თუმცა ექიმი დაჩქარებას არ ურჩევს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი ჩინეთში მოგზაურობს და სწორედ იქ გამოაცხადა მან კალიფორნიული გრანდის ფანებისთვის კარგი ამბავი: აქილევსის მყესზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ აღდგენითი პროცესი წინასწარ დაგეგმილ გრაფიკზე სწრაფად მიმდინარეობს. კობის თქმით, თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია სპორტულ მედიცინაში.

"ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია სრული დამაჯერებლობით ამის გამოცხადება, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გაგანდოთ - რეაბილიტაციის პროცესი სრულიად განსხვავებულია, შესაბამისად, შეიცვალა აღდგენის გრაფიკი. ოპერაციიდან სამი თვის თავზე, უკვე თავისუფალად შემიძლია სიარული. ჩვენ რაღაც ახლის მიჯნაზე ვართ!" - განაცხადა ბრაიანტმა.

შეგახსენებთ, რომ კობიმ აქილევსის მყესი რეგულარული ჩემპიონატის დასასრულს, 13 აპრილს გაიწყვიტა. ამის შემდეგ, მცველი ქირურგიის ინოვაციურ მეთოდს დათანხმდა, რომელიც აღდგენის სწრაფ ტემპს ითვალისწინებს. ჩვეულებრივ, ასეთი ტრავმის შემდეგ, მწყობრში 9-12 თვის შემდეგ დგებიან და არ არის იმის გარანტია, რომ ის კიდევ არ შეახსენებს თავს მოთამაშეს. მაგალითად, 2012 წლის თებერვალში, ანალოგიური ტრავმა მიიღო ჩონსი ბილაპსმა და მაშინ მისი რეაბილიტაცია 8 თვე გაგრძელდა. აღდგენის შემდეგ, მან მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა და სხვა ტრავმები მიეძალა.

კობიმ თავისი ტრავმის შემდეგ განაცხადა, რომ ექვს თვეში დაბრუნდებოდა, რათა საწვრთნელ ბანაკში გუნდს შეერთებოდა. ივნისში ეს პროგნოზი შეიცვალა და დაბრუნების რეალურ ვადად ნოემბერი ან დეკემბერი დასახელდა. "ლეიკერსის" ვიცე-პრეზიდენტმა ჯიმ ბასმა მაშინ ყველა დაარწმუნა, რომ ბრაიანტი ვადაზე ადრე დაბრუნდებოდა, თუმცა კურტ რემბისი, რომელიც ისევ დაბრუნდა კალიფორნიელთა სამწვრთნელო შტაბში, არ ჩქარობს პროგნოზების გაკეთებას. ის აღნიშნავს, რომ დადგენილ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, კობი კომპლექსურ შემოწმებას ჩაიტარებს. თუმცა თავისი შეგირდის გადაწყვეტილების სისწორეში მას ეჭვი არ ეპარება.

"ვიცი, როგორ გულმოდგინედ ეკიდება ის რეაბილიტაციის პროცესს. ზრუნავს თავის სხეულსა და ჯანმრთელობაზე და მისი გადაწყვეტილება გონიერი და აწონ-დაწონილი იქნება. ის ნამდვილად არ იჩქარებს. კობი ყოველთვის შესანიშნავად უმკლავდებოდა თავის პრობლემებს", - ამბობს "ლეიკერსის" მწვრთნელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობი ბრაიანტი "მილანს" სტუმრობს

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
ჩონსი ბილაპსი "დეტროიტში" დაბრუნდა
NBA. ფინალი: გუნდური თამაში უკეთესია
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
"ᓙᓚᓘᓕᓚᓔᓜᓓᓘ" ᓑᓘლᓐᓞᓡᓡᓐᓪ ᓣᓛᓘᓖᓜᓔᓑᓡ
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
ჯერ ნუ ჩამოწერთ დირკ ნოვიცკის
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა