მათიასი: წინა სეზონში ყველაფერი იდეალურად არ იყო
"ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი უმეტესად კრიტიკოსის რანგში გვევლინება ხოლმე - მათიასი ყოველთვის იმაზე ზრუნავს, რომ რეკორდმაისტერის ფეხბურთელები არ მოდუნდნენ და მუდმივად ტონუსში იყვნენ. 46 წლის ზამერმა ამჯერად "ბაიერნის" ამჟამინდელი დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა დაიცვა და სამაგიეროდ, წინა სეზონზე ისაუბრა კრიტიკულად.

ალბათ გაინტერესებთ, რა არ მოსწონდა ზამერს იმ სეზონში, რომელშიც "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასი მოიგო.

"ჰო, წინა სეზონი მართლაც ძალიან კარგად ჩატარეთ და ჰეთ-თრიკი შევასრულეთ, მაგრამ ისეთი თამაშით, როგორსაც წინა სეზონში ვაჩვენებდით, დიდხანს ვერ ვიქნებოდით წარმატებულები. მომავალში ის ფეხბურთი ტიტულებს ვეღარ მოგვაგებინებდა," - აცხადებს ზამერი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, მიუხედავად ტრიუმფალური სეზონისა, "ბაიერნმა" ზაფხულში მწვრთნელი შეცვალა - იუპ ჰაინკესის ადგილი პეპ გვარდიოლამ დაიკავა და ამ უკანასკნელს მსოფლიოში უძლიერესი კლუბის კიდევ უფრო გაძლიერება დაევალა. ბოლო დროს გვარდიოლას გერმანიაში მოსალოდნელზე ხშირად აკრიტიკებენ, რაც ზამერისთვის გაუგებარი და მიუღებელია.

"მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ექსპერტი პეპს უსამართლოდ და არაკორექტულად აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში ჰეთთრიკი შევასრულეთ, არც მაშინ იყო ყველაფერი იდეალურად და ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, მხოლოდ თავს იტყუებს. ვფიქრობ, რომ "ბაიერნს" მომატება შეუძლია და აუცილებლად მოუმატებს. გაიხსენეთ:

ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველ 25 წუთშიც ძალიან ცუდად ვთამაშობდით და ბევრს ეგონა, რომ წავაგებდით. გერმანიის თასის ფინალშიც დიდხანს გვიჭირდა. იმის თქმა მინდა, რომ იმ ფინალებში მაინცდამაინც სტაბილურად არ გვითამაშია," - ამბობს ზამერი.

ასეა თუ ისე, გვარდიოლა უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული, რადგან ჰეთთრიკის შემსრულებელი გუნდი ჩაიბარა. ზამერი მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და სჯერა, რომ გვარდიოლას სახით რეკორდმაისტერს იდეალური მწვრთნელი ჰყავს: "გუნდი ჯერაც დამშეულია და დარწმუნებული ვარ, რომ პეპი "ბაიერნს" თავის ხელს დაატყობს," - მიიჩნევს მათიასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მათიას ზამერი: ზოგ-ზოგიერთებს მეტი მოეთხოვებათ!

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
სახალისო ფრაზები: რონალდო - დი სტეფანო სარკეში
ბუნდესლიგა. XXXIV ტური: ჰამბურგში დრო გაჩერდა... [VIDEO]
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ᓛᓘᕣᕜᓮ
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ᓛᓐᓗᓘᓐს ᓖᓐᓛᓔᓠᓘ: ᓔᓘᓤᓝრᓘᓐ ᓐᓠ ᓒᓕᓭᓘᓠᓓᓔᓑᓐ!
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს
იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა
ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია
ᓮᕝᓡᕔᓞ ᓒᓕᓐᓠᓓᕘᕝᓚᕐ: ᓩᕔᓛᓘ ᓛᓝᓛᓐᓕᓐᓚᕘ? ᕠᓣᕛᓔᓜᕘᓒᕔᓡ ᓓᓐ ᕖᓐᕛᓔᓠᓡ ᕓᓐᕕᓔᓚᓐᓞᓐᓠᓐᓙᕔᓑᓘ
კარლ-ჰაინც რუმენიგე: გვარდიოლა გერმანელზე უფრო გერმანელია!
მიუნხენის "ბაიერნი" ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაელაპარაკება
გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტურის წინ: მთელი ყურადღება დორტმუნდისკენ
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში