ბერლინის "ჰერტას" ქართველი მცველი იმედოვნებს, რომ ზე რობერტოს რეკორდს მოხსნის
"ოლიმპიაშტადიონზე" წაუგებელი მატჩების სერია "ჰერტას" ბუნდესლიგაშიც არ შეუწყვეტია. იოს ლუჰუკაის ხელმძღვანელობით, ბერლინელებმა ბუნდესლიგაში დაბრუნება ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამანადგურებელი გამარჯვებით აღნიშნეს - 6:1.

სამწუხაროდ, ლევან კობიაშვილი არც "ჰერტას" ძირითად შემადგენლობაში იყო და არც სათადარიგოთა შორის. მას გერმანიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.

ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს, რა აზრისაა მრავლისმნახველი კობიაშვილი ჩვენი ფეხბურთის პრობლემებზე...

- ცხადია, ჯერ პირველ ტურში თქვენი უთამაშებლობის მიზეზი გვაინტერესებს...

- ეს იყო ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა, მე კი სეზონის დაწყებამდეც ვიცოდი, რომ ყველა თამაშის ჩატარება არ მომიწევდა. რაც უნდა იყოს, მაინც ბოლო სეზონია, ალბათ... თანაც, პირველი მატჩი ასეთი ანგარიშით რომ მოვიგეთ, დიდი ალბათობით, მეორე შეხვედრასაც გამოვტოვებ - მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან.

ისედაც, ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ, იოს ლუჰუკაიმ შემადგენლობა გარკვეულწილად გადაახალისა, ოთხი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, კაპიტან პიტერ ნიმაიერსაც მოუნახა შემცვლელი.

- გუნდს რომ არ სჭირდებოდეთ, კონტრაქტს ხომ არ გაგიფორმებდნენ?

- სეზონი დიდია და ცხადია, თამაშები მექნება.

- მოტივაციაც გაქვთ, ბუნდესლიგაში 334 მატჩი ჩაატარეთ, რეკორდსმენი ბრაზილიელი ზე რობერტო კი მხოლოდ ორი თამაშით გისწრებთ...

- მე ყველა მატჩს ვერ ვითამაშებ, მაგრამ წესით, ეს რეკორდი უნდა გავაუმჯობესო. ალბათ, ჩემი გამოცდილება გუნდს სადღაც დასჭირდება.

- როგორც ვიცით, "ჰერტასთან" გაქვთ შეთანხმება, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბში დასაქმდებით...

- დიახ, ასეთი შეთანხმება ნამდვილად გვაქვს. "ჰერტა" ვალდებულებას იღებს, რომ კლუბის სტრუქტურაში ვიმუშავებ. სხვათა შორის, ერთი კვირის წინათაც ვილაპარაკეთ, რა მიმართულებით შეიძლებოდა ჩემი დასაქმება.

- ...და რა შემოგთავაზეს?

- ლაპარაკია, რომ მენეჯმენტში ან საფეხბურთო აკადემიაში დამასაქმებენ, მწვრთნელობაზე კი თავად ვთქვი უარი, ეს საქმე არ მიზიდავს. მაგრამ ამაზე ჯერ არ დავკონკრეტებულვართ. სეზონის დასრულების შემდეგ უფრო კონკრეტულად ვილაპარაკებთ. თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ მაინცდამაინც გერმანიაში დარჩენაც არ არის ჩემთვის იდეა-ფიქსი. თუ დავრჩები, ხომ კარგი, თუ არა და, სხვა კუთხით ვიმუშავებ.

- სეზონი დაიწყო, მაგრამ შევიტყვეთ, რომ თბილისში იმყოფებოდით...

- დიახ, ორიოდე დღით საქმეებზე ჩამოვედი. თანაც, შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი და "დინამო"-"სტიაუას" შეხვედრასაც დავესწარი, "დილას" თამაშებიც ვნახე და არ შემიძლია, ამ გუნდისა და მისი მწვრთნელის მიმართ აღტაცება არ გამოვხატო. ყოჩაღ, დევდარიანს! ძალიან კარგი გუნდი ჩამოუყალიბებია.

"ჰაიდუკთან" გორელების პირველი თამაშიც ვნახე და იცით, რამ გამაოცა? ასეთი დალაგებული, აზრიანი და ტაქტიკურად გამართული ქართული გუნდი არ მახსენდება. თბილისში ხომ ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ უფრო დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ სპლიტის მატჩის შემდეგ ვიყავი, რადგან გუნდის კლასი სწორედ გასვლით შეხვედრაში ჩნდება.

გულახდილად ვიტყვი - "დილას" ფეხბურთით ძალიან ვისიამოვნე. მოთამაშეებმა ზუსტად იცოდნენ, ვის რა, როგორ და როდის უნდა გაეკეთებინა.

- თუ გაქვთ წარმოდგენა, რა გუნდია პლეი ოფში მისი ამჟამინდელი მეტოქე ვენის "რაპიდი"?

- "ჰაიდუკზე" ოდნავ ძლიერია. საკმაოდ კარგ ჩეპიონატში რომ თამაშობს, ესეც ბევრს ნიშნავს. მაგრამ "დილამ" იმდენად დამაიმედა, რომ მჯერა, ამ ბარიერის გადალახვას შეძლებს, თუ ბიჭები მოედანზე მობილიზებულები გავლენ.

- ანუ, "დილას" შანსებს ხედავთ?

- შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. გეტყვით, რატომ აქვს "დილას" რთული ამოცანა - მას პირველი ორი მეტოქე მაინც ზემოდან უყურებდა. ეტყობა, ფიქრობდნენ, რომ ქართული გუნდია და ადვილად გავივლითო. მაგრამ "ოლბორგს" და "ჰაიდუკს" რომ მოუგებ, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და ავსტრიელებიც სერიოზულად განეწყობიან. მათ უკვე იციან, რომ სოლიდური მეტოქე ჰყავთ.

ამიტომ ვთქვი, რომ თავად გორელები უნდა იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები, რომ ასეთი მეტოქე დაამარცხონ. მთავარია, წინა თამაშების მსგავსად მოეკიდონ მეტოქეს და არ ჩათვალონ, რომ "რაპიდის" მოგებაც იოლი იქნება.

თუ გორელები ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან, ეს ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი წარმატება იქნება. ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ეს ძალიან სჭირდება.

კარგი იქნება, "დილასა" და "დინამოს" მსგავსი 2-3 გუნდი კიდევ რომ გვყავდეს. ამით ჩვენი ფეხბურთის დონე აიწევდა და ნაკრებსაც ძალიან დაეხმარებოდა.

- თქვენი აზრით, საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება შესაძლებელია?

- შესაძლებელი იქნება, თუ კლუბებს სტაბილურად დააფინანსებენ. წლებია, გერმანიაში ვთამაშობ და აქაური გადასახედიდან ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება გუნდები სეზონს ისე იწყებდნენ, რომ წინასწარ არ იცოდნენ, რა შემადგენლობა ეყოლებათ, სად მოემზადებიან, ექნებათ თუ არა ბიუჯეტი და თუ ექნებათ - რამდენი. ეს არასტაბილურობაა სწორედ იმის მიზეზი, რომ ჩვენი ფეხბურთი არ ვითარდება.

- იმაზე რას იტყვით, რომ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო კლუბებში მოთამაშეებს მხოლოდ 6-თვიან კონტრაქტებს უფორმებენ, რაც შემადგენლობების მუდმივ ცვლას იწვევს? სხვათა შორის, "დილაშიც" ასეა...

- ...და ეს ძალიან ცუდია. "დილას" და ასეთ გუნდებს მიხედვა სჭირდებათ. ისე არ მინდა, რომ ვინმემ ჭკუის დარიგებად მიიღოს, მაგრამ სახელმწიფო ფინანსები უფრო გონივრულად უნდა დაიხარჯოს და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ადრე თუ გვიან მოევლება.

ადრე ისეთი ინერცია იყო, თითქოს მუნიციპალიტეტებში ერთი სული ჰქონდათ, ოღონდ რაიმე თანხა მიეგდოთ კლუბებისთვის და ხელები დაებანათ. არადა, სახელმწიფო სახსრები რომ იდება, ბევრად უფრო გააზრებული და მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა იყოს, ეს ხომ ინვესტიციაა და მას შედეგი უნდა მოჰყვეს.

6-თვიანი გუნდებით კი ჩვენი ჩემპიონატი და ფეხბურთი ვერ განვითარდება, შესაბამისად, ფეხბურთელებიც ვერ გაიზრდებიან.

- ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ნაკრებიდან წასული მოთამაშეებისთვის გამოსამშვიდობებელ შეხვედრას გამართავენ. ეს ყველაფერი თქვენ გამო ითქვა. როდის გაიმართება ეს მატჩი?

- მას შემდეგ არავინ შემხმიანებია და სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ - ეს თემა ჩემთვის დახურულია. კიდევ ერთი წელი ვითამაშებ და გამოსათხოვარ მატჩს თავად მივხედავ, ორგანიზებასაც გავუკეთებ და ყველაფერს ჩემი სახსრებით გავაკეთებ.

ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად მივხედავ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამაგალითო პროფესიონალი - რას წერენ გერმანიაში ლევან კობიაშვილზე

ფოტოფაქტი: კობ-ი-აშვილი

ლევან კობიაშვილი: როცა საქმე კარგად მიდის, არავინ არჩევს იოზილსა და მიულერს

კობიაშვილმა "ჰერტას" მოაგებინა, "ილიჩევეცს" ოქრიაშვილმა უშველა [VIDEO]

ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში დაბრუნება ლუდის შხაპით აღნიშნა

ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ!

მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს

ku2
არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს და ყველასთვის ნათელია, რომ ლეგენდა იყო და არის მესხი, ბორია პაიჭაძე, და ღოღობერიძე!
Nato
ლუკა -დავიწვით შენი და ამ ბავშვის ცოდვით-ბიძინას მისწერწე ტელევიზიებს რომ ყიდულობს და მერე ჰყიდის ან ხურავს,ამ ჩვენ უბრალო გულშემატკივრებს რა შეგვიძლია?ამ საიტის რედაქტორ მიაკითხე ამგვარ გაჭირვებულებს,სფორტულ რუბრიკაში აბეჭვდინებს,ეგებ მან გამოგიყოთ თავისი სახსრებიდან და გიშველოთ
luka
ელენას სჭირს ჰიდროცეფალია (ტვინის გაწყალება), ასევე რეთინოპატია (მხედველობის სრულიად დაკარგვის საშიშროება), ნებისმიერ დროს შეიძლება ბადურა ჩამოეშალოს,რაც სრულიად მხედველობის დაკარგვას ნიშნავს,ამჯამად მხოლოდ მკვეთრ სინათლეს ხედავს, უჭირს თავის დაჭერა და თვალები მომენტებში გაურბის. ბავშვს სჭირდება ნეიროქირურგიული,ნეიროპატოლოგიური და ოფთალმოლოგიური მკურნალობა და ამ სპეციალისტების კონტროლის ქვეშ მუდმივი ყოფნა,რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.ოჯახს არ გააჩნია ამის ფინანსები,მაგრამ ბავშვის დროულად მკურნალობა და მიხედვა, აძლევს დიდ შანს რომ ბავშვს შეუნარჩუნდეს მხედველობა და განიკურნოს ჰიდროცეფალიისგან. დავეხმაროთ პატარა ანგელოზს,მხედველობის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში,სანამ ეს შესაძლებელია რომ სრულიად განიკურნოს. საკონტაკტო ნომერი: 555 35 23 85 მამა თორნიკე ონანაშვილი gtxovt xalxo gulgrilad nu datovebt da mciredit yvelam shedzlebisdagvarad iqneb dagvexmarot,gmerti siketit 100magat gadagixdit!!! yvelas didi madloba winaswar პატარა ელენეს ჰოდროცეფალია ჭირს ანუ ტვინის გაწყალება დამძიმებული სტადიით. Tavshi aqvs shunti, ბავშვი ვერ ხედავს,მხოლოდ ბლელ ოთახში მკვეთრ სინათლის ანთებაზე აქვს პატარა რეაქცია,გაურბის უაზროდ და უცურავთ თვალები.აუცილებელია მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, მუდმივი ვიზიტი ნეიროქირურგებთან და სხვა სახის სამედიცინო დახმარება. ოჯახისათვის ნებისმიერი სახის გვერდში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – იქნება ეს პროცენტიანი სესხი, უანგაროდ გაღებული გარკვეული თანხა თუ თუნდაც 10-20 ლარის ჩარიცხვა. უფრო კონკრეტულად დაავადების და მკურნალობის შესახებ: ბავშვს დაუდგინდა დენდის უიკენდის სიმპტომი. საჭიროებს ცერებრუმ კომპოზიტუმის ნემსებს. რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ასევე ნეირორეაბილიტაციის პერმანენტულ კურსებს შეუწყვეტლივ, ექოსკოპიებს, ნეიროსონოსკოპიას, მაგნიტურ-რეზონანსულს, ენცოფოლოგრამას, მუცელზე ექოსკოპიას, რათა გაირკვეს თუ რა მდგომარეობაშია შუნტი, ექოსკოპიას თვალებზე. ბავშვი ვერ ხედავს და საჭიროებს ავასტინის ნემსებს, რათა არ ჩამოიშალოს ბადურა და სამუდამოდ არ დაკარგოს მხედველობა. ერთი ნემსის ღირებულება 440 ლარს შეადგენს. აუცილებელია მუდმივი კონსულტაციები ექიმებთან. მხედველობის შენარჩუნება და ბავშვის სრულად გამოჯანმრთელება მკურნალობით შესაძლებელია amjamad sasicocxlod mnishvnelovani sa saswrafoa neiroreabilitaciis kursebi,romelic 11 dge girs 1100l, saxelmwifosgan ar aqvs dafinanseba arc dazgveva rom es aanazgauros da gtxovt daxmarebas shedzlebisdagvarad,gviandeba da dagvianeba sheidzleba savalalo agmochndes,kursis gacdena ar sheidlzeba,yvelapri wyalshi chaiyreba,gtxovt gultan miitanot bavshvis ambavi da davexmarot bavshvs mxedvelobis shenarchunebahsi da srulyopil cxovrebashi sanam es gviani araa,madloba winaswar angarishi gaxsnilia SAQARTVELOS BANKSHI angarishis nomeri : GE93BG0000000288973000 mimgebis saxeli tornike onanashvili (bavshvis mama) aseve shegidzliat swrafi charicxvis aparatebidan gadaxda EMONEI : 360 96 33 99 sakontaqto nomeri 555 35 23 85 bavshvis mshoblebi
dudu
ზე რობერტოზე წინ პიზაროა ))
gio
კობი მართლაც ბოლომდე იხარჯებოდა ნაკრებში სხვებისგან განსხვავებით და არ შეიძლება უკვალოდ მისი წასვლა..
giga
ქართულლი ფეხბურთი დააქციეთ!
თედო
ასე არ შეიძლება.ძალიანაც კარგი ფეხბურთელია მაგრამ სალეგენდო და ქართული ან ევროპული ფეხბურთის სიამაყისთვის არაფერიც არ გაუკეთებია.კიდევ ერთხელ მომწონს მიყვარს მაგრამ გყავდეს ცოცხალი ჩივაძე ხურცილავა ბარქაია და ბევრი ხნიერი გულშემატკივარი კობის ლეგენდას ვერ დავარქმევ
gia qavtara
კარტული ფეხბურტის სიამაკე
nukri
ლევან. ტქვენ ლეგენდა ხარტ
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ბრაზილიელი ლეგენდა: ნეიმარმა თუ ამ ტემპში განაგრძო, 30 წლამდეც ვერ ითამაშებს
ბრაზილია. სერია A. XIX ტური: ჩემპიონი 70 პროცენტით
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ლევან კობიაშვილმა 17-თვიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში ითამაშა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
"ბაბუების" შესანიშნავი შვიდეული: ძანეტი, ტოტი, დელ პიერო და სხვები
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...