ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თმა ყალყზე დაგიდგებათ - რა ხდება ქართული ფეხბურთის კულისებში

თმა ყალყზე დაგიდგებათ - რა ხდება ქართული ფეხბურთის კულისებში

ნოდარ მაჭავარიანი, რომელმაც თამაშს თავი 25 წლის ასაკში დაანება, არავის და არაფერს ერიდება და ღიად საუბრობს
რა ხდება ქართულ ფეხბურთში და რა სჭირს ასეთი მოურჩენელი, რომ ქომაგებს გულს უხეთქავს? რატომ არის ნაკრები ასეთი სუსტი და ეროვნული ჩემპიონატი ასეთი დაბალი დონის?..

ამ თემას საქართველოში აქტუალობა არ დაუკარგავს და ვფიქრობთ, ამ ფონზე დაგაინტერესებთ საქართველოს ნაკრების წევრობის ყოფილი კანდიდატის მონათხრობი...

სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ, რომ 25 წლის ნოდარ მაჭავარიანმა, როგორც იტყვიან, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და... ბანკში დაიწყო მუშაობა.

თავის დროზე ის "ლოკომოტივში", "თბილისში", რუსთავის "ოლიმპში", ქუთაისის "ტორპედოში", გორის "დილაში", "ზუგდიდში", ბოლნისის "სიონში" და ალექს გარსიას დროს თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა.

ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, ამდენჯერვე ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ორჯერ ითამაშა საქართველოს თასის ფინალში, 3-ჯერ დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მცველების ნომინაციაში, ექტორ კუპერმა კი ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია...

მოკლედ, ნოდარ მაჭავარიანი ქართულ ფეხბურთში შემთხვევითი კაცი არ არის და ამდენად, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს მისი ბედი. რა ხდება საფეხბურთო კულისებში და რატომ თქვა უარი ფეხბურთზე?

- ფეხბურთიდან მართლა წავედი და "ვი-თი-ბი ბანკში" დავიწყე მუშაობა. პარალელურად, მინი-ფეხბურთის გუნდში ვთამაშობ. ასე ვიკლავ დარდს და ვცდილობ, ისევ სპორტულად ვიცხოვრო.

- რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი? ჯერ 25 წლის ხართ და თამაში კიდევ შეგეძლოთ...

- დავიღალე ქართულ ფეხბურთში არსებული უსამართლობით. ერთ დღესაც დავფიქრდი, მიღირდა კი ეს ყველაფერი იმად, რომ ჩემი თავი და ოჯახი მეწვალებინა? კიდევ კარგი, განათლება მქონდა, მშვენიერი სამსახურიც ვიშოვნე, თორემ ამათი შემყურე სახლში უგუნდოდ უნდა ვმჯდარიყავი და მელოდა, როდის გაიღებდა ვინმე მოწყალებას.

მესი არ ვყოფილვარ, მაგრამ ტიტულებიც მომიპოვებია და საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშიც არ გამიჭირდებოდა. 21 წლისა რუსთავის "ოლიმპში" ვთამაშობდი, ექტორ კუპერმა ნაკრებშიც გამომიძახა, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ მაშინ მივიღე ტრავმა და ჩემს ნაცვლად მიწვეული ბევრჯერაც ათამაშა...

ამ ასაკში იოლი არ არის ფეხბურთიდან წასვლა. საშუალო დონის მოთამაშის გადასახედიდან ვამბობ - საქართველოში თუ ვიღაცის ნაცნობი, ახლობელი ან ვინმე გავლენიანი მენეჯერის ფეხბურთელი არ ხარ, ყველა გერიდება. ოღონდ ფულები აკეთონ და ეს ვითომ მწვრთნელები ისეთებს იგონებენ, თმა ყალყზე დაგიდგება.

მე კი ამ არასაფეხბურთო თამაშებისთვის გამოუსადეგარი ვიყავი, თორემ დამიჯერეთ, მათი უზნეო წესები რომ მიმეღო, პრობლემა არ შემექმნებოდა. ფეხბურთი იყო მთელი ჩემი ცხოვრება, მაგრამ ამდენი ტყუილის, იმედგაცრუებისა და უსამართლობის ატანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

- ზოგადად, ეს გასაგებია, მაგრამ შეგიძლიათ, კონკრეტულად გვითხრათ, რა უსამართლობას აწყდებოდით?

- ერთ შემთხვევას გავიხენებ: მწვრთნელი ამბობს, ჩამოდი და კონტრაქტში 30 ათას დოლარს გადაგიხდითო. მაგრამ კონტრაქტი რომ გავაფორმე, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე გეუბნება - 15 ათასზე მეტს ვერ ვიხდითო. ეს რა სამართალია?! ასე ბევრი მოთამაშე მოუტყუებიათ.

- საქართველოში ამდენს იხდიან?!

- ზოგან იხდიდნენ, ბევრს ახლაც აქვს ფული. იყო შემთხვევა, მეორე მწვრთნელმა მითხრა - დირექტორს შენს პოზიციაზე თავისი ახლობელი მოჰყავს, შენ კი სჯობიხარ იმას, მაგრამ გუნდში ვერ დაგტოვებთო.

ძნელია ეს ყველაფერი გაიგო. ეს არის ადამიანური ან პროფესიული მიდგომა?! ან არ გაინტერესებთ, რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხები ლეგიონერებზე, რომელთა ნაწილს ხშირად თავი არაფრით გამოუჩენია? ამ დროს კი, ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას გასაქანი არ ეძლევა.

"ლელოში" ვნახე უგუნდო ფეხბურთელების სია. იქ ისეთი გვარები ამოვიკითხე... ბევრი ხომ ასაკობრივი და მეტიც - ეროვნული ნაკრების წევრი იყო?! იცით, რატომ ჩამოწერეს ისინი ამ ვითომ მწვრთნელებმა და მენეჯერებმა?

- რატომ?

- იმიტომ, რომ მათ რაღაც-რაღაცებს ვერ უბედავდნენ და მერე დააბრალეს, უხასიათოები არიანო. წარმოდგიდგენიათ?! ანუ გარყვნილი რომ არ ხარ, ცილს აქეთ გწამებენ და კარიერას გინგრევენ.

- ანუ, გინდათ თქვათ - ბევრი მოთამაშე იმიტომ იჩაგრება, რომ მწვრთნელს "წილებში" არ ისვამს?

- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია... ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ... ალბათ, ეს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია. სიმართლე ისაა, რომ ასეთი ფეხბურთელი საქართველოში არავის სჭირდება, რადგან ზოგიერთები "პადიომნებით" ფულს ვერ აკეთებენ.

- ქართველი მწვრთნელები ასე მუშაობენ?

- ყველას ხელს ვერ დავადებ! არიან ისეთი მწვრთნელები, რომლებიც ამას არ იკადრებენ, ზოგიერთები კი ნამდვილად ღუპავენ ქართულ ფეხბურთს. კარგ სპეციალისტებს გუნდებს არ აკარებენ იმიტომ, რომ ამ სქემებში მონაწილეობას არ კადრულობენ.

ერთ-ერთი მაგალითია გია ცეცაძე. ახლა გაახსენდათ, როცა ნაკრებში და "დილაში" თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა. არადა, ამ კაცს ახლოს არ იკარებდნენ. ის წესიერი კაცია და ამიტომაც ჰქონდა წარმატება, ბევრისთვის უცნობი მოთამაშეებით "დინამოს" და "ზესტაფონს" ეომებოდა.

- მაშ ვინ არიან ისინი, ვინც ღუპავენ ფეხბურთს?

- თავის გულში ჩაიხედონ და მიხვდებიან, ვინც არიან. ყველამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვინ რისთვის არის ფეხბურთში. მე კი წავედი და იქით გახედვაც აღარ მინდა...

გული მიკვდება, რომ ამ საშინელებას ეწირება არა მხოლოდ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე, მთელი თაობები, მთლიანად ჩვენი ფეხბურთი და განმკითხავი კი არავინაა.

- კი, მაგრამ მწვრთნელები ჩივიან, ფეხბურთელები არ გვყავსო. მთლად ასეც ხომ არ არის? კარგ მოთამაშეზე უარს ვინ იტყვის?

- ვინც ამბობს, ფეხბურთელი არ მყავსო, ის ან იტყუება, ან თვალები დახუჭული აქვს. თუ ახალგაზრდა მოთამაშეებს გასაქანს არ მისცემენ, ხოლო საკეთებლად უცხოელებს ჩამოიყვანენ, ეს ბიჭები სად გაიზრდებიან?!

- ჩაწყობილ თამაშებზე რას იტყოდით? ამ სენმა ჩვენს ჩემპიონატში ფეხი მყარად მოიკიდა?

- ხომ იცით, საქართველოში ყველაფერი მოსულა. ვფქირობდი, ეს ყველაფერი მეთქვა თუ არა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ხმამაღლა მელაპარაკა. იქნებ, ვიღაც მაინც დაფიქრდეს.

ქართულ ფეხბურთში დიდი უბედურება ტრიალებს და ამას თუ არ მოვუარეთ, მუდმივად ჭაობში ვიქნებით.

მხოლოდ საკუთარი ტკივილი არ მალაპარაკებს, ჩემი მეგობრების, ნაცნობების, ფეხბურთელების გასაჭირი გაგიმხილეთ. მათაც იგივე სათქმელი აქვთ, მაგრამ ერიდებიან - მერე ხომ არც ერთი კლუბი არ აიყვანს. მე კი არ მინდა, ჩემს მდგომარეობაში სხვებიც აღმოჩდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sdfghjkl

ერთი ფეხბურთელი მომწონდა 77 ნომერი.კარში ხშირად ურტყამდა,მაგრამ ბოლო სამ თამაშში ერთხელაც არ დაურტყამს.ეგ ბალღიც ხომ არ გააფუჭეს ან შეაშინეს.ვინ არის მთავარი მამაძაღლი,გვითხარით.

• mari

გორის დილა მაგარი გუნდი არის

• Tamazi

არველაძეები სანამ არ წავლენ ფეხბურთიდან ჩვენ არაფერი გვეშველება,კი ბატონო ფეხბურთის იქეთ კარგი ბიჭები არიან

• leqso

ძალიან ცოტა თქვი ნოდარ! მაგრამ მაინც ყოჩაღ! მთავარია სათავე სადაა. დიშვილ-ძმიშვილებისათვის უამრავ ადამიანს აურიეს კარიერა

• nika

მართალი ხარ ნოდარჩიკ ჩვენი თაობა უვიცმა და დილეტანტმა ტრენერებმა დაღუპეს.

• vaikiki

იმიტომაა,რომ ყველაფერში ჩასვრილები ვართ.

• Tamazi

ამ კაცმა ძალიან ცოტა ილაპარაკა.რაც ქართულ ფეხბურთში ხდება ყველამ კარგად ვიცით, პატიოსან კაცს ახლოს არ იკარებენ, რათა ხელი არ შეუშალონ ფულის კეთებაში,მე ძალიან მიკვირს დევდარიანი როგორ მოხვდა სასტავში,ასეთ კარგ და პატიოსან მწვრთნელებს დევნიან,ვერ ნახეთ?დინამოში რა უყვეს.მოკლედ ფედერაცია უნდა გაიწმინდოს ძველი ხალხით, უნდა მოხდეს ისეტი რეფორმა, როგორიც საქართველოს პოლიციაში მოხდა,

• koru

კორუფცია რომ არა დგეს საქართველოს ნაკრებს გ.გეთიაშვილის სახით უძლიერესი მცველი ეყოლებოდა.

• Unknown

სიმარტლეს ბაზრობს რასაც ამბობს ან ვინმეს შვილი იყო ან ნათესავი და რააქ მნიშვნელბოა როგორ თამაშობ შანს ი ბევრად მეტი გაქ

• Levani

Mე გეთანხმები ამ ყველაფერში ამ მდგომარეობაში მყავს ძმა რომელმაც ზუსტად ამ ყველაფრის გამო დაანება ფეხბურთშ თავი დრეს განადგურებული ზის სახლშI. მაქვს ერთი კითხვა რას აკეთEბს ყიფიანი?

• simartle

მერაბ მე შენ ადგიზე მოვამზადებდი სტატიას ჩაწყობილ ნაცჰალიჩარ თამაშებზე. როგორ ეხმარება მსაჯები და კერძო პიროვნება გუნდს შედეგის მისახწევად. რატო კითხვა არ ებადება არავის გორის დილამ როგორ მოიგო 12-13 თამაში ზედიზედ, ჯუღელისგან ნაჩალიჩარი და გამაზული კერძო ფეხბურთელები და მსაჯები. რატო კითხვა არ ებდაბა არავის მწვრთნელები რატომ მიმართავენ დასახმარებლად ერთ პიროვნებას რომ თამაშსი მსაჯი დაეხმაროს და იხდიან 2000-5000 ლარამდე ამ მომსახურებაში. რატო შოულობს ერთი პიროვნება ფულს ქართული პეხბურთის არა ორგანიზებულობით. რატო არ ინტერესდება პოლიცია ჩაწწყობილი თმაშებით, სადაც ტოტალიზატორი მონაწილეობს.

• Qartveli

...ფედერაცია გასასამართლებელია ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის. გამოსაძიებელია მათი საქმიანობა თუ გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს. თუ არადა ვიოცნებოთ, რომ მაგრები ვართ ..... მაგრამ ხან მსაჯია დამნაშავე ხან მოედანი...

• ramazi

არა ვერ გავიგე არა მეკი ვიცი მაგრამ იმან მინდა გაიგოს ვისაც სჰეუდზლია გამოასწოროს ეს სასჰინელი მდგომარეობა ფეხბურტის ფედერაციიდან მოდის ოდიდგანვე ეს უბედურება ეს სასტავები აუცილებლად გასაწმენდია ტავის ფედერააციის პრეზიტენდიანატ და მოვიდეს ის ხასლხი რომელებსააც ტკივატ ფეხბურტი

• gocha

ბეზდელნიკი ფედერაცია!!სათავიდან მოდის ყველაფერი

• vasil askilashvili

დღეს დილას 20-22 წლის ბიჭებმა გადაუარეს დინამოს თავის ლეგიონერებით! დინამოს ფული აქვს და კარგია, მაგრამ ფულის ხარჯვა ჩამოწერილ ლეგიონერებში ქართულ ფეხბურთს არ არგებს,თუ არ აწყენს! ისე ეტყობა არც მსაჯებისთვის ენანებათ!!!!!!!!!!!!!

• nika

ეგ ცნობილი ფაქტია რომ 10 ატასს ანდა კიდევ მეტს ზოგჯერ 20 ათასს იტხოვენ გუნდსი რომ აგიყვანონ, გუნდს გააჩნია კიდევ. აი ასე გუპავენ ნიჩიერ და უფულო ახალგაზრდებს ხოლო ფულიანები აგრ ძელებენ ასე ფოფხვას ქართულ ფეხბურთში

• gigi

რაც ამ ბიჩმა ილაპარაკა ეს რა ახალია ამაში რამე? ეს ყველამ ვიცით და ყველა თვალს ხუჩავს დგეს საქართველოში ფეხბურტი არ არსებობს დგეს საქართველოსი არსებობს ,მარტო კორუფცია პეხბურტში, მერე თხოვენ ეროვნულ ნაკრებს თამაშს, სადაა ეროვნული ნაკრები? ეროვნული კი არა ეგაა კორიფციისშედეგად შექმნილი ნაკრები

• ბესო

ზალიან ბევრია ვინც მართლა ღუპავს ქართულ ფეხბურთს, მაგალიტად ვიცი რომ ჩემს ახლობელს ფეხბურთი რომ ეტამასა 10 ათასი დოლარი მოსთხოვა, უბრალოდ რომ გუნდში ეთამაშა, ეს ადამიანი საკმაოდ ცნობლი ადამიანია და რომ კითხო ქართულ ფეხბურთზე გადამკვდარი, არადა ეს ბიჭი მართლა ძალიან ნიჭიერი იყო და დრეს მუშად მუშაობს

• mateusa

არადა მართლა ასეთი სინეხვეა ქართულ ფეხბურთში

• zura

დრო მოვა კფელაპერს იტკვიან ტრადიციულად

• Dinamo Fan

ეჰ , საცოდავო ქართულო ფეხბურთ"ო"!

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

უელსს წაგება დაავიწყდა, ჩვენ მოგება... ანტირეკორდი არ უნდა გავიმეოროთ!

ექტორ კუპერი: "რეალი" დაინტერესებულია სალაჰით

ექტორ კუპერი: თუ უკმაყოფილოები არიან ჩემი მუშაობით, გადავდგები

ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ

[ექსკლუზივი] გიორგი ლორია: როცა ვაგებ, ქუჩაში გასვლის მრცხვენია

ნოდარ მაჭავარიანი: ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენილია

ზიმბრუ VS ჩიხურა - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!

ვინ მიჰყავს ანდრეს კარასკოს საქართველოდან ესპანეთში?

ლეგენდარული "ბარსა 87" - დღევანდელი ვარსკვლავების ლამასიური ამბები

ლიონელ მესიმ ჯაბა ჯიღაურს საჩუქარი გაუკეთა

თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი

უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ კუპერი გახდება

ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..