ალეგრი: რიკი სასტარტოში ითამაშებს
"მილანმა" სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზით ისარგებლა და ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება და რაც მთავარია, 4-წლიანი განშორების შემდეგ რიკარდო კაკამ პირველად მოირგო "მილანის" მაისური.

ვთქვათ ისიც, რომ "როსონერი" შვეიცარიის იტალიური რეგიონის გუნდ "კიასოს" შეხვდა, სადაც ექსმილანელი ჯანლუკა ძამბროტა ასპარეზობს. ისიც აღვნიშნოთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდში პირველი მატჩი ჩაატარა 21 წლის ნიჭიერმა გამთამაშებელმა რიკარდო საპონარამ, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშების პირველი ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონში საპონარას ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, კაკას ტრანსფერის შემდეგ კი ბრაზილიელის დუბლიორად მოიაზრება.

მოკლედ, ერთ რიგით ამხანაგურ მატჩში ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა და ჟურნალისტთა გამძაფრებული ინტერესიც ამან გამოიწვია...

"მილანმა" იოლად სძლია მეტოქეს, ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა და ორჯერ მეტის გატანაც თავისუფლად შეეძლო. განსაკუთრებით, იტალიელებმა პირველ ტაიმში გაილაღეს, როდესაც ძირითადი შემადგენლობით ასპარეზობდნენ. მეორე ნახევარში ალეგრიმ ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება და თამაშიც შედარებით გათანაბრდა.

მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ კაკამ და საპონარამ თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ბრაზილიელი დაუღალავად დარბოდა, ამწვავებდა იერიშებს და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო - რაც მთავარია, ბრწყინვალე საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში. რაც შეეხება საპონარას, ბოლო ნახევარი საათი ითამაშა და გოლის გატანა მოასწრო. მოკლედ, დებიუტანტებმა თავი კარგად წარმოაჩინეს და ეს ნამატჩევს მასიმილიანო ალეგრიმაც აღნიშნა...

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "კარგი სპარინგი იყო, რომელმაც საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა გასაანალიზებლად. ბევრი ფეხბურთელი გამოვცადეთ, რომელთა უმეტესობამაც თავი კარგად წარმოაჩინა. კაკა? - შესანიშნავი იყო და უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სერია A-ს მომდევნო ტურში ძირითად შემადგენლობაში იქნება. დიახ, ჩვენ უფრო ხშირად გამოვიყენებთ 4-3-1-2 სქემას, რიკის კი დირიჟორობა დაევალება".

რიკარდო კაკა (მილანი): "დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც თბილად მიმიღეს და "მილანში" ჩემი ხელმეორე დებიუტი გამიადვილეს. თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ბევრი რამეც გამომივიდა. მწვრთნელმა გამთამაშებლობა დამავალა, ამ პოზიციაზე თამაში კი ყველაზე მეტად მხიბლავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მწვრთნელის და გულშემატკივრების ნდობა გავამართლო".

კიასო-მილანი 0:4

გოლები: 0:1 ნოჩერინო (7), 0:2 სილვესტრი (23), 0:3 რობინიო (40), 0:4 საპონარა (86).

მილანი (4-3-1-2): ამელია (57. კოპოლა) - ძაკარდო, მექსე (46. ვერგარა), სილვესტრი (61. პედონე), ემანუელსონი (46. პინატო) - ნოჩერინო (78. რონდაინინი), დე იონგი (46. პოლი), მუნტარი (46. მოდიჩი) - კაკა (46. ნიანგი) - რობინიო (61. საპონარა), მატრი (74. კლავერია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კაკა: დავბრუნდი, რათა გავიმარჯვო!

ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
კაკას ყოფილმა ცოლმა ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე უცნაური განცხადება გააკეთა - რიკარდომ მას უპასუხა და ეს ურთულესი პერიოდი გაიხსენა
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
მხიარულება და სიცილი სტუდიაში - რატომ კაკა... ფეხბურთელმა ახსნა, საიდან მოდის ზედმეტსახელი, რომლითაც ყველა იცნობს [VIDEO]
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
სერია A-ს საუკეთესო თერთმეტეული ჟურნალისტების ვერსიით
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
FourFourTwo-მ ბრაზილიელთა ყველა დროის ტოპ 10 შეადგინა
"მამასავითაა" - ლეაომ ალეგრის შესახებ ისაუბრა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
კაკამ, თავისი აზრით, ევრო 2024-ზე ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი დაასახელა