერთოდ ხმას,ნათხოვარი ფორმებით თამაშობდნენ მაშინ, დინამოს ბაზა საერთოდ მინგრეული იყო და ელემენტარულ კოსმეტიკურ რემონტს ვერ აკეთებდნენ,ძლივს დინამო ფეხზე დადგა და დაესივნენ ახლა ეს მუქთახორები გინებივით, ფუი !!!ამ ქვეყანას ამისთანა არსებების ხელში არაფერი ეშველება

• murtalo

ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღონ დადგენილება რომ არცერთ უნამუსო არსებას(ღორსაც ვერ უწოდებ მისი ხორცი მაინც გვანიჭებს სიამოვნებას), სურვილი კი არ გაუჩნდეს მსგავსი გამოხტომებისათვის... ლელოზე კი რასაც წერთ, ძმებო. აბსოლუტურად გეთანხმებით...

• bejo

გამოჩნდნენ ისევ ფულისმჭამელები .....ვიღაცამ ხო უნდა ჩააფურთხოს საქმეში აუცილებლად :@

• თემო

ლევანი, აბსოლუტურად სწორი ხარ. ქვევით უწერიათ ზუსტი სათაური: „ამირან ღიბრაძე: იურიდიულად ფიფიას ვერ შევედავები“. არ დაგავიწყდეს, ლელო ვის ეკუთვნის და მიხვდები, ასეთ საქმიანობას რატომ ეწევა. სამაგიეროდ, ხმა არ ამოუღია მოსკოვის დინამოსთან თამაშის დროს მომხდარ ამბებზე.

• Giorgi

შორს ხელები დინამოსგან ღორებო!!! ძლივს წინსვლა იგრძნობა და ეხლა გაახსენდა ყველას რომ ოდესღაც დინამოში მუშაობდა და უსამართლოდ გამოაგდეს!!! ამათ თუ ჩაუვარდათ დინამო ისევ ხელში მიწასთან გაასწორებენ დარწმუნებული ვარ!!! კარგი ტრანსფერები განვახორციელეთო და მეთქი ვინმე იყიდეს და არა სარფიანად გავყიდეთო ამათი!!! სულ გაგვიყიდიან დინამოს და ირბენენ ისევ დოდო ფეხბურთელები!! გაეკეთებინათ რამე კარგი სანამ დინამოში იყვნენ და დაუდგებოდა ხალხი გვერდში!!! ეხლა ფიფიას გვერდზე ვართ და დავდგებით ბოლომდე!! შორს ბინძური ხელები დინამოსგან ღორებო!!!

• akhali

დავიწყოთ გარჩევა ვინ რა საშუალებით ნაშოვი ფულით გახდა საერთოდ რამე,,საკუთრების,,მფლობელი?რომელს(იშვიათი გამონაკლისის გარდა)გაქვთ პატიოსანი და კანონიერი გზით ნაშოვნი ფული?საღორ სააკაშვილი,რომ დინამო მართლაც კარგ ,,პატრონს,,ჩააბარა!აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილებაა!და ,,ესენი,,რომ უნამუსოდ ხმას იღებენ ესეც სააკაშვილის ,,დამსახურებაა,,,,რომ

• Dinamo Fan

არიქა მგონი გვეშველა.... და გამოხტა ეს , დაეტიე რა შენიჭირიმე ტვინი ნუ მო*****-თ !!!! @@@@@

• gio1705

როგორც იქნა გუნდი წინ წამოვიდა, სვავებმა კი ისევ ფულის სუნი იგრძნეს და თავს დასტრიალებენ. თუ რამის გამკეთებლები იყავით გქონდა საკმარისი დრო ამისთვის.....

• levani

და თქვენ, ლელო-ს ვგულისხმობ, თუ ინტრიგნები და "პადჟიგატელები" არ ხართ, ეს სათაური რაპონტში გიწერიათ?! ადრეც ხო დაწერეთ ერთხელ რაღაც ეგეთი მარაზმი მერე ბოდიშები რო იხადეთ და ახლა კიდე იგივე!

• daviti

ფთუ რა სვავები არაიან ...

• dante

"ღიბრაძე 2004-11 წლებში მუშაობდა" - პროსტა არ ცხვენია? ტიპი ამდენი ხანი სპორტული დირექტორი იყო და გუნდი კინაღამ დაიშალა და რაც ეხლა კეთდება ამ მოკლე პერიოდში იმის 5% იც ვერ გააკეთა. პროსტა სულ რო არაფერი ნამუსი მაინც ხო უნდა ქონდეს ვაფშე დინამოზე ეს როგორ ბაზრობს

• zura1

თავი დაანებეთ დინამოს და ფიფიას თქვე ***. ამის დროა ეხლა? ყველანაირად ხელს უშლიან გუნდის განვითარებას ამათიიიიიიიიიიიიი

• givi

ნიკა ჯობია ისევ იმ სოროში დაბრუნდე სადაც ამდენი ხანი იყავი და ხმას არ იღებდი, ამ კაცმა რაც დინამოსთვის ამ მოკლე პერიოდში გააკეთა თქვენ და თქვენისთანები მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გააკეთებდით. დაანებეთ ეხლა ამ კაცს თავი საქმის კეთებაში ნუ აფათურებთ თქვენ ბინძურ ხელებს, შენ და შენისთანები რომ არსებობდნენ ქართულ ფეხბურთან ახლოს იმიტომ არის დღეს ჩვენი საქმე ესე ჩაბანძებული!

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

ამირან ღიბრაძე: მე "ზესტაფონის" პრეზიდენტად? სრულიად შესაძლებელია

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ბაზის გაყიდვისას ყველაზე მეტად ივანიშვილი აქტიურობდა

სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ფულს ფეხბურთში დებთ თუ პიროვნებაში?

ალტერნატივა არსებობს - ვინ იქნება თემურ ქეცბაიას შემდეგ?

დავა, როგორც სერიალი - ვისია თბილისის "დინამო" და "დინამო თბილისი"

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

გიორგი ტყავაძე: თბილისის "დინამო" უფასოდაც არავის უნდოდა

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

თვალსაზრისი: მდიდარი, ღარიბი...

ლევან ზუხბაია: ხელშეკრულების პირობებს 2011 წელს ყველა დაეთანხმა

ᕨᓕᕘᓓᓓᓦᓔᓣᕚᓘ: ᓝᓠᓛᓐᓒᕘ "ᓓᕘᓜᕐᕛᓝ", ᓝᓠᓛᓐᓒᕘ ᓠᓔᓙᕚᓐᓛᕐ