საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ ხელშეკრულება გააფორმა კონსორციუმთან, რომელიც სენ დენიში მდებარე სტადიონს, "სტად დე ფრანსს" მართავს
საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ ახლახან ხელშეკრულება გააფორმა კონსორციუმთან, რომელიც სენ დენიში მდებარე სტადიონს, "სტად დე ფრანსს" მართავს. მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ოთხი წლის განმავლობაში საფრანგეთის რაგბის ფედერაცია "სტად დე ფრანსის" მმართველ კონსორციუმს 23 მილიონ ევროს გადაუხდის. სამაგიეროდ, ოთხი წლის განმავლობაში ამ სტადიონზე "ლე ბლოს" 20 მატჩი უნდა გაიმართოს.

იჯარის ამოწურვის სავარაუდო თარიღი 2017 წლის ივნისია. წლეულს ფრანგები "სტად დე ფრანსზე" ორ მატჩს გამართავენ. ნოემბრის ტესტებზე "ლე ბლო" სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს უმასპინძლებს.

გრაფიკი ისეა შედგენილი, რომ ერთი თამაში საფრანგეთის რაგბის ფედერაციას თადარიგში რჩება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ფრანგებს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ევროთასების ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, "ჰაინეკენის თასის" ფინალის გამართვა "სტად დე ფრანსზე" სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"ბოდო გლიმტის" კაპიტნით ხუთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
"დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია" - შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მაჭარაშვილმა RAF-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
"პსჟ-ში სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს - სად არის ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?" - აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი
ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა