ზუსტად ოცი წლის წინათ, საქართველოს ნაკრებმა ჯერ მსოფლიოს, ხოლო შემდეგ ევროპის ჩემპიონატებზე ერთად 6 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა
ფოტოზე: ავთანდილ შოშიაშვილი და გიორგი კანდელაკი

ბოლო წლებში ქართულ კრივში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სხვადასხვა სინჯის მედლები საოცნებო გაგვიხდა. არადა იყო დრო, როდესაც ცალკეული მოკრივეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონობა და პრიზიორობა წარმოუდგენელი არ ყოფილა და ჩვენი სპორტსმენები გუნდურადაც შთამბეჭდავ შედეგს აჩვენებდნენ.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით 1993 წლის თაობაა გამორჩეული. ზუსტად ოცი წლის წინათ, 1993 წელს საქართველოს ნაკრებმა ჯერ მსოფლიოს (ტამპერე, 7 - 16 მაისი), ხოლო შემდეგ ევროპის (ბურსა, 6 - 12 სექტემბერი) ჩემპიონატებზე ერთად 6 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.

გამორჩეულად წარმატებული გიორგი კანდელაკის ასპარეზობა გამოდგა. მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალს, ევროპის ჩემპიონატზე ოქროც მიუმატა.

მაშინდელ ნაკრებს და მოკრივეთა ასპარეზობებს დღეს გიორგი კანდელაკთან და გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელ ავთანდილ შოშიაშვილთან ერთად გავიხსენებთ.

"იმ სეზონში პირველად ჯერ მსოფლიოს, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემი შეგირდი გიორგი კანდელაკი მაშინ მართალია, ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, მაგრამ არც დიდებში ჰყავდა ბადალი. მეტიც, 1992 წელს ახალგაზრდებს შორის სულაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჰქონდა მოპოვებული.

მიუხედავად ამისა, ნაკრების მწვრთნელები (ზურაბ გუნია, როლანდ კვაჭაძე) სიფრთხილეს იჩენდნენ, დიდებს შორის საასპარეზოდ გაყვანას არ ჩქარობდნენ. ასაკით პატარაა, გამოუცდელია და შეიძლება დარტყმები გამოეპაროსო.

მე დაჟინებით ვითხოვდი კანდელაკის გუნდში დაყენებას, ვინაიდან მჯეროდა მისი შესაძლებლობების და ბოლოს, საბედნიეროდ, დამიჯერეს", - იხსენებს ავთანდილ შოშიაშვილი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგიმ ფინალამდე გზა წარმატებით განვლო. სადებიუტო დაპირისპირებაში გერმანელ მოწინააღმდეგეს მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩამორჩებოდა ქულებით, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა, ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ბოლო წამებზე გადამწყვეტი იერიშით დაწინაურდა კიდეც.

შემდეგ კიდევ ერთი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი სომეხ არშაკ ავერტეკიანს აჯობა.

ფინალში კანდელაკი კუბელ ფელიქს სავონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. თუმცა ჭაბუკი ქართველისთვის მოპოვებული ეს ტიტულიც ცხადია, დიდი შედეგი იყო.

"სავონი მსოფლიოს სამოყვარულო კრივის ისტორიაში ქვემძიმე წონის ყველაზე ტიტულოვანი მოკრივეა. ის ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი სპორტსმენი გახლდათ. მე კი ყოველთვის ტექნიკური პაექრობა მიტაცებდა.

სავონმა ძირითადად თავისი ზემოაღნიშული კოზირის ხარჯზე მაჯობა, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა ფიზიკურ აღნაგობაში ჩვენს ასაკობრივ განსხვავებას ჰქონდა.

ახლა მაშინდელი ჩემი შეხვედრების ვიდეოებს რომ ვუყურებ, მეღიმება. 18 წლის, 86 კგ ვიყავი. ამ ასაკში თანატოლთან ორთაბრძოლა სულ სხვაა და უფროსთან - სხვა. მერწმუნეთ, 26-27 წლისა რომ შევხვედროდი სავონს, აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს ვიხილავდით. ამ დროს ორგანიზმი ჩამოყალიბებულია, სუნთქვა გაცილებით უკეთესია, აღარაფერს ვამბობ დაგროვილ გამოცდილებასა და ტაქტიკურ განსწავლულობაზე.

აღსანიშნავია, რომ ქვემძიმე წონაში კუბის ნაკრების მეორე ნომერს ყოველთვის ვჯობნიდი.

26 წლისა, როდესაც უკვე პროფესიონალებში გამოვდიოდი, ლენოქს ლუისის კლუბში ვარჯიშისას მძიმე წონაში ბრიტანეთის პირველი ნომერი ოდლი ჰარისონი მომიყვანეს, რომელიც სიდნეის ოლიმპიადისთვის (2000 წ) ემზადებოდა. გეფიცებით, ოთხ-ხუთ სპარინგში შევხვდი და ისე მოვუგე, მისი მწვრთნელი მეუბნებოდა, ეგრე გამეტებით ნუ სცემო, ჰარისონი იქიდან და, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!" - იხსენებს გიორგი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მსოფლიოს ჩემპიონატზე კუბის მაშინდელი გუნდის საოცრად წარმატებული გამოსვლა. თავად განსაჯეთ, მათი 11 მოკრივიდან 8 ჩემპიონი გახდა და 3 ფინალისტი!

"მეტსაც გეტყვით, კუბელებს კიდევ მეტი ჩემპიონი შეიძლება ჰყოლოდათ. სამი წაგებული ფინალიდან, კუბელები კასამაიორი (54 კგ) და კარიონი (57 კგ) ბულგარელებთან, შესაბამისად ხრისტოვთან და ტოდოროვთან დამარცხდნენ.

AIBA - ს (სამოყვარულო კრივის მსოფლიო ასოციაცია) პრეზიდენტი მაშინ ბულგარელი გენჩევი გახლდათ და მსაჯების "დამსახურებით" ბულგარელთა მიერ კუბელებთან მოგებულ აღნიშნულ ფინალებს მთლად სუფთა არ ეთქმოდა", - გვეუბნება შოშიაშვილი. 57 კგ-ში კარიონთან და ტოდოროვთან ერთად კვარცხლბეკზე რამაზ ფალიანი იდგა. მას ბრინჯაოს მედალი ერგო.

რამდენიმე თვეში ევროპის ჩემპიონატის ფინალი იმავე ტოდოროვმა ამჯერად რამაზს მოუგო და ქართველ სპორტსმენს ვერცხლის მედალი ხვდა წილად. სხვათა შორის, შემდეგ წლებში ფალიანმა ბულგარელთან რევანში მაინც მოახერხა. ევროპის ჩემპიონატზე მედლის ხარისხი გიორგი კანდელაკმაც გააუმჯობესა და შინ ჩემპიონის რანგში დაბრუნდა.

თუმცა იქამდე იყო მოსამზადებელი ეტაპი.

"ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრები ბორჯომში ემზადებოდა. ვვარჯიშობდით კალათბურთის დარბაზში, კუსტარულად გაკეთებული კრივის ტომრებით.

მეცადინეობის შემდეგ გავდიოდით იქვე სტადიონზე და მინდორზე სარწყავი სისტემის რეზინის შლანგების საშუალებით ერთმანეთს ხელდახელ გაკეთებული შადრევნით წყალს ვავლებდით.

ვცხოვრობდით სასტუმროს მე-11 სართულზე დევნილებთან ერთად. რა გასაკვირია, რომ კვებაც არ ყოფილა სახარბიელო..." - გვიყვება გიორგი კანდელაკი.

და მაინც, ბურსაში ევროპის ჩემპიონატზე თითო ოქროს და ბრინჯაოს, აგრეთვე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ხსენებულ პირობებში გამოვლილმა ჩვენმა გუნდმა. მესამე ადგილზე პაატა გვასალია (60 კგ) გავიდა. ერთ-ერთ ფინალისტ რამაზ ფალიანზე ზემოთ მოგახსენეთ.

ფინალში იბრძოლა აგრეთვე მძიმეწონოსანმა ზურაბ სარსანიამ.

"ჩემი ღრმა რწმენით, ზურაბს თავის წონაში ევროპაში იმ დროს ბადალი არ ჰყავდა. ბურსაში მას საჩემპიონო შეხვედრა ასევე ბულგარელ სლივენ რუსილოვთან "წაართვეს".

არ იფიქროთ, რომ ვამეტებ, როცა ბულგარელთა მიმართ მსაჯების მიკერძოებას ვიხსენებ. პრეზიდენტის გავლენა მსაჯებზე დიდი იყო.

საგულისხმოა, რომ ფინალში სამმა ბულგარელმა გააღწია და სამივე ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის ძალიან ცოტა დააკლდათ საპრიზო ადგილებამდე თენგიზ მესხაძეს და ალბერტ კაზანჯიანს", - ამბობს შოშიაშვილი.

"ამ შეჯიბრებაში ფინალურ ბლოკამდე ორი მეტოქე დავამარცხე. ნახევარფინალში დენი უილიამსს (ინგლისი) მოვუგე. ოქროს მედლისთვის კი ჰოლადიელ დონ დიეგო პოედერთან მომიწია შეხვედრა.

პოედერმა ბურსაში ჩემამდე ყველა მეტოქე ნოკაუტით ჩამოიშორა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და პირველივე რომ მომიქნია, ხელში ისე მწარედ მომხვდა, ვიფიქრე, არ მომტეხოს მეთქი. თუმცა მე ტექნიკურად ვეჩხუბე, ჭკუით ვაჯობე და ჩემპიონი გავხდი", - გვიყვება კანდელაკი.

იმ წელს საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: გიორგი კანდელა კი, რამაზ ფალიანი, ზურაბ სარსანია, პაატა გვასალია, თენგიზ მესხაძე, კობა გოგოლაძე, ალბერკ კაზანჯიანი, აკაკი კაკაურიძე...

90-იან წლებში ქვეყანაში დასადგურებულმა ქაოსმა ამ შესანიშნავ საკრივო თაობას ბოლომდე არ მისცა შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის საშუალება. მართალია, ზოგიერთმა ტიტულებიც მოიპოვა, მაგრამ ნაწილი სხვა ქვეყანაში გაექცა ქაოსს და იქაური დროშით იბრძოლა, ზოგი ტრაგიკულად დაიღუპა, ზოგმაც ნაადრევად ჩამოკიდა ხელთათმანები ლურსმანზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი
დაიკიდეთ გულზე როლანდ კვაჭაძის მედლები! ამ ბიჭების მიღწევა როლანდი მასწავლებლის შრომით და ოფლითაა მიღწეული.უფალმა იცის სიმართლე ვის რა წილი მიუძღვის.
janri
სად იკვნენ ამ ცლებსი ეს გაკცეულებ აკ რომ უჰირდა კარტულ კრივს და ეგენი გაჰირვებას გაეკცნენ ეხლა გასლილ სუფრაზე დასზდნენ კარგია ხომ და ის ტაობა და საცოდავი მცვრტნელები აკ იბრზოდნენ სად იკავი დავიტ კვაჰაზე მასინ
დათო
ცხონებული აკაკი კაკაურიძე ამერიკაში დაიგუპა, სარსანია ისნის ბაზრობაზე მოკლეს, პაატა გვასალია ეხლაც ზის რუსეტში უდანაშაულოა შეტენეს დზალიტ, კობა გოგოლაძე ზედმეტსახელი კობრა პროპესიონალებში გამოდიოდა ამერიკაში ერტი სიტყვიტ დზაან დზლიერი და უნიჭიერესი ტაობა იყო მე მათ გვერდით ვიზრდებოდი სასუფეველში იყო მათი სულები ვინც დგეს აგარ არიან (((((
kaxeli
გენაცვალე ორივეს კარგი გორელები ხარტ გმერტმა დაგლოცოტ ტკვენ ხომ პირველები ხარტ კრივის ისტორიასი გკოცნიტ მიკვარხარტ
saba
ნახეტ რა მოხდა კიევსი უმედლო ნაკრები სირცხვილია
soselo
მარტლა მაგარი ტაობა და სიკვარული კოფილა რომ ასეტ ცარმატებებს აგცევდა გუნდი გენაცვალეტ
mito
კორუპირებულმა ვოვა ახალკაცმა და ზონდერ დათო წიკლაურმა დასამარეს კრივი
leo
ვოვა ახალკაცმა და ზონდერმა დათო წიკლაურმა დასამარეს კრივი.
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
"ეს მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა!" - სავარაუდოდ, თბილისში სანქცირებული რუსი მოფარიკავეები ჩამოდიან, ამ ამბავს უკრაინელთა დიდი პროტესტი მოჰყვა
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
ღვაწლი დაუფასდებათ: გორში კრივის ახალი დარბაზი აიგება
"მოჭიდავეს წაგება არ უნდა აშინებდეს, მის გარეშე მოგება არ მოდის"
ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓙᓐᓜᓓᓔᓚᓐᓙᓘ: ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓛᓝᓜᓐᓬᓘᓚᓔᓝᓑᓓᓔᓡ ᓓᓐ ᓑᓐᓓᓛᓘᓜᓢᓝᓜᓡᓐᓪ ᓕᓣᓧᓣᓠᓔᓑ
თარაშ კანდელაკი კრივში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონია
მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატს ხუთი ქართველი შემორჩა
ქართველმა მოკრივეებმა სეზონი გახსნეს
ვერის პარკის კრივის დარბაზში საქართველოს საჩემპიონო ქამრის მფლობელი გამოვლინდა [VIDEO]
ქართველი მოკრივეები რიოს სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას თბილისში იწყებენ
ვარიანმა კადეტ მოკრივეთა შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
ავთანდილ ხურციძე: ისე მიყვარს საქართველო, მისთვის ჩემ წილ ტყვიასაც არ დავეშურები