"ლოტუსს" ვალები დაუგროვდა
უკვე არაერთხელ დავწერეთ წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის - "ლოტუსის" ფინანსურ პრობლემებზე. უნგრეთის გრანპრიზე ეს სიტუაცია ღიად დაადასტურეს საჯინიბოს პილოტმა - კიმი რაიკონენმა და ხელმძღვანელმა ერიკ ბულიემ. გერმანული Motorsport-Total-ის ჟურნალისტებმა კი საკუთარი გამოძიება ჩაატარეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სიტუაცია იმაზე დრამატულია, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ.

გამოცემის ინფორმაციით, გუნდის ვალი ამ მომენტისთვის 120 მილიონ ევროს შეადგენს. პრობლემებმა თავის პიკს 2012 წლის ოქტომბერში მიაღწია, მაგრამ მაშინ "ლოტუსი" გაკოტრებას შარშანდელ ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე ადგილის სანაცვლოდ მიღებული საპრიზო თანხის წყალობით გადაურჩა.

ზამთარში, გუნდის მფლობელმა ჟერარ ლოპესმა რამდენიმე კომპანიასთან წარმართა მოლაპარაკებები სპონსორობაზე. "ლოტუსი" ყველაზე ახლოს შეთანხმებასთან კორპორაცია Honeywell-თან იყო და ლოპესმა ამის გამო რამდენიმე ალტერნატიული წინადადებაც კი უარყო, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.

ამასთან, გუნდს რაიკონენის ვალი დაუგროვდა - 18 მილიონი ევრო, რომელიც ფინელს 2012 წლის სეზონში გამოსვლისთვის ეკუთვნის. რაღაც მომენტში ფინელმა განაცხადა, რომ თუ ვალს არ გადაუხდიდნენ, ის ტესტებზე არ გამოჩნდებოდა, მაგრამ, ბოლო მომენტში, კიმის თანხის ნაწილი გადაუხადეს. რაიკონენმა ტესტებში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ჩემპიონატის სტარტზეც გავიდა, მაგრამ, როგორც ფორმულა 1-ის სამყაროში ირწმუნებიან, ფინელს დღემდე ერთი ევროც არ მიუღია და ამის გამო ბერნი ექლსტოუნთან დაიჩივლა.

ამასთან, "ლოტუსის" ხელმძღვანელობას თავისი გუნდის სხვა თანამშრომლების მიმართაც დაუგროვდა დავალიანება, რის გამოც ენსტოუნის ბაზაზე არც ისე სახარბიელო სიტუაცია სუფევს. "ლოტუსის" ტექნიკურმა დირექტორმა ჯეიმს ელისონმა ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო ახალი სამუშაოს ძიება, სხვა თანამშრომლები კი გაფიცვით იმუქრებოდნენ.

ფორმულა 1-ის პადოკებში დადის ჭორები გუნდის დაცარიელებულ საწყობებსა და სხვადასხვა დეტალის მიმწოდებლებისთვის გადაუხდელ ანგარიშებზე. ამასთან, ერთ დროს ლოპესსა და ექლსტოუნს შორის კარგი ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა და ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს მხოლოდ ბულიესთან აქვს კონტაქტი.

თუმცა ჯერჯერობით მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ გერმანელი ჟურნალისტებს ცდებიან თავიანთ დასკვნებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთის გრანპრი ბარსელონასია

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ტორონტომ" "ფინიქსი" დაამარცხა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
ფორმულა 1: საინტერესო პროგნოზები ბერნისგან
ფერნანდო ალონსო "მაკლარენს" მალაიზიის გრან-პრიზე დაუბრუნდება
ფორმულა 1: დიდ ცირკს ნიჭიერები აკლია
"ᓛᓐᓙᓚᓐᓠᓔᓜᓘ" ᕣᓛ
კიმი რაიკონენი "ფერარიში" გადასულა?
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
"ფერარი" ალონსოზე არ ნერვიულობს
ვალენსიაში ფორმულა 1 აღარ გაიმართება
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
"რედ ბულს" გენიოსი ტოვებს?
"რედ ბულის" ორი დაკარგული დღე
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის