"სტად ფრანსემ" ავსტრალიელი გარემარბი დიგბი იოანი მიიწვია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ადამიანია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა
საფრანგეთის ერთ-ერთმა უძველესმა კლუბმა, დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას პარიზულმა "სტად ფრანსემ", ავსტრალიელი გარემარბი დიგბი იოანი მიიწვია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ადამიანია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

დიგბი იოანმა ახლახან ავსტრალიის ნაკრებში "ბრიტანელი ლომების" წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა ზე რაგბის გათამაშების უმნიშვნელოვანეს მატჩში, ბრისბენის "რედსსა" და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" შორის, არსად ჩანდა - მხარი დაუშავებია.

28 წლის მორაგბე მსოფლიოში ყველაზე საშიშ გარემარბად მიიჩნევა. "ვოლაბების" შემადგენლობაში გამართულ 35 მატჩში მან 11 ლელო მიითვალა. ის ფეთქებადი ხასიათის მოთამაშეა და საშუალოდ მატჩში მეტოქის ხაზს ხუთჯერ ჭრის.

დი ჯეი (ეს მისი მეტსახელია) სტადიონის მიღმა სრულად ამართლებს თავის გარეგნობას. მას ახლახან სასამართლოში მოუწია მისვლა გაზაფხულზე ერთ-ერთ ღამის კლუბში ატეხილი ჩხუბის გამო. თუ გავითვალისწინებთ, როგორი გარემოა პარიზის ანალოგიურ დაწესებულებებში, უნდა ვივარაუდოთ, რომ დიგბის სამართალდარღვევების შესახებ კიდევ არაერთხელ მოვისმენთ ახალ ამბებს.

ამასთან ერთად, დიგბი იოანს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს - ის ხშირად იღებს ტრავმებს. 2008 წელს თითი მოიტეხა, 2010 წელს მხარი იღრძო, 2011 წელს ისევ თითი მოიტეხა, 2012 წელს ფილტვებმა შეაწუხა, რაღაც ინფექცია შეეყარა; ამჟამად ისევ მხარი სტკივა. ეს, ცხადია, ფრანგულ კლუბში იციან, მაგრამ მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა 2011 წელს.

დიგბიმ "რედსთან" ერთად ზე რაგბის გათამაშება მოიგო, ფინალში ლელოც გაიტანა, მერე "ვოლაბების" შემადგენლობაში სამი ერის გათამაშებაში გაიმარჯვა. იმავე წელიწადს მსოფლიოს თასზეც არ უასპარეზია ცუდად.

დიგბი იოანს "სტად ფრანსემ" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვითაც, ის დაახლოებით ორ მილიონ ევროს მიიღებს. ავსტრალიაში იოანი წელიწადში 800 ათას ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] ესპანეთმა ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი დაჯაბნა და ფინალში გავიდა
ქართული ლეგიონი: ფრანგებმა ზურაბ ჟვანია ზიდანს შეადარეს
ზურაბ ჟვანია: კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, როგორ მოხდა, ლელო რომ ვერ გაიტანეო
ქართული ლეგიონი: "მე ვარ შარლი"
მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის XXI-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა
ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მეორე ლელო
ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მორიგი ლელო "ჩელენჯ კაპზე"