გეორგე ჰაჯიდან ტიაგო ალკანტარამდე
ესპანური ლა ლიგის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი, მიუხედავად მადრიდის "რეალის" აქტიურობისა, მაინც "ბარსელონამ" განახორციელა - ნეიმარმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და კატალონიურ გრანდში ჩაირიცხა. 21 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში მე-11 ნომერი აიღო, რომლითაც "სანტოსში" და ბრაზილიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. ნეიმარმა ეს მაისურა ტიაგო ალკანტარასგან მიიღო, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა.

ალკანტარამდე მე-11 ნომრით "ბარსას" არაერთ ვარსკვლავს უთამაშია. ესპანეთში, მუდმივი ნომრები 1995/96 წლების სეზონში შემოიღეს და მოდი, ერთად გავიხსენოთ ის ფეხბურთელები, ვინც კატალონიური გუნდის განაცხაში ნომერ 11-ის გვერდით ეწერა...

გეორგე ჰაჯი - "კარპატელი მარადონა" იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მუდმივ ნომრად 11 მიიღო. ჰაჯი "ბარსელონაში" 1994 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან ერთად მეორე სეზონს იწყებდა. ორი სეზონის განმავლობაში რუმინელმა 36 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. "ბარსას" რიგებში "ჯიკამ" ესპანეთის სუპერთასი მოიგო და 1996 წლის ზაფხულში "გალათასარაიში" გადავიდა, სადაც 2001 წელს კარიერაც დაასრულა.

ანხელ კუელარი - ჰაჯის წასვლის შემდეგ, მე-11 ნომერი კუელარმა მიიღო, რომელიც "ბარსელონამ" ერთი წლით ადრე "ბეტისიდან" შეიძინა. ანხელი კატალონიურ კლუბში ორი სეზონი გაჩერდა, სულ 56 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა. ესპანელმა ფეხბურთელმა "ბარსაში" ესპანეთის თასი, სუპერთასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო. ბობი რობსონის დროს კუელარმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და 1997 წელს ისევ "ბეტისს" დაუბრუნდა.

რივალდო - მომდევნო ფეხბურთელი გახლავთ მოთამაშე, რომელმაც "ბარსელონას" მე-11 ნომრით ალბათ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. რივალდო ამ ნომრით პირველი სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა (1997/98 - 1999/00), მომდევნო ორი სეზონი კი მე-10 ნომრით იასპარეზა. 11-ნომრიანი მაისურით თამაშისას, რივალდომ "ბარსელონას" რიგებში 149 შეხვედრა გამართა (სულ 235), 80 გოლი გაიტანა (სულ 130) და 1999 წელს "ოქროს ბურთიც" მოიგო. ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც დღესაც თამაშობს, მე-20 საუკუნის დასასრულის და 21-ე საუკუნის დასაწყისის "ბარსას" სიმბოლოდ იქცა. ხუთი წლის განმავლობაში ვიტორ ბორბა ფერეირამ (რივალდოს სრული სახელია) ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, თითოჯერ კი ევროპის სუპერთასი და ესპანეთის თასი მოიგო.

კატალონია რივალდომ 2002 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა და "მილანში" გადავიდა, თუმცა იტალიაში ბრაზილიელმა წარმატებით ვეღარ ითამაშა. უამრავი კლუბის მოვლის შემდეგ (მათ შორის უზბეკური "ბუნიოდკორიც" იყო), 41 წლის რივალდო ბრაზილიაში დაბრუნდა და "სან კაეტანოში" ჩაირიცხა, რომელიც ამჟამად სერია B-ში ასპარეზობს.

მარკ ოვერმარსი - სწრაფი ჰოლანდიელი გარემარბი, რომელიც ორივე ფეხს თანაბრად ხმარობდა, კატალონიურ კლუბში 2000 წელს "არსენალიდან" გადავიდა და რივალდოსდან მე-11 ნომერი მიიღო, თავად ბრაზილიელმა კი ჯოვანის 10-იანი აიღო.

ოვერმარსმა ამ ნომრით 4 სეზონი ითამაშა, რაც ჯერჯერობით რეკორდს წარმოადგენს. სულ ჰოლანდიელმა ლა ლიგაში 97 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, 2004 წელს კი 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, არადა მარკს არც ტრავმა აწუხებდა და თანაც მშვენიერ ფორმაში იყო. 2008/09 წლების სეზონში ოვერმარსი ფეხბურთში დაბრუნდა, მშობლიურ "გოუ ეჰედ იგლზში" ერთი სეზონი ჩაატარა (24 თამაში, 0 გოლი) და ბუცები კვლავ ლურსმანზე ჩამოკიდა.

მაქსი ლოპესი - არგენტინელი ფორვარდი "ბარსელონაში" 2005 წლის ზამთარში გადავიდა და მე-11 ნომრით სეზონნახევარი ითამაშა. მისი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება "ჩელსისთან", როდესაც "ნოუ კამპზე" ცვლილებაზე შემოსულმა ლოპესმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ფრანკ რაიკარდის ფორმაციის "ბარსაში" მოგებული ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, მაქსი 2006 წლის ზაფხულში "მალიორკაში" გაანათხოვრეს, 2007 წელს კი "მოსკოვს" მიჰყიდეს. ბოლო სეზონი ფორვარდმა "სამპდორიაში" გაატარა, სადაც 17 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, "ბარსელონას" რიგებში კი 29 წლის ფეხბურთელმა 19 მატჩი გამართა და თავი მხოლოდ 2-ჯერ გამოიჩინა.

ჯანლუკა ძამბროტა - იტალიელი გახდა პირველი მცველი, რომელმაც მუდმივ ნომრად მე-11 მიიღო. იქამდე, სანამ მუდმივ ნომრებს შემოიღებდნენ, ბოლო მცველი, რომელმაც ბარსაში ამ ნომრით იასპარეზა იყო სერხი ბარხუანი.

ძამბროტა "ბარსაში" 2006 წელს, მსოფლიოს ჩემპიონის რანგში გადავიდა. იტალიელი კლუბში ორი სეზონის განმავლობაში ირიცხებოდა. ამ პერიოდში ჯანლუკამ 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. 2008 წელს ძამბროტა "მილანში" გადავიდა, სადაც 2012 წელს კარიერაც დაასრულა.

ბოიან კრკიჩი - ძამბროტას წასვლის შემდეგ, მისი მაისურა კატალონიელმა მოირგო. ახალგაზრდა მოთამაშემ 11 ნომრით 41 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, შემდეგ კი არჩევანი მე-9 ნომერზე შეაჩერა. კრკიჩმა "ბარსელონაში" საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო: მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა (2-ჯერ), ესპანეთის ჩემპიონატი (3-ჯერ), ესპანეთის სუპერთასი (2-ჯერ), ევროპის სუპერთასი და ესპანეთის თასი.

2011 წელს, "ბარსელონაში" ჩატარებული 163 მატჩის და 41 გოლის შემდეგ, ბოიანი "რომაში" გაყიდეს, საიდანაც ის "მილანში" გაანათხოვრეს. 2013 წლის ზაფხულში "ბარსამ" კრკიჩი 13 მილიონად გამოისყიდა და იჯარით ამსტერდამის "აიაქსში" გაუშვა, სადაც ბოიანი ასევე 11 ნომრით იასპარეზებს.

ხეფრენ სუარესი - ბოიანის შემდეგ აღნიშნული ნომერი "ლა მასიას" კიდევ ერთმა აღზრდილმა მოირგო. კანარის კუნძულებზე დაბადებული ხეფრენი (კატალონიელები მას ჟეფრენს ეძახიან, მიუხედავად მისი ვენესუელური ფესვებისა) კლუბში 17 წლის ასაკში მივიდა და სულ 5 სეზონი გაატარა. ჯამში მან 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, რომელთაგანაც ყველაზე დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალის" კარში გატანილი ბურთი იყო - ის მატჩი "ბარსელონამ" 5:0 მოიგო, ხეფრენმა კი ბოლო გოლი გაიტანა.

ტიაგო ალკანტარა - ნეიმარამდე, უკანასკნელი ფეხბურთელი ვისაც ზურგზე 11 ეწერა ტიაგო ალკანტარა გახლდათ. მე-11 ნომერი ტიაგომ 2011/12 წლების სეზონში მიიღო. პირველ გუნდში მაზინიოს შვილმა 68 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, ამ სეზონის დაწყების წინ კი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეპეტიცია მოგებულია - რა იქნება ერთი წლის შემდეგ?

[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
"ბარსელონას" ყოფილი ნახევრმცველი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
მაქსი ლოპესი: იკარდიმ მეუღლე წამართვა, თუმცა ვაპატიე
მაქსი ლოპესი: ვანდა ნარა შვილების ნახვის საშუალებას არ მაძლევს
რივალდო დემბელეზე: დროა, "ბარსელონამ" გაყიდოს
ბო*ები, მოღალატეები - არგენტინული სერიალი "ვანდა ნარა და სასიყვარულო სამკუთხედი" გრძელდება
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
ბოიან კრკიჩი ესპანეთში დაბრუნდა
პრობლემა VAR-ში კი არა, თამაშის ხარისხშია - რივალდო ბართომეუს პასუხობს
2020 წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც გულშემატკივარმა დააკომპლექტა [PHOTO]
ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი გუნდში მისვლიდან 1 თვეში დატოვა
კატალონიის ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა [VIDEO]
საბა კვირკველიას "რუბინმა" გეორგე ჰაჯის უარი უთხრა
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
რივალდო: ეს "ბარსელონაში" მესის ბოლო სეზონია
ᓠᓐ ᓐᓙᓐᓕᓨᓘᓠᓔᓑᓗ ᓒᓔᓝᓠᓒᓔ ᓰᓐᓯᓘᓡ ᓓᓐ ᓡᓘᓛᓝᓜᓐ ᓰᓐᓚᓔᓞᓡ
გეორგე ჰაჯი საბა კვირკველიას მწვრთნელი ხდება
"ბარსელონამ" ლუის სუარესს შემცვლელი მოუძებნა
"ბოზის გამო მოკალი ოჯახი" - ვანდას ღალატი ბუმერანგივით მოუბრუნდა
ტიაგო ალკანტარა "ლივერპულს" დიდი ხნით გამოაკლდა
ინგლისში ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მეტი გამარჯვებული "სტოკს" ჰყავს
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
მაქსი ლოპესი: იკარდის დონის მოთამაშეს ვანდა ნარაზე მაღალი კლასის მენეჯერი უნდა ჰყავდეს
დენის ირვინი: ჭკვიანი მეტოქე იქ გათამაშებს, სადაც შენი ადგილი არ არის, ქინქლაძე ასეთი იყო
"ერთხელ ტუალეტში შევედი და მისმა საქციელმა შოკში ჩამაგდო" - პსჟ-ს ყოფილმა მეკარემ ნეიმარზე ისტორია გაიხსენა
"კარპატების მარადონა" - გეორგე ჰაჯი [VIDEO]
ტიაგო ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"მსაჯებისა და მოთამაშეების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს" - ბრაზილიელმა ლეგენდამ ვინისიუსზე ისაუბრა
რივალდო: "ბარსამ" შეცდომა დაუშვა, როდესაც მესი არ გაყიდა
რივალდოს შვილი შეიძლება კიევის "დინამოში" გადავიდეს
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
ტიაგო: მეზიზღება თანამედროვე ფეხბურთი...
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
სეზონი ნაადრევად დაასრულა და "სანტოსსაც" ემშვიდობება? - ნეიმარის მომავალი ჯერ გაურკვეველია
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
"ახალგაზრდა" ბოიან კრკიჩმა ახალი კლუბის მაისურით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ