ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბრაზილია. სერია A. XV ტური: წაუგებელი და მოუგებელი სერიები

ბრაზილია. სერია A. XV ტური: წაუგებელი და მოუგებელი სერიები

"კორინთიანსმა" ხოსე პაოლო გერეროს გოლით იმარჯვა
გამარჯვება დერბიში

"ბოტაფოგომ" ზედიზედ სამი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ იმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა.

ოსვალდო დე ოლივეირას გუნდმა "პორტუგეზას" 11-წუთიან მონაკვეთში აჯობა და სამი გოლი გაუტანა, არადა, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რაც სტატისტიკაშიც აისახა: კარში დარტყმები - 22:11, ზუსტი დარტყმები - 13:7, კუთხურები - 14:3 და ა.შ.

ანგარიში "ინტერნასიონალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბოლივარმა გახსნა, ვინც "ფოგოს" რიგებში პირველი გოლი გაიტანა. მართალია, მასპინძლებმა წონასწორობა ხუთ წუთში აღადგინეს, მაგრამ იქვე, რაფაელ მარკეშმა თავისი მორიგი გოლი გაიტანა და სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა. რამდენიმე წუთში კი ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი ელიასმაც შეაგდო და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1:3.

საინტერესოა, რომ "ბოტაფოგოს" "პორტუგეზასთან", ბრაზილიის ჩემპიონატის ეგიდით, სტუმრად გამართულ შეხვედრებში 1992 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული, 1996-2008 წლებში კი "ფოგომ" მეტოქესთან ზედიზედ 5 მატჩი წააგო.

მოიგო ოსვალდო დე ოლივეირას გუნდის მდევარმა "კრუზეირომ" - მარსელო ოლივეირას შეგირდებმა სეზონის სტარტის სენსაცია, სალვადორის "ვიტორია" გაანადგურეს. ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ევერტონ რიბეირომ, ვინც თავი ორი საგოლე პასით გამოიჩინა, გოლები კი ხუთმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.

მესამე ადგილზე კი "გრემიო" გადავიდა. პორტუ ალეგრის წარმომადგენლებმა ერნან ბარკოსის დუბლის წყალობით "ვასკო და გამას" სძლიეს და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს.

სამ ლიდერს ბრაზილიის ჩემპიონატი 2-2-ჯერ აქვს მოგებული. "ბოტაფოგომ" უკანასკნელად 1995 წელს იმარჯვა (პირველად 1968 წელს), "კრუზეირომ" 1966 და 2003 წლებში იპირველა, "გრემიო" კი ქვეყნის საუკეთესო კლუბი 1981 და 1996 წლებში გახდა.

კორინთიანსმა ისევ არ გაუშვა

"კორინთიანსმა" ჩემპიონატში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და კარი კვლავ მშრალად შეინახა. ტიტეს გუნდი მართლაც საოცრად თამაშობს - "ტიმაო" ძალიან ცოტა გოლს იტანს, მაგრამ პრაქტიკულად, არ უშვებს. 15 შეხვედრაში "კორინთიანსმა" 14 გოლი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ 6 (!) გაუშვა და კარი მშრალად 9 მატჩში შეინახა.

მორიგ ტურში 2012 წლის ლიბერტადორესის თასის მფლობელის მეტოქე "კორიტიბა" იყო, რომელსაც თამაში ლიდერების გარეშე უწევდა. "მწვანეებს" ალექსი, ლინკოლნი, დეივიდი და რაულ იბერბია არ ჰყავდათ. ამის გამო "ტიმაო" წყვილის გამოკვეთილი ფავორიტი იყო, თუმცა მასპინძლებმა კურიტიბელთა წინააღმდეგობის გატეხვა მხოლოდ ბოლო წამებზე, ისიც პენალტით შეძლეს.

11-მეტრიანი ხოსე პაოლო გერერომ გამოიყენა და ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა.

ტიტეს შეგირდების წაუგებელი სერია უკვე 8 მატჩია გრძელდება, თანაც ამ პერიოდში გუნდმა მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

დიდი ხანია არ დამარცხებულა "ატლეტიკო პარანაენსეც". წლევანდელი პირველობის დებიუტანტმა "კრისიუმას" მოუგო და მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა, წაუგებელი სერია კი 8 მატჩამდე გაზარდა.

მორიგი გოლი გაიტანა ედერსონმა, რომელიც შესანიშნავ ფორმაში შევიდა - 24 წლის ფორვარდმა ბოლო 6 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა. აქედან ორჯერ მან გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, ერთხელ კი საკუთარ კლუბს ქულა მოუპოვა.

ფლუმ მოიგო, სან პაულოს საშველი არაა

როგორც იქნა, მოიგო "ფლუმინენსემ" - ვანდერლეი ლუშემბურგოს გუნდს ბოლო 10 შეხვედრაში 1 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება ჰქონდა, უკანასკნელი გამარჯვება კი მე-10 ტურში მოეპოვებინა.

ამჯერად ბრაზილიის მოქმედი ჩემპიონის მეტოქე "ნაუტიკო" იყო, რომელიც შარშან შინ კი კარგად თამაშობდა, მაგრამ წელს ამაზრზენად გამოიყურება და აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გუნდს ვერაფერი უშველის.

აი, ასეთ სუსტ მეტოქესთან თამაშობდა "ფლუ", რომელსაც საკმაოდ გაუჭირდა და გამარჯვება სამუელ როსას ერთადერთი გოლის წყალობით მოიპოვა. "ნაუტიკო", რომლის კარსაც "ფლუმინენსეს" ყოფილი კიპერი რიკარდო ბერნა იცავს, საკმაოდ კარგად თამაშობდა, უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ შარშან "პალმეირასთან" ერთად გავარდნილი ტიაგო რეალი და მაიკონ ლეიტე დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრს სცოდავდნენ, რის გამოც მასპინძლები 71-ე წუთზე დაისაჯნენ.

"ფლუსგან" განსხვავებით, ჯერჯერობით ვერაფერი ეშველა "სან პაულოს", თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პაულო აუტუორის გუნდს "ფლამენგოს" სახით გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდა. ჩემპიონატში ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი ერთმანეთს 52-ედ დაუპირისპირდა და გუნდებმა ფრე მეთხუთმეტედ ითამაშეს ("ფლა" - 17 მოგება, "სან პაულო" - 20).

სტუმრებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ - შეხვედრის 88-ე წუთზე ჟადსონმა პენალტი ვერ გაიტანა. გაუგებარია, რატომ არ შეასრულა 11-მეტრიანი როჟერიო სენიმ, რომელიც მინდორზე იმყოფებოდა და გუნდის საშტატო პენალტისტია.

"სან პაულოს" მოუგებელი სერია უკვე 12 მატჩია გრძელდება, რომლის დროსაც გუნდმა მხოლოდ 5 ქულა აიღო.

6 მატჩია არ მოუგია "სანტოსს", რომელიც გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტრიალებს. მორიგ ტურში ნეიმარის ყოფილი გუნდი სალვადორს ეწვია და მარცხს ძლივს გადაურჩა - "ბაია" დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მასპინძლებმა გოლი ვერ გაიტანეს.

კიდევ ერთი უგოლო მატჩი "ინტერნასიონალსა" და "ატლეტიკო მინეიროს" შორის გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები 37-ე წუთიდან მოყოლებული, 10 კაცით იყვნენ (არბიტრმა ფერნანდინიო გააძევა, რომელიც "ატლეტიკოში" პირველ თამაშს ატარებდა), იგნასიო სკოკომ, ლეანდრო დამიაომ და ანდრეს დალესანდრომ ვერაფერი გააწყვეს და "ინტერმა" ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა.

ბრაზილია. სერია A. XV ტური

ნაუტიკო-ფლუმინენსე 0:1

გოლი: 0:1 სამუელ როსა (71)

კრუზეირო-ვიტორია 5:1

გოლები: 1:0 ლეო (11), 2:0 მაიკი (59), 2:1 დინეი (69-პენ), 3:1 ბორჟესი (74), 4:1 რიკარდო გულარტი (79), 5:1 ვინისიუს არაუჟო (85)

ვასკო-გრემიო 2:3

გოლები: 0:1 ბარკოსი (6), 1:1 ალექს ტელესი (25-საკ. კარში), 1:2 რამირო (37), 1:3 ბარკოსი (51), 2:3 ანდრე (86)

კორინთიანსი-კორიტიბა 1:0

გოლი: 1:0 გერერო (90-პენ)

პონტე პრეტა-გოიასი 0:1

გოლი: 0:1 ვალტერი (18)

პორტუგეზა-ბოტაფოგო 1:3

გოლები: 0:1 ბოლივარი (66), 1:1 ლუის რიკარდო (71), 1:2 რაფაელ მარკეში (72), 1:3 ელიასი (77)

ატლ. პარანაენსე-კრისიუმა 2:1

გოლები: 0:1 სუელიტონი (45), 1:1 პაულო ბაიერი (63-პენ), 2:1 ედერსონი (73)

ბაია-სანტოსი 0:0

გაძევება: ტიტი (89. ბაია)

ინტერნასიონ.-ატლ. მინეირო 0:0

გაძევება: ფერნანდინიო (37. ატლეტიკო მინეირო), ვიქტორი (90. ატლეტიკო მინეირო)

ფლამენგო-სან პაულო 0:0

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბოტაფოგო 15 8 5 2 27-17 29

2. კრუზეირო 15 8 4 3 31-14 28

3. გრემიო 15 7 4 4 21-15 25

4. კორინთიანსი 15 6 7 2 14-6 25

5. ატლ. პარან. 15 6 6 3 26-22 24

6. კორიტიბა 15 6 6 3 19-15 24

7. ვიტორია 15 6 4 5 21-21 22

8. ინტერნასიონ. 14 5 7 2 24-21 22

9. გოიასი 15 5 6 4 14-18 21

10. ბაია 15 5 5 5 13-16 20

11. ვასკო 15 5 4 6 22-26 19

12. ფლამენგო 15 4 7 4 17-16 19

13. ფლუმინენსე 15 5 3 7 18-20 18

14. ატლ. მინეირო 14 4 4 6 13-18 16

15. სანტოსი 13 3 7 3 14-12 16

16. პონტე პრეტა 14 4 3 7 18-22 15

17. კრისიუმა 15 4 2 9 19-27 14

18. პორტუგეზა 15 2 7 6 17-24 13

19. სან პაულო 14 2 5 7 13-17 11

20. ნაუტიკო 13 2 2 9 8-22 8

ბომბარდირები:

10 - ვილიამი (პონტე პრეტა); 8 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ბიანკუჩი (ვიტორია);

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან

ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

ბრაზილია. სერია A. XXXVII ტური: ინტრიგა ფსკერზეა, "ბოტაფოგო" გავარდა

ბრაზილია. სერია A. XXXVI ტური: "კრუზეირო" ოთხგზის ჩემპიონია

ბრაზილია. სერია A. XVI ტური: "კრუზეიროს" სატიტულო კრუიზი

ბრაზილია. სერია A. XXXV ტური: "კრუზეირო", ისევ ტიტული?

ხოსე პაულო გერერო: უკან, გერმანიაში

პერუ-პარაგვაი 2:0 - კოპა ამერიკაზე მესამეადგილოსანი გამოვლინდა

ბრაზილია. სერია A. ბოლო ტური: როგორ გადარჩა "პალმეირასი"

კვირა ციფრებში: წითლები, სერიები და რეგიონალური სიამაყე

"ატლეტიკო მინეიროს" მწვრთნელმა ჟურნალისტის ცემა სცადა [VIDEO]

არც მესი და არც ნეიმარი - კოპა ამერიკის მოულოდნელი გმირები