მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობაზე, რომელსაც ბუდაპეშტი 16 სექტემბრიდან უმასპინძლებს, რამდენიმე ნაკრებს ქართველი ფალავანი ეყოლება
ფოტოზე: აზერბაიჯანელთა ფალავანი შალვა გადაბაძე (მარცხნივ) მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლის მოპოვებას ეცდება

მოჭიდავეთა წლევანდელ მსოფლიოს პირველობამდე რამდენიმე დღეღა დარჩა - 16 სექტემბერს დაიწყება ბუდაპეშტში და ძირითადად ცნობილია წამყვანი გუნდების შემადგენლობები.

თუმცა ამჯერად მკითხველთა ყურადღებას უმთავრესად მამლუქთა თემაზე გავამახვილებთ, რომელიც ისევ აქტუალური გახდა - რამდენიმე ნაკრებს ეყოლება ქართველი ფალავანი.

მართალია, მამლუქთა რაზმი ამჯერად არაა ადრინდელივით შთამბეჭდავი, მაგრამ თავიანთ გუნდებში ლიდერთა შორის არიან. უბრალოდ, ამჯერად მათ წონებში ჩვენ არ გვყავს გამორჩეული ფალავნები.

დავიწყოთ უკრაინით, სადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში კვლავ იასპარეზებს ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი გია ჩიხლაძე (74) - ვინძლო, ბუდაპეშტში იაკობ მაქარაშვილსაც შეხვდეს.

უკრაინელთა გუნდში ვერც ამჯერად მოხვდა ჯამბულ ცოტაძე (84), მაგრამ ეს რა გასაკვირია, როცა ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ანდრიიცევი (84), ოღონდ მას კონკურენტიც ძლიერი ჰყავს - პავლო ოლეინიკი, ვინც მარტში თბილისში ბრწყინვალედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და უკრაინაში დაბრუნებულმა ძალიან თბილად ისაუბრა ჩვენს დედაქალაქზე.

ვლადიმერ შავლოხოვმა უკრაინის ნაკრებში, ამ დუეტის გარდა, არმენ არაქელიანი (55), ნიკოლა აივაზიანი (60), სემენ რადულოვი (66), იბრაგიმ ალდატოვი (84) და ალან ზასეევი (120) შეიყვანა.

ჩვენთვის ყველაზე საშიშადაც ზასეევი მიგვაჩნია, რომელმაც მარტში თბილისში მოუგო გენო პეტრიაშვილს და ბრინჯაოს დააჯერა.

თუმცა მას შემდეგ ჩვენებური მნიშვნელოვნად გაიზარდა და იმედია, ამჯერად იმ შეცდომებს არ გაიმეორებს, ინიციტივასაც თავად აიღებს და ევროპის ვიცე-ჩემპიონს რევანშს აუღებს.

ვფიქრობთ, დავით მარსაგიშვილსაც (84) სერიოზული ყურადღება მართებს მსოფლიოს ჩემპიონ ალდატოვთან, ვინც მარტში თბილისში მესამეზე გავიდა.

შემადგენლობაში ქართველი ეყოლება ყაზახეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებსაც - ასლან კახიძე (84), რომლის შესახებაც ბევრს ვერაფერს გეტყვით.

მის გარდა, რუსლან უმრალიევმა ნაკრებში რასულ კალიევი (55), ქვედა წონიდან ამონაცვლებული დაულეტ ნიაზბეკოვი (60), დაურენ ჟუმაგაზიევი (66), აკჟურეკ ტანატაროვი (74), თეიმურაზ თიგიევი (96) და დაულეტ შაბანბაი (120) შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ ამათგან ტანატაროვი ლონდონის ოლიმპიადის მესამე პრიზიორია, ოღონდ - 66-ში, წლეულს კი ახალ წონაში გადმოინაცვლა და გაიმარჯვა როგორც ქვეყნის პირველობაზე, ასევე მოიგო დორტმუნდის ტურნირი, გახდა აზიის ბრინჯაოსმედალოსანი. შეიძლება ითქვას, უპრობლემოდ მოერგო ახალ წონას, ანუ ადაპტაცია იოლად გაიარა.

აღსანიშნავია ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ თიგიევის ფაქტორიც - აზიელთა ოსი ლეგიონერი პეკინის თამაშებიდან გემახსოვრებათ, სადაც გიორგი გოგშელიძეს ლამის თვალი გამოსთხარა.

ყაზახებზე ვლაპარაკობთ და ბარემ იქაურ ბერძენ-რომაელებზეც ვთქვათ. "ლელო" წერდა, რომ ბუდაპეშტში საეჭვო იყო ჩვენთვის კიდევ ერთი ავადსახსენებელი ჩრდილოკავკასიელი ლეგიონერის, დაღესტნელი დანიალ გაჯიევის (84) გამოსვლა, ვინც ლონდონში ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მსაჯთა დახმარებით აჯობა ვლადიმერ გეგეშიძეს.

აგვისტოში მან ცხვირი გაიტეხა, რომლის მოშუშებასაც სპორტსმენთან ერთად მწვრთნელი ტანატ საგინდიკოვიც მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ვერ მოირჩინა და მწვრთნელიც იძულებული გახდა, სათადარიგო ფალავანი დაეყენებინა.

მისი შვიდეული ასეთია: ნურსულთან კალმირზაევი (55), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალმატ კებისპაევი (60), ელბორ კონირატოვი (66), აშხატ დილმუხამედოვი (74), ნურსულთან ტურსინოვი (84), ერულან ისკაკოვი (96) და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ნურმახან ტინალიევი (120).

აზერბაიჯანული წკიპურტები

ქართველი ეყოლება აზერბაიჯანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებსაც - ევროპის სამგზის მესამეპრიზიორი შალვა გადაბაძე (96).

მის გარდა, ბუდაპეშტში ორხან ახმედოვი (55), ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კამრან მამადოვი (60), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, კონტინენტის წლევანდელი პირველობის კიდევ ერთი ბრინჯაოსმედალოსანი ჰასან ალიევი (66), ევროპის ჩემპიონი რაფიკ ჰუსეინოვი (74), ირანიდან გადმობირებული ქურთი მსოფლიოს პრიზიორი სამან ტახმასიბი (84) და ზაურ მეხრალიევი (120) იჭიდავებენ.

ამათგან წლეულს თბილისში, ევროპის პირველობაზე ალიევმა გაგვამწარა - ბრინჯაოსთვის შეხვედრა მანუჩარ ცხადაიას მოუგო, თუმცა ჩვენებური ნაკრებში ვერ მოხვდა და მის ნაცვლად რევანშს საჩინო დავითაია თუ აიღებს.

აზერბაიჯანელთა შემადგენლობაში მოულოდნელია ჰუსეინოვის კვლავაც 74 კილოგრამში გამოჩენა. ის ადრეც აქ ჭიდაობდა და თბილისშიც აქვე გამოვიდა ევროპირველობაზე, მაგრამ წონის შეცვლა სურს, რაც თითქოს გადაწყვეტილიც იყო.

იქაურთა ირანელმა ახალწვეულმა მწვრთნელმა ჯამშიდ ჰაიდარაბადიმ დასკვნითი შეკრება თურქეთში გაიარა, იქ წაყვანილთა სიაში კი ჰუსეინოვი 84-ში ჰყავდა შეყვანილი, როგორც ტახმასიბი და საქართველოდან წასული ნიჭიერი ფალავანი მათე სოფაძე, თუმცა ეტყობა, მწვრთნელები ემინ ახმედოვის და ელვინ მურსალიევის (74-ში ესენი ჰყავდათ წაყვანილი) მომზადებამ ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც ჰუსეინოვი ისევ ძველ წონაში დააბრუნეს.

ასევე უცნაურია ევროპის ორგზის გამარჯვებულის და თბილისში წლეულს ვერცხლის მომპოვებელი ელჩინ ალიევის (55) არყოფნა.

მოულოდნელია აზერბაიჯანელ "თავისუფალთა" ნაკრებიც, სადაც არც ერთი ოლიმპიური ჩემპიონი არაა - ტოგრულ ასკეროვი (60) და შარიფ შარიფოვი (84).

ასკეროვი მსოფლიოს რომ გამოტოვებდა, ადრევე გაცხადდა, მაგრამ შარიფოვმა წონაც შეიცვალა, ტურნირებშიც 96 კილოგრამში გამოვიდა და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აჯდად ჯაფაროვმა ლამის პირდაპირ თქვა, რომ ბუდაპეშტშიც მას წაიყვანდნენ, იმის მიუხედავად, რომ ესპანეთის "დიდ პრიზზე" ხეტაგ გოზიუმოვმა პირადი შეხვედრა მოუგო და ჩემპიონიც გახდა.

ახლა მათ შემადგენლობა ოფიციალურად დაასახელეს, სადაც შარიფოვის ნაცვლად ისევ გოზიუმოვია, ჯაფაროვი კი აცხადებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონები არ არიან ოპტიმალურ ფორმაში და მათ ეს სეზონი საგაისო მზადებისთვის უნდა გამოიყენონ.

მაგომედ ალიომაროვის სამწვრთნელო შტაბმა, რომელშიც ქართველი დავით ხურციაც შედის, არჩევანი შემდეგ ფალავნებზე შეაჩერა: ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი იაშარ ალიევი (55), გაჯი ალიევი (60), აგაჰუსეინ მუსტაფაევი (66), ჯაბრაილ ჰასანოვი (74), ალექსანდრ გოსტიევი (84), ხეტაგ გოზიუმოვი (96) და ჯამალედდინ მაგომედოვი (120).

აქაც რამდენიმე გადანაცვლებაა - ევროპის ორგზის გამარჯვებული და მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორი ჰუსეინოვი საბოლოოდ გადაბარგდა 74-ში, რუსეთიდან გადაბირებულმა გოსტიევმა კი 84-ში აიწია.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება პეტრიაშვილის შეხვედრაც (ბედმა თუ ინება) დაღესტნიდან გადაყვანილ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ მაგომედოვთან, რომელთანაც ჩვენებურს დადებითი ბალანსი აქვს.

ვფიქრობთ, ძნელი მეტოქეები არც ჩვენი გუნდის სხვა ლიდერებს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა 60) და მარსაგიშვილს ჰყავთ.

გაცალოვი - რუსების მძიმე სიურპრიზი

10 სექტემბერს შემადგენლობა დაასახელეს რუსმა "თავისუფლებმაც", სადაც მთავარი მოულოდნელობა სახელოვანი ჰაჯიმურატ გაცალოვის მძიმე წონაში გამოჩენაა.

სიბერემდე სიქაჩლეო, 96 კილოგრამში მსოფლიოს 4-გზის, ევროპის 3-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონსაც ისე მოუვიდა - რუსებს იმდენად უჭირთ ამ წონაში, რომ საშველად 31 წლის ფალავანს უხმეს: ათენის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ბახტიარ ახმედოვი საერთოდ წავიდა სპორტიდან, მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული და ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ბილიალ მახოვი ტრავმირებულია, ახალი თაობის ფალავნები მაგომედ ნურასილოვი, ალან ხუგაევი და სხვები კი ჯეროვანს ვერაფერს აჩვენებენ.

მაგალითად, პეტრიაშვილმა შარშან ახალგაზრდული მსოფლიოს ფინალი წააგო ნურასილოვთან, მაგრამ მას შემდეგ სადაც შეხვდა, ყველგან ტომარასავით ათრია (მათ შორის - წლეულს, ევროპირველობაზეც). თუმცა გაცალოვის ახალ წონაში მიწვევა მაინც გასაკვირია. ამის შესახებ ჯერ კიდევ ივლისში მითხრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, აგვისტოში კი გაცალოვი და ხუგაევი პოლონეთშიც აჭიდავეს, თუმცა წააგეს.

ამ ერთი წონის გარდა, რუსთა დაღესტნელმა თავკაცმა მაგომედ ჰუსეინოვმა სხვა წონებში რუსეთის წლევანდელი ჩემპიონები დააყენა: ნარიმან ისრაპილოვი (55), ბეკხან გოიგერეევი (60), მაგომედ ყურბანალიევი (66), კახაბერ ხუბეჟტი (74), შამილ კუდიამაგომედოვი (84), ანზორ ბოლტუკაევი (96).

როგორც ვხედავთ, რუსეთის ნაკრებში არც ერთი არაა ეროვნებით რუსი, ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი დაღესტნელებს ჰყავთ, 3 კაცი - ისრაპილოვი, კუდიამაგომედოვი და ყურბანალიევი. დაღესტანში ვარჯიშობს და აქტივში ამავე სკოლას ეთვლება, მაგრამ ეროვნებით ჩეჩენია გოიგერეევი, აგრეთვე - ბოლტუკაევი. ასევე ორი წარმომადგენელი ჰყავთ ოსებსაც - გაცალოვი და ხუბეჟტი, რომელიც ბავშვობაში საქართველოდანაა წასული. ამათგან ტიტულოვანი მხოლოდ ორია - გაცალოვი, რომელზეც ზევით ვისაუბრეთ და ევროპის ჩემპიონი ისრაპილოვი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენებს სხვებთან დიდი ბრძოლა არ ელით.

მაგალითად, გოიგერეევი ძლიერი კონკურენტი იქნება ხინჩეგაშვილისთვის - მან უნივერსიადის ფინალში საჭიდაო ფანდი კი არა, აკრობატული ნახტომი შეასრულა ირანელ მეტოქესთან და ისე მოიგო.

აღსანიშნავია რუსეთის პირველობის ფინალში ბოლტუკაევის ძლიერი გამოსვლა ევროპის ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან, ვინც თავის დროზე გაცალოვი ამოაგდო ნაკრებიდან. სიტყვამ მოიტანა და გადისოვმა დაღესტნურ მედიას გაუმხილა, რომ თურმე არაერთხელ მიიღო შეთავაზება "ბრძოლა წესების გარეშეში" გადასვლაზე, სადაც მისი ძმა ვარჯიშობს, მაგრამ უარი უთხრა, ვინაიდან ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

barbaros
აქიდანაც მიდიან,რა გასაკვირია... მინისტრი ლევან კიფიანი რომ იქნება აბა როგორ უნდა დარჩეს სპორცმენი.მოკავს ნათლიმირონები და ასე შემდეგ.წიხლის კვრით უნდა გაგდოთ კიფიანი.მაგ ნ.......ი
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
ღონიერი, გონიერი... ინტერვიუ ვლადიმერ გეგეშიძესთან
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: ოდიკაძემ ბრინჯაოთი განაგრძო [VIDEO]
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
პოლონეთის ტურნირი: გამოცდა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია! [VIDEO]
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა იალბუზზე ემზადებიან
წვერის სკანდალი ჭიდაობაში გრძელდება - ამჯერად აზერბაიჯანში
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები: საფიქრალი და იქნებ დილემაც
გოჩა შელია: ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია, 27 დღეში 100 000 ლარის პრემიებია გაცემული
მსოფლიოს ჩემპიონატი: ნაცნობი სცენარი - დავრჩით ბრინჯაოს ამარა
ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: არაბულმა სომბათჰეი ქართულად გაანათა