სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრეზიდენტის თასზე 18 წლის ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო
სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაიწყო 18 წლის ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი პრეზიდენტის თასზე.

ვაჟებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტია შოთა მეფარიძე, რომელიც ასპარეზობის სტარტზე თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი, 13 აგვისტოს, ფრანგ მატიუ რაჯაონაჰს აჯობა - 6:1, 6:2 და მესამე წრეში ვაროს იაგუდინის (რუსეთი) მძლეველ მიხაილ ხაჩატრიანს (სომხეთი) დაუპირისპირდება.

შეჯიბრებაში, მეფარიძის გარდა, კიდევ ოთხი ჩოგბურთელი მონაწილეობდა. გიორგი და ერეკლე კლიმიაშვილები ძირითად ბადეში იღბლიანი წაგებულის სტატუსით მოხვდნენ, მაგრამ რუს და პოლონელ მეტოქეებთან ვერაფერს გახდნენ: გიორგიმ რომან ბლოხინთან წააგო - 5:7, 1:6, ერეკლეს კი მათეუშ სმოლიცკიმ აჯობა - 3:6, 7:5, 7:6.

ირაკლი მეტრეველმა პირველ წრეში მასპინძელი გევორქ ბაიათიანი დაჯაბნა - 6:1, 6:2. 13 აგვისტოს კი მე-2 ნომრად განთესილ იაროსლავ პროსტაკოვს (რუსეთი) შეხვდა და ორ სეტში დათმო პაექრობა - 3:6, 4:6.

სტარტზე წარმატებით ითამაშა გიორგი დათაშვილმაც - საველი ვარლამოვი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 7:6. მეორე წრეში მისი მეტოქე იყო მე-12 ნომერი როი ბარანი (ისრაელი). ქართველმა ჩოგბურთელმა ეს ბარიერიც გადალახა - ბარანს 6:4, 6:2 მოუგო და მე-3 წრეში მე-5 ნომერ ალექსანდრ იარკოვთან გაარკვევს ურთიერთობას.

გოგონებში ცხრა მონაწილე გვყავდა: ოთხმა მათგანმა წარმატებით გაიარა პირველი წრე: მედეა პეტრიაშვილი - ანი საფარიანი (სომხეთი) 6:3, 6:4, მარიამ მითაიშვილი - ელიზავეტა პაკაწოშვილი (ბელორუსი) 6:2, 6:2, ირინე ყარანგოზიშვილი - ამით გავრიელი (ისრაელი) 6:1, 6:1, შორენა თათელიშვილი - ტატიანა სამურგაშევა (სომხეთი) 6:2, 4:6, 6:3. თამარ კუტუბიძე მე-6 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში თავისუფალი იყო.

ოთხი ჩვენებური სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას: ანა ქადაგიძე - არევიკ თუმანიანი (სომხეთი) 1:6, 3:6, ელენე ყარანგოზიშვილი - კრისტინა კამსკაია (რუსეთი) 0:6, 0:6, ესთერ სარქისიანი - მარიამ ბაიათიანი (სომხეთი) 3:6, 6:7, ნათელა სიმონიშვილი - ელნარა ჯაბრაილოვა (რუსეთი) - 2:3-ზე ქართველის ტრავმის გამო შეჯიბრება შეწყდა.

გოგონებში მე-2 წრის შემდეგ სამი ჩვენებური შემორჩა თასის გათამაშებას. კუტუბიძემ ლინდა ონანიანს (სომხეთი) სძლია იოლად 6:3, 6:0 და 14 აგვისტოს უკრაინის სახელით მოასპარეზე ირინა ვარდანიანს შეხვდება.

მარიამ მითაიშვილმაც ძალების დაუძაბავად აჯობა მე-4 ნომერ ვალერია სოლოპაევას (რუსეთი) - 6:0, 6:2. ირინე ყარანგოზიშვილს მესამე წრეში გასასვლელად სამი სეტი დასჭირდა - 6:4, 1:6, 6:3 მოუგო ტურნირის მე-8 ნომერ რუს ტატიანა ფეიგინას და 14 აგვისტოს მის თანამემამულე ანა მახორკინას გაუწევს მეტოქეობას.

რაც შეეხება შორენა თათელიშვილსა და მედეა პეტრიაშვილს, მათ მაყურებლებში გადაინაცვლეს, რადგან ეკატერინა კუნინასთან და პოლინა პახომოვასთან (ორივე რუსეთი) დამარცხდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ქართველი ჩოგბურთელები: ალექსანდრე მეტრეველი ესენის ტურნირს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა იზმირის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ალექსანდრე მეტრეველი: წყვილები ჩვენი სუსტი წერტილია
ალექსანდრე მეტრეველი: ბოლომდე მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით
ქართველი ჩოგბურთელები: მეტრეველი ესენის ტურნირის 1/4-ფინალში უბრძოლველად გავიდა
შოთა მეფარიძე: უიმბლდონზე მოსახვედრად არაფერს დავიშურებ
ერევნის ტურნირზე ვაჟ ჩოგბურთელთა იმედად დავრჩით